“უცნაური ამბების” მეორე სეზონი ჰოპერის ქალიშვილზე მოგვითხრობს

მოემზადეთ, რადგან სულ მალე ჯიმ ჰოპერის ქალიშვილის შესახებ ბევრ სიახლეს შეიტყობთ. ამის შესახებ დღეს უცნაური ამბების მსახიობმა, დევიდ ჰარბურმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ შოუს მეორე სეზონი სწორედ მისი პერსონაჟის შვილზე იქნება ფოკუსირებული.

მეორე სეზონში ჰოპერის შეხედულებები ურთიერთობაზე, მამა-შვილობასა და, ზოგადად, ადამიანობაზე ბევრად უფრო ღრმად იქნება წარმოჩენილი, თუმცა არა იმ კუთხით, როგორც ეს შეიძლება ახლა იფიქროთ.

შეიძლება ითქვას, რომ პირველ სეზონში ჰოპერის ქალიშვილის ისტორიამ მაყურებელი ნამდვილად დააინტრიგა. ასე რომ, საინტერესოა, თუ რას გვიმზადებს Stranger Things-ის შემოქმედებითი ჯგუფი.

ამ კითხვაზე პასუხს სულ მალე, 27 ოქტომბრიდან მივიღებთ.

 

Comments

comments