10 გამორჩეული ფილმი ჟურნალისტიკაზე

სტივენ სპილბერგის ფილმმა “ვაშინგტონ პოსტი: საიდუმლო მასალები” 2018 წლის ოსკარზე წლის ფილმის ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა, თუმცა კიდევ არსებობს სხვა გამორჩეული ფილმები ჟურნალისტიკაზე, რომელთაგან ასევე ბევრი აღმოჩნდა კინოაკადემიისგან დაუფასებელი.

ჟურნალისტიკით, ჟურნალისტებითა და ჟურნალისტური გამოძიებით რეჟისორები ხშირად ინტერესდებიან და საკმაოდ გამორჩეულ, დასამახსოვრებელ ფილმებს ქმნიან.

პრეზიდენტის მთელი გარემოცვა (1976)

ალან ჯ. პაკულას ამერიკული კლასიკა “უოტერგეიტის საქმეზე” მოგვითხრობს, რომელსაც The Washington Post-ის ჟურნალისტები ბობ ვუდვარდი და კარლ ბერნასტაინი ხელმძღვანელობდნენ. ფილმი მათი სკანდალური პუბლიკაციიდან 3 წლის შემდეგ გამოვიდა. ამ ორი ჯურნალისტის როლები დასტინ ჰოფმანმა და რობერტ რედფორდმა შეასრულეს. ფილმმა ოსკარის 8 ნომინაციიდან ოთხში გაიმარჯვა.

ყურადღების ცენტრში (2015)

ფილმი, რომელიც 2002 წელს მომხდარ რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, მოგვითხრობს იმ ადამიანებზე, რომლებმაც უმოქმედო სახელმწიფოს ნაცვლად პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს. The Boston Globe-ის ჟურნალისტები სერიულ გაუპატიურებებს იძიებენ, რომლებსაც მამაო ახორციელებდა ბავშვებზე. ტომ მაკარტის ფილმმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და საუკეთესო სურათისთვის მიიღო.

სტრინგერი (2014)

ღამით, ლოს-ანჯელესი სავსეა სტრინგერებით. ფრილანსერი ოპერატორები რამდენიმე არხისთვის ერთდროულად მუშაობენ, მათ შემთხვევის ადგილზე გადაღებული კადრებისთვის უხდიან. ყველაფერი, რაც სტრინგერს სჭირდება – კამერა, ნავიგატორი და სულის უქონლობაა. აქ მხოლოდ ერთი წესია: მიხვიდე უბედური შემთხვევის ადგილზე ყველაზე ადრე, გადაიღო ის ყველა მხრიდან და მხოლოდ ამის შემდეგ დარეკო დახმარების სათხოვნელად. ჯეიკ ჯილენჰოლის გმირი, პრინციპში, ტიპიური მანიაკია, რომლის ნაკლიც იდეალურად უხდება დამახინჯებული კრიმინალური ჟურნალისტიკის სისტემას. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის იყო ნომინირებული.

ძილი ნებისა და იღბალს გისურვებ (2005)

1954 წელი. CBS-ის არხის სახე ედვარდ მაროუ, რომელსაც დევიდ სტრატეინი ასრულებს, ამერიკის სიმბოლოა. ჯორჯ კლუნის შავ-თეთრი ფილმი უფრო რეტრო ფილმს ან კლიპს მოგაგონებთ, რომელშიც სიმპათიური მამაკაცები გადავარცხნილი თმებით, ბევრს ეწევიან. ფილმი ძირითადად დიალოგებისგან შედგება, რომლებსაც თუ ყურადღებით არ მოუსმენთ, შეიძლება ვერც ვერაფერი გაიგოთ. ამის მიუხედავად 7 მლნ. ბიუჯეტის ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 50 მლნ. დოლარის შეგროვება და ოსკარზე 6 ნომინაციის მოპოვება მოახერხა.

ვისკი ტანგო ფოქსტროტი (2016)

ტინა ფეის პერსონაჟი, 40 წლის ამერიკელი რეპორტიორი კიმ ბეიკერი მივლინებით ავღანეთში მიემგზავრება. ეგზოტიკურ ქვეყანაში საინტერესო ადამიანებთან ერთად მუშაობა, ნიუ-იორკის რეპორტაჟებზე უფრო საინტერესო აღმოჩნდა. ფილმი სამხედრო რეპორტიორის მძიმე გამოცდილებაზრა, რომელიც იმაზე მოგვითხრობს, თუ როგორი რთულია იყო ცხელი წერტილების ჟურნალისტი და რომ აქ მთავარი სირთულე მხოლოდ ტყვიები არ არის. ფილმში ასევე მონაწილეობენ მარგო რობი, მარტინ ფრიმანი და ბილი ბობ ტორნტონი.

შეშლილი ქალაქი (1997)

ეს არის კოსტა–გავრასის სოციალური დრამა ადამიანურ არასრულყოფილებაზე, რომელიც განსაკუთრებულად კარგად მაშინ ჩანს, როდესაც მოქმედება პატარა ქალაქში ხდება. შეგრძნებებით და შინაგანი დაძაბულობით, ფილმი “დოგვილს” გაგახსენებთ. ფილმი ბრწყინვალე ჟურნალისტზე მაქს ბრეკეტზე (დასტინ ჰოფმანი) და უიღბლო სემ ბეილიზე მოგვითხრობს, რომელიც სამართლიანობის აღდგენას იარაღით ხელში გადაწყვეტს. სემ ბეილის როლს ფილმში ჯონ ტრავოლტა ასრულებს.

ქსელი (1976)

სატელევიზიო ქსელი უსირცხვილოდ იყენებს ყოფილი ტელე-წამყვანის ფსიქიკური აშლილობის დროს ნაბოდვარსა და გულახდილობას მედიის შესახებ. ფილმმა ოსკარზე 4 კატეგორიაში გაიმარჯვა, რომელთაგან 3 ქანდაკება სამსახიობო შესრულებისთვის მოიპოვა: ფეი დანაუეი ბრწყინვალედ გაუმკლავდა ტელეარხის მკაცრი რედაქტორის როლს, მისი ლამაზი და სუსტი სხეული სავსეა ბოროტებით და რაღაც მომენტში ხვდებით, რომ მისი არაადამიანურობით ტკბებით. პიტერ ფინჩმაც არაჩვეულებრივად შეასრულა გაგიჟებული წამყვანის როლი, რომელიც ვერ ხვდება რას აკეთებს და აღარც გაჩერება შეუძლია. რაც შეეხება მესამე ოსკარს, აქ განსაკუთრებულ პრეცენდენტთან გვაქვს საქმე: ბეატრის სტრეიტმა ოქროს ქანდაკება საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში მიიღო, რომელიც ზუსტად 5 წუთს და 2 წამს გრძელდებოდა.

მისი გოგონა პარასკევია (1940)

ხოვარდ ხოუკსის კომედიის ცენტრში სასიყვარულო სამკუთხედია, რომელიც ყოფილი მეუღლეებისგან, გაზეთ Morning Post-ის მომხიბლავი რედაქტორისგან (ქერი გრანტი), მისი არაჩვეულებრივი რეპორტიორისგან (როზალინდ რასელი) და მესამე ზედმეტისგან, მოსაწყენი, მაგრამ საიმედო სადაზღვევო აგენტისგან (რალფ ბელამი) შედგება. ჩარლზ მაკარტურის და ბენ ჰეკტის პიესის ეკრანიზაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღმოჩნდა ხმოვანი კინოს სამყაროში: თუ მსახიობებს აქამდე მორიგეობით საუბარი უწევდათ, ისე, რომ ერთმანეთისთვსი ხელი არ შეეშალათ, ამ ფილმში გმირები შეუჩერებლად საუბრობენ.

ზოდიაქო (2007)

ორი პერსონაჟი, რომლებსაც უკან რეალური პროტოტიპები უდგათ. დევიდ ფინჩერის დეტექტიურ თრილერში ჯეიკ ჯილენჰოლი და რობერტ დაუნი ჯუნიორი გაზეთ San Francisco Chronicle-ის თანამშრომლების როლებს ასრულებენ, რომლებიც დამოუკიდებელ გამოძიებას ხელმძღვანელობენ მკვლელობებზე, რომლებსაც სერიული მკვლელი ახორციელებს. მას ყველა ზედმეტი სახელით “ზოდიაქო” იცნობდა.

ტელეამბები (1987)

ტომ გრანიკი – სატელევიზიო ამბების წამყვანია, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ინტელექტი, სამაგიეროდ დიდი ენერგიის პატრონია. მისი მოწინააღმდეგე – სამუშაოზეც და სიყვარულშიც – გამოცდილი პატივმოყვარე რეპორტიორი აარონ ალტმანია. ჯეიმს ლ. ბრუკსის “ტელეამბები” პროფესიული და ადამიანური ურთიერთობების სპეციფიკაზე მოგვითხრობს ამერიკულ ტელევიზიაში. ფილმი ოსკარზე 7 კატეგორიაში იყო ნომინირებული.

Comments

comments