“წყლის ფორმა” – გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის პირველი თრეილერი

გილერმო დელ ტოროს ახალი ფილმის მოქმედება 1960-იანი წლების ამერიკაში ვითარდება. მუნჯი ელიზა (სალი ჰოუკინსი) ერთ-ერთ ლაბორატორიაში დამლაგებლად მუშაობს. ერთ დღესაც ის და მისი თანამშრომელი ზელდა (ოქტავია სპენსერი) აღმოაჩენენ საიდუმლო ექსპერიმენტის შედეგს – ადამიან-ამფიბიას. ამის შემდეგ ელიზას სამყარო თავდაყირა დგება.

თრეილერიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გილერმო დელ ტორო ამჯერადაც შეძლებს მომაჯადოებელი კინოსამყაროს შექმნას, რომელიც ერთდროულად საშიში და თვალისმომჭრელი იქნება.

 

Comments

comments