Wonder Woman ყველა დროის ყველაზე მომგებიანი სუპერგმირების ტოპ ხუთეულშია

ქალი-საოცრება უფრო მომგებიანი დებიუტანტი სუპერგმირი აღმოჩნდა, ვიდრე რკინის კაცი, კაპიტანი ამერიკა და ადამიანი-ობობა. Wonder Woman ყველა დროის ყველაზე მომგებიანი სუპერგმირული ფილმების ხუთეულში საპატიო ადგილს იკავებს.

გასულ უიქენდზე ქალი-საოცრების ჩრდილოამერიკულმა მოგებამ 409 მლნ $ შეადგინა და გადაუსწრო გასული წლის კაპიტან ამერიკას, და 2013 წლის რკინის კაცი 3-ს. ამჟამად იგი საპატიო ხუთეულშია შავი რაინდის, შავი რაინდის აღზევების, შურისმაძიებლებისა და შურისმაძიებლები: ალტრონის ერასთან ერთად.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მალე ვიხილავთ სუპერგმირების ისეთ ახალ ფილმებს, როგორებიცაა Justice League და Avengers: Age of Ultron, ქალი-საოცრებას ადგილის შენარჩუნება ამ ხუთეულში ალბათ გაუჭირდება, მაგრამ მზარდი მოგების მიხედვით მას ჯერჯერობით მყარი ადგილი უჭირავს კინოისტორიაში ყველაზე წარმატებულ სუპერგმირულ ფილმებში. პეტი ჯენკისის ფილმი საკმაოდ მდგრადია — მან საუკეთესო პოზიციები დიდხანს უჭირავს და გამოსვლიდან მესამე თვეს კვლავ ხსნის მოგების რეკორდებს.

Comments

comments