10 ფილმი, რომელიც სიყვარულის რწმენას დაგაკარგვინებთ

პატარაობაში ჩვენ ხშირად ვფიქრობთ იდეალურ სიყვარულზე – სიყვარული, რომელიც უანგარო და სრულყოფილია, რომელიც ბედნიერების მიზეზი იქნება… მაგრამ როცა ვიზრდებით და გამოცდილებას ვიღებთ, ვხვდებით, რომ სიყვარული სულ სხვა რამ არის: ის არ არის სრულყოფილი და იდეალურისგან ძალიან შორსაა, ის ვერ გადაწყვეტს ჩვენს პრობლემებს და არ იქნება უსასრულო ბედნეირების მიზეზი… წარმოგიდგენთ ფილმების კრებულს, რომელიც არაიდეალურ სიყვარულს ეძღვნება…

 

1. მამაკაცი, რომელსაც ქალები უყვარდა (ფრანსუა ტრიუფო, 1977)


ფრანგული ახალი ტალღის ლეგენდარული წარმომადგენლის ფრანსუა ტრიუფოს ნაკლებად ცნობილი ფილმი “მამაკაცი, რომელსაც ქალები უყვარდა” შუახნის მამაკაცზეა, რომელიც ქალებთან ფლირტის შანსს ხელიდან არ უშვებს. ფილმმა აშშ-ს ეროვნული კინოკრიტიკოსების საბჭოს ჯილდო დაიმსახურა.

 

2. სიყვარული (გასპარ ნოე, 2015)


თამამი ეროტიკული სცენების გამო ამ ფილმის გარშებო ატეხილი აჟიოტაჟი, ალბათ, კარგად გახსოვთ. გასპარ ნოე ცნობილია თავისი გამომწვევი ფილმებით. ის მუდამ ცდილობს გასცდეს იმ ჩარჩოებს, რომლებსაც კინოში ელოდებიან. “სიყვარული”, რომელიც სავსეა არაჩვეულებრივი მომენტებით ურთიერთობის დაბადებას, განვითარებას და ბოლოს გვიჩვენებს.

 

3. ფორს მაჟორი (რუბენ ოსტლუნდი, 2014)


შვედი რეჟისორის რუბენ ოსტლუნდის ფილმი, რომელიც ალპებში დასასვენებლად წასულ ოჯახზე მოგვითხრობს. ფილმში კარგად ჩანს ადამიანის ბუნება: შიში, ეგოიზმი და პასუხისმგებლობა. ფილმი ოქროს გლობუსზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო წადგენილი.

 

4. ნიმფომანი (ლარს ფონ ტრიერი, 2013)


ეს ფილმი ლარს ფონ ტრიერის “დეპრესიული ტრილოგიის” ბოლოს ნაწილია, რომელიც ნიმფომანი ქალის ისტორიას მოგვითხრობს. ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 30-მდე ნომინაცია და 20-მდე ჯილდო დაიმსახურა.

 

5. ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება (მიშელ გონდრი, 2004)


ფილმის სიურეალისტური სახეებით, საუცხოო იდეებით და ფანტასტიკური ოსტატობით მიშელ გონდრიმ შექმნა ეპოქის ფილმი, რომლის გამოსვლის შემდეგაც თითქმის 15 წელი გავიდა, ის კი დღემდე ინარჩუნებს იმ ზღაპრულ მომხიბვლელობას… ფილმმა მიიღო ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.

 

6. მობიუსი (კიმ კი-დუკი, 2013)


კიმ კი-დუკის ფილმები კინემატოგრაფიაში თავისი ინოვაციური ხედვებით გამოირჩევა. ფილმი “მობიუსი” ყველა მაყურებლისთვის ნამდვილად არ არის: ფილმში განიხილება ისეთი თემები, როგორიცაა დედის და ვაჟის ურთიერთობა, გაუპატიურება, დასაჭურისება, მოზარდობა და სექსუალური ლტოლვა.

 

7. ამერიკული სილამაზე (სემ მენდესი, 1999)


“ამერიკული სილამაზე” ბრიტანელი რეჟისორის სემ მენდესის სადაბიუტო ნამუშევარია. კევინ სპეისი გულგატეხილი მამის როლს ასრულებს, რომელიც ამერიკის მოსაწყენ გარეუბანში ცხოვრობს და სიცოცხლის გამოცოცხლებას ქალიშვილის მეგობრებთან ფლირტით ცდილობს. ფილმმა ოსკარზე 7 ნომინაციიდან 5 კატეგორიაში გაიმარჯვა: საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და საუკეთესო ოპერატურისთვის.

8. ველური დღეები (ვონ კარ-ვაი, 1990)


ვონ კარ-ვაი თავის ფილმებში ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა თანამედროვე სიყვარული და მოზარდობა: სექსუალური აღგზნება, უიმედოდ შეპყრობა, უარყოფის ტკივილი და გატეხილი გულის მელანქოლია… ფილმმა 20-მდე ჯილდო მოიპოვა.

 

9. ნადერისა და სიმინის განქორწინება (ასგარ ფარჰადი, 2011)


ასგარ ფარჰადმა ეს ფილმი იმისთვის გამოიყენა, რომ გულახდილად გამოეკვლია ამჟამინდელი ირანის რთული ლანდშაფტი, სადაც პოლიტიკური ვითარება ძალიან ხშირად იჭრება ადამიანების ცხოვრებაში. ირანელი რეჟისორის ნამუშევარმა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის მიიღო.

 

10. ღამე (მიქელანჯელო ანტონიონი, 1961)


იტალიელი რეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი ცნობილია 60-იანი წლების უკიდურესი დრამებით და მისი ფილმების ერთ-ერთი მთავარი თემა სიყვარულია. “ღამე” ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

Comments

comments