10 ცნობილი სერიალი და სხვა ქვეყნებში შექმნილი მათი ანალოგები

ამა თუ იმ ჟანრის, თემატიკისა და ესთეტიკის სერიალებმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრეს ადგილი ჩვენს გულში და გვგონია, მათი მსგავსი არსადაა. საქმე ისაა, რომ ჩვენი საყვარელი და საკულტო ამერიკული სერიალებიდან ზოგი უკვე გადაღებულის რიმეიქს წარმოადგენს, ზოგიერთის ანალოგები კი სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს. ქვემოთ წარმოგიდგენთ 10 პოპულარულ სერიალს და მათ “ორეულებს”.

ოფისი

დიდი ბრიტანეთი

აშშ

ოფისის ამერიკული ვერსია BBC-ის ვერსიის მიხედვით ტელეარხმა NBC-მ გადაიღო და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა რიმეიქი პირველწყაროზე პოპულარული გახდა.

 

დიდი აფეთქების თეორია/თეორეტიკოსები

აშშ

ბელორუსი

ბელორუსიულ თეორეტიკოსებს ეკრანებზე ერთი სეზონიც არ გაუტარებია და ეს ალბათ იმიტომ, რომ სერიალის შემქმნელებს თავი არ შეუწუხებიათ რაიმე ახლის მოგონებით და პირდაპირ დიდი აფეთქების თეორია გადმოწერეს, ხუმრობებიც კი.

 

ექიმი ჰაუსი/სამედიცინო გუნდი დრაკონი

აშშ

იაპონია

ამ ორ სერიალს ძნელად უწოდებ იდენტურს, თუმცა ბევრი საერთო თვისების გამო ამ სიაში მოხვდა. რუტარო ასადა თანაშემწე, თუმცა ბრწყინვალე ქირურგი და ექიმ ჰაუსივით უჟმურია. განსხვავება ისაა, რომ ამერიკულ ვერსიაში მეტი იუმორია, იაპონურში კი – რეალისტური და რთული ქირურგიული ოპერაციები.

 

შეუხედავი ბეტი/მე უშნო ბეტი ვარ

აშშ

კოლუმბია

გონიერი, თუმცა ულამაზო მდივანი გოგონას ისტორია, რომელიც საპნის ოპერის კანონებით ვითარდება და მახინჯი ჭუჭული გედად იქცევა, ამერიკაშიც ისევე მოეწონათ, როგორც კოლუმბიაში. აღსანიშნავია, რომ უშნო ბეტის ამერიკული ისტორია ლათინოამერიკული ვერსიის გამოსვლიდან 7 წლის შემდეგ გადაიღეს.

 

ბანქოს სახლი

ბრიტანეთი

აშშ

პოლიტიკურმა დრამამ ამბიციურ კონგრესმენზე მილიონობით ადამიანის გული დაიპყრო. პირველად ეს სერიალი ბრიტანელებმა გადაიღეს ჯერ კიდევ 90-იან წლებში, თუმცა ამერიკულმა ვერსიამ წინამორბედს ყველანაირი მონაცემით გადაუსწრო და უკვე 5 სეზონია გადაღებული, ბრიტანული ბანქოს სახლის 1 სეზონისგან განსხვავებით.

 

მძიმე დანაშაული/მეტასტაზები

აშშ

კოლუმბია

საკულტო ამერიკული სერიალის გამეორება კოლუმბიაშიც სცადეს და უნდა ითქვას, არც ისე წარუმატებლად. “მეტასტაზების” სცენარი სპეციალურად ისე ადაპტირებული, რომ კოლუმბიურ რეალობას ერგებოდეს, ამიტომ ფილმში რამდენიმე დეტალი შეცვლილია, თუმცა ისტორია და ანტურაჟი ფაქტობრივად იგივე დარჩა.

 

ომის ტყვეები/სამშობლო/სამშობლო

ისრაელი

აშშ

რუსეთი

გათავისუფლებული ტყვის ისტორია პირველად ისრაელში გადაიღეს, შემდეგ აშშ-ში და შემდეგ – უკვე განსხვავებული სტილის – რუსეთში. სამივე სერიალი საკუთარ სამშობლოში და საზღვარგარეთ ჰიტი გახდა, თუმცა მათში მოთხრობილი ისტორიები საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

უილფრედი

ავსტრალია

აშშ

ახალგაზრდა წყვილისა და უჩვეულო ძაღლის ცოტა არ იყოს, ახირებულმა ისტორიამ არამხოლოდ ავსტრალიელი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა – ამერიკელებმა “უილფრედის” ამერიკული ვერსია გადაიღეს, ელაია ვუდით მთავარ როლში, რამაც განაპირობა კიდეც სერიალის პოპულარობა.

 

სამზარეულო

დიდი ბრიტანეთი

რუსეთი

კიდევ ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა ადაპტაცია ორიგინალზე პოპულარული აღმოჩნდა. ბრიტანული სატელევიზიო სერიალი შეფმზარეულზე და მის გუნდზე მხოლოდ 1 სეზონი გაგრძელდა, მაშინ როცა რუსული “სამზარეულო” (“Кухня”) 6 სეზონისგან შედგება და გარდა ამისა, მისი სიუჟეტის მიხედვით ორი დამოუკიდებელი ფილმიცაა გადაღებული.

 

ჭორიკანა/პატარა საიდუმლოებები

აშშ

თურქეთი

ელიტარული სკოლის მაღალკლასელები, ჭორაობა, ინტრიგები და სკანდალები – სწორედ ესაა ამერიკული პოპულარული სერიალის, “ჭორიკანას” მოკლე აღწერა. იგივე აღწერილობა შეესაბამება თურქულ “პატარა საიდუმლოებებს”. ეს ორი სერიალი ერთმანეთს ძალიან ჰგავს, საკუთარი, ინდივიდუალური სტილის, ატმოსფეროსა და სიუჟეტური ხაზის მიუხედავად.

 

სექსი დიდ ქალაქში/მარტივი სურვილები

აშშ

ინდოეთი

საკულტო სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში” – ბოლივუდური ვერსია, რასაკვირველია, ბევრად რომანტიკულია, თუმცა ამით სიუჟეტმა მხოლოდ მოიგო და მრავალი აზიელი და არამარტო აზიელი ქალების საყვარელ სერიალად იქცა.

 

შერლოკი/დოქტორი ფროსტი

დიდი ბრიტანეთი

სამხრეთ კორეა

კორეული დოქტორი ფროსტი დეტექტივი არაა, თუმცა ფროსტი შერლოკ ჰოლმსივით შესანიშნავად იცნობს ადამიანთა ფსიქოლოგიას და ნებისმიერის “წაკითხვა” მარტივად შეუძლია, თავად კი ფაქტობრივად არ გამოხატავს ემოციებს. ბრიტანულ შერლოკთან მას კიდევ ის აერთიანებს, რომ დანაშაულის კვალის მიდევნება თითქმის შეუმცდარად გამოსდის.

 

მეგობრები/სიყვარული არ იმალება

აშშ

ირანი

საკულტო და ყველასთვის საყვარელი “მეგობრების” ანალოგი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ… ირანში! ირანული კომედიური სერიალის დეკორაციები და სიუჟეტური ხაზი ამერიკული სერიალის აზიური გადამღერებაა. ერთი ეგაა, რომ ამერიკულ ვერსიაში ჩადრმოხურულ ქალბატონებს ვერ ვიხილავთ 🙂

 

 

Comments

comments