10 ფილმი, რომელიც რეალური სიყვარულის ისტორიას ეფუძნება

არსებობს უამრავი სიყვარულის ისტორია, რომლებსაც წიგნებში ამოკითხვის ან ეკრანზე ნახვის შემდეგ ჩვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოუხდენიათ. რასაკვირველია, ყველა გამოგონილი ისტორია ნაწილობრივ რეალურ ისტორიებს ეფუძნება, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთა ნამდვილი სიყვარული გახდა ფილმის გადაღების საფუძველი და ხანდახან ვერც კი წარმოვიდგენთ, რომ ასეთი მშვენიერი ამბები მართლა მოხდა. ჩვენ 10 მათგანი ამოვარჩიეთ:

1. კოკო შანელამდე

სურათი მოგვითხრობს მოდის კანონმდებლის, ლეგენდარული კოკო შანელის ცხოვრების იმ პერიოდზე, როდესაც იგი ჯერ არ იყო სახელგანთქმული და მის სასიყვარულო ურთიერთობებზე ეტიენ ბალსანთან და არტურ კეიპელთან.

  • IMDb-ის რეიტინგი — 6,7

2. მის პოტერი

ეს საბავშვო მწერლისა და მხატვრის, ნიჭიერი და თავისუფლებისმოყვარე ქალის, ბეატრის პოტერის ისტორიაა. მე-19 საუკუნის ქალებისგან განსხვავებით, სარფიანად გათხოვებას არ ცდილობდა, საკუთარი გზა თვითონვე აირჩია და ნამდვილ სიყვარულსაც თავად მიაგნო.

  • IMDb-ის რეიტინგი — 7

3. ჩემი ერთი კვირა მერლინთან

ფილმი ლეგენდარული მერლინ მონროს ერთი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს. ინგლისში გადაღებებზე ყოფნისას მსახიობს თავდავიწყებით შეუყვარდა რეჟისორის თანაშემწე კოლინ კლარკი (ედი რედმეინი). მერლინთან შეხვედრისა და სასიყვარულო ისტორიის შესახებ კლარკმა მცირე რომანიც გამოუშვა სათაურით “პრინცი, მოცეკვავე და მე”.

  • IMDb-ის რეიტინგი — 7

4. ბეჯირაო მასტანი

ინდოეთის მხედართმთავრის, ბეჯირაო I-ისა და მუსლიმი პრინცესა მასტანის მგრძნობიარე და ბობოქარი სასიყვარულო ისტორია. ბოლივუდური კლასიკის კანონების მიხედვით, ამ ფილმშიც ვიხილავთ ღალატს, უთანხმოებას, ძალაუფლებასა და მიტევებას, ტანჯვას, და, რასაკვირველია, დიდ სიყვარულს.

  • IMDb-ს რეიტინგი — 7,2

5. ჰემინგუეი და გელჰორნი

ფილმი ცნობილ ამერიკელი მწერლისა და მის მესამე ცოლის — ცნობილი საომარი ჟურნალისტის, მართა გელჰორნის სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ნიკოლ კიდმანმა და კლაივ ოუენმა მასში შესრულებული როლებისთვის არაერთი პრესტიჟული პრემია დაიმსახურეს.

  • IMDb-ის რეიტინგი — 6,3

6. ფრიდა

ფილმი გამოჩენილი მექსიკელი მხატვრის, ფრიდა კალოს ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ახალგაზრდობისას ავარიაში მოყოლილ ფრიდას რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა. ერთი წლის განმავლობაში იგი უნდა წოლილიყო. სწორედ მაშინ დაიწყო ხატვა. ხელოვნებამ და პოლიტიკურმა შეხედულებებმა ფრიდა ცნობილ მექსიკელ მხატვარ დიეგო რივერასთან დააკავშირა და მათი წინააღმდეგობრივი სიყვარულის ისტორიაც დაიწყო.

  • IMDb-ის რეიტინგი — 7,4

7. ჯული და ჯულია

გემრიელი ფილმი სიყვარულზე და სამზარეულოზე. მდივანი და ბლოგერი ჯული პაუელი (ემი ადამსი) მთელი წლის განმავლობაში ფრანგული კერძების განთქმული შეფმზარეულის, ჯულია ჩაილდის (მერილ სტრიპი) 524 კერძის მომზადებას ცდილობს. ამ საქმეში მას ქმარი ეხმარება, ისევე როგორც ჯულიას ეხმარებოდა თავისი მეუღლე პაული.

  • IMDb-ის რეიტინგი — 7

8. მემკვიდრეობის უფლება

პოლიციელი ქალი, ლორენ ჰესტერი საიდუმლოდ ხვდება ახალგაზრდა სტეისი ანდრეს. საიდუმლოს ფარდა მხოლოდ მას შემდეგ აეხდება, რაც ქალი გაიგებს, რომ სასიკვდილო დაავადება სჭირს. ამ ფილმში ბრწყინვალე თამაშისთვის ჯულიანა მურმა ოსკარი დაიმსახურა.

  • IMDb-ის რეიტინგი — 6,5

9. თეთრი მასაი

ნამდვილი ამბავი შვეიცარიელი ქალისა და მასაების ტომის მამაკაცის სიყვარულზე — განსხვავებული კულტურები, ცხოვრების რადიკალურად განსხვავებული წესი შეყვარებულებს ხელს ვერ უშლის და ისინი ქორწინდებიან. ევროპელის ცხოვრება უცხო ცივილიზაციასა და ადათ-წესებში მათ სიყვარულს სერიოზულ გამოცდას უმზადებს.

  • IMDb-ის რეიტინგი — 6,5

10. ზღვა შიგნიდან

ფილმი ესპანელი რამონ სამპედროს — პარალიზებული მამაკაცის რეალურ ისტორიას ეფუძნება, რომელიც ღირსეულ სიკვდილს მოითხოვს და ამ უფლებისთვის თითქმის 30 წელია იბრძვის. ადვოკატსაც კი ქირაობს. მისი ადვოკატი ხულია და შემთხვევით გაცნობილი ახალგაზრდა ქალი როზა, ყველაფერს აკეთებენ, რამონი საწინააღმდეგოში რომ დაარწმუნონ — მიუხედავად ყველაფრისა, ცხოვრება ღირს. ეს არის საოცრად გულისამაჩუყებელი, სიყვარულითა და სევდით გაჟღენთილი ფილმი, ბრწყინვალე ხავიერ ბარდემით მთავარ როლში.

  • IMDb-ის რეიტინგი — 8

 

Comments

comments