“ვანდერ ვუმენი” ფილმის მეორე ნაწილში 1980-იან წლებში იმოგზაურებს

რეჟისორმა პატი ჯენკინსმა, რომელიც, სავარაუდოდ, ქალი საოცრებას მეორე ნაწილსაც გადაიღებს, აშკარად გამოხატა საკუთარი სურვილი, რომ ფილმში მოქმედება წარსულ დროში განვითარდეს. ამჯერად გალ გადოტის პერსონაჟს ცივი ომის პერიოდში, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი, რაც Wonder woman-თან დაკავშირებით ვრცელდება კრის პაინის დაბრუნებაა. მისი პერსონაჟი, სტივ ტრევორი პირველ ფილმში გარდაიცვალა.

როგორც ჩანს, წინ ძალიან საინტერესო ამბები გველის.

Comments

comments