“უცნაური ამბების” მესამე სეზონის შინაარსის დეტალები ცნობილია

როგორც სერიალის შემქმნელები გვპირდებიან “უცნაური ამბები” წესით და რიგით, 2018 წლის განმავლობაში მესამე სეზონით უნდა დაგვიბრუნდეს . თუმცა მანამ, სანამ ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება, ახალი სეზონის შინაარსზე ახალი დეტალები ირკვევა.

როგორც სერიალის პროდიუსერი შონ ლევი ამბობს, მესამე სეზონი შესაძლოა არა 8, არამედ 10 სერიით დაგვიბრუნდეს. სიუჟეტი ახალი, საშიში ძალის შესახებ მოგვითხრობს და ბუნებრივია, მესამე სეზონიც მის ირგვლივ იტრიალებს. ასევე ცნობილი გახდა ისიც, რომ სიუჟეტის ცენტრში არა უილ ბაიერსი იქნება, არამედ მთელი სეზონი დასტინსა და სტივს დაეთმობა. ახალი სეზონის საშუალებით მაყურებელს ექნება საშუალება ნახოს, როგორ განვითარდება მათი მეგობრობა და საბოლოოდ, როგორ ჩამოუყალიბდებათ ძმური ურთიერთობა.

ჯერ-ჯერობით სერიალზე მუშაობა არ არის დაწყებული, ამიტომ ლოდინი შესაძლოა დიდ ხანს გაგრძელდეს, თუმცა მაინც ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ სერიალის ოფიციალურ განცხადებას და მანამდე მესამე სეზონთან დაკავშირებით, გარკვეული მოლოდინები დავამყაროთ

 

Comments

comments