უორვიკ დევისი ჰან სოლოზე გადაღებულ ფილმში ითამაშებს

ვარსკვლავური ომების ვეტერანი უარვიკ დევისი ჰან სოლოზე გადაღებულ დამოუკიდებელი შინაარსის ფილმს შეუერთდა. ტვიტერზე ერთ-ერთმა ფანმა იკითხა, ფანები 1988 წელს გადაღებული ფილმის, “ტირიფის” სიქუელს ხომ არ უნდა ელოდნენ, რაზეც რონ ჰოვარდმა – რომელიც ამჟამად ჰან სოლოს ორიგინალურ ისტორიის რეჟისორი იქნება, და რომელმაც დევისი “ტირიფშიც” გადაიღო, – უპასუხა, რომ ამჟამად მისი და დევისის თანამშრომლობა ვარსკვლავური ომების ახალი ისტორიით შემოიფარგლება.

“სასიამოვნოა, რომ ეს კითხვა დამისვით. უარვიკ დევისს 30 წლის შემდეგ პირველად ვიღებ, – დაწერა ჰოვარდმა, – ეს ნამდვილად მახარებს.”

ამ ნიუსს თავად დევისიც გამოეხმაურა:

“მომაგონდა, თუ რა შესანიშნავი გამოცდილება იყო “ტირიფზე” მუშაობა, თქვენი სარეჟისორო ოსტატობა და ჩვენი მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, – ტვიტერზე უპასუხა მან რეჟისორს, – 30 წლის შემდეგ, ამ მაგიას კვლავ ფლობთ!”

დევისისთვის ვარსკვლავური ომები ახლობელი თემაა. მისი პირველი როლი ფანების ფავორიტი ევოკ უიკეტია ჯედაის დაბრუნებაში. მას შემდეგ მსახიობმა ითამაშა ვარსკვლავური ომების პირველ ეპიზოდში, ძალის გამოღვიძებაში (ეპ. 7) და განდევნილში. გარდა ამისა, ფანები მას პოტერიადაში შესრულებული პროფესორი ფლიტვიკის როლით იცნობენ.

ჰოვარდი ჰან სოლოზე ფილმის გადასაღებად ივნისსში მიიწვიეს, მას მერე, რაც დისნეიმ და ლუკასფილმმა გადაღებას ჩამოაშორა ფილ ლორდი და კრისტოფერ მილერი.

ფილმში ითამაშებენ ასევე ალდენ ერენრეიხი, ემილია კლარკი, ვუდი ჰარელსონი, დონალდ გლოვერი და ფებე უოლერ-ბრიჯი. ჰან სოლოს ახალ ისტორიას კინოთეატრებში სავარაუდოდ 2018 წლის 25 მაისს ელიან.

Comments

comments