13 ფილმი, რომელთა დასასრულსაც ვერ გამოიცნობთ

არსებობს მრავალი მშვენიერი ფილმი, რომელთა სიუჟეტური ხაზი იმდენად უცნაურად და მოულოდნელად ვითარდება, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რით შეიძლება დამთავრეს. ისინი ხშირად მოქმედების განვითარების ლოგიკას და კანონზომიერებასაც არღვევენ, ჩვენს წარმოსახვას ატყვევებენ და ამის გამო დაუვიწყარ შთაბეჭდილებას გვიტოვებენ. ქვემოთ წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთაც ვერ მოწყდებით, სანამ ბოლო წუთამდე არ უყურებთ.

1. 12 მაიმუნი

ამ ფილმს მოულოდნელობებით აღსავსე ალტერნატიულ რეალობაში გადავყავართ, იქ, სადაც დროში მოგზაურობის საიდუმლოებები იხსნება, სადაც ნორმალურ ადამიანებს შეშლილებად მიიჩნევენ და რომელიც გვაჯერებს, რომ ყველაფერი ერთი დიდი შეთქმულების ნაწილია. ძნელია ეს ფილმი რომელიმე სხვა ჰოლივუდურ ბლოკბასტერს შეადარო.

2. 11:14

ფილმის შემქმნელებს სულისშემძვრელი თრილერის გადაღება სურდათ და გამოუვიდათ კიდეც: აქ ზედმეტ მელოდრამას ვერსად იხილავთ, მხოლოდ სერიოზულ ფილმს, სამსახიობო ოსტატობას და მოულოდნელობას. რამდენიმე სიუჟეტური ხაზი ქრონოლოგიურად უკან ვითარდება და მოვლენების უკუსვლა ფილმს უნიკალურად აქცევს.

3. პეპლის ეფექტი

“პეპლის ფრთის აქნევამაც კი შეიძლება მსოფლიოს მეორე მხარეს ცუნამი გამოიწვიოს”. მცირებიუჯეტიანმა ფილმმა, თითქმის უცნობი მსახიობებით, ძლიერი სცენარითა და რეჟისორით, მართლაც პეპლის ეფექტი მოახდინა მაყურებელზე. დამაინტრიგებელი სიუჟეტი ადამიანთა სევდაზე და იმედგაცრუებაზე გვიყვება, თუმცა მასში პოზიტიურ მესიჯსაც ვიპოვით.

4. იდენტიფიკაცია

კიდევ ერთი ფანტასტიკური თრილერი-მისტიკა. ფილმის დასაწყისიდან ბოლო წუთამდე უამრავი ჰიპოთეზა გაჩნდება და მომდევნო სცენა ახალ და ახალ თეორიებს წარმოშობს. დაძაბულობა ფილმს ფონად გასდევს და ამ ყველაფერს ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლიც ემატება.

5. საწყისი კოდი

ფილმის დაწყებისთანავე აღმოაჩენთ, რომ მისი უნიკალური ფილოსოფიური არსი თქვენს გონებას იპყრობს. ფილმის მთავარი იდეაა, არ იცრუო ალტერნატიულ რეალობაში ან არ გაიმეორო წარსული.

6. ყუთი

ამ ფილმში დასმულ ფილოსოფიური კითხვების პასუხს შეიძლება მთელი ცხოვრებაც არ ეყოს. ეს არის ამბავი იდუმალებით მოცულ შეკვრაზე ღილაკით და მის უცნობ მფლობელზე, რომელიც შეიძლება უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელიც იყოს, ან თუნდაც ღმერთი. ჩვენც ყუთებში ვცხოვრობთ და ვშრომობთ, მათში ვიმარხებით, მაგრამ ვინაა მზად, ღილაკს დააწვეს?

7. ოლდბოი

ოლდბოი სამხრეთკორეული თანამედროვე ფილმების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. რეჟისორ ჩან-ვუკ პარკი ცხოვრებას, როგორც ჭადრაკის თამაშს გვიჩვენებს — რომელშიც წაგებას მუდამ ერთი სვლა გაშორებს, ამიტომ ყოველი მომდევნო ნაბიჯი სიფრთხილით უნდა გავთვალოთ.

8. შავი გედი

სრულყოფილი ფსიქოლოგიური დრამა მსახიობების შეუდარებელი თამაშით, დაუჯერებელი ატმოსფერო და ბრწყინვალე საუნდტრეკი — ეს ყველაფერი ამ ფილმშია თავმოყრილი. სიუჟეტს ბოლომდე გასდევს შეკითხვა: “რა უფრო მნიშვნელოვანია — ფსიქიკური მდგრადობა თუ წარმოსახვის სრულყოფილება?”

9. სოფელი

ამ ფილმის თითოეული სცენა სილამაზისა და ფერებისადმი მიძღვნილი ჰიმნია. რომანტიკა აქ მხოლოდ რომანტიკა კი არაა, არამედ ღრმად და გენიალურად დანახული ისტორიები. გარდა ამისა, ეს ამბავია შიშებზე, მანიპულაციაზე, ესკაპიზმზე და ოცნება მშვენიერი სამყაროს შექმნაზე.

10. მოჩვენება

ეს ფილმი ლაბირინთს მოგაგონებთ — უზარმაზარ და ჩახლართულ თავსატეხს მთავარი პერსონაჟის გარშემო. რეჟისორი რომან პოლანსკი პოლიტიკაზეც აკეთებს მინიშნებებს, რითაც ფილმის ქვეტექსტები კიდევ უფრო იხლართება.

11. ილუზიონისტი

ეს იმ კატეგორიის ფილმია, ბევრჯერ ცქერა რომ მოგინდებათ. შეუძლებელია არ მოიხიბლოთ ფილმის იდეის მარტივი გენიალურობით: მთავარი გმირის მიზნით — იცრუოს სიყვარულისთვის. მსგავსი მოულოდნელი დასასრული კი კინოისტორიაში იშვიათად მოიძებნებოდეს.

12. ახლა მხედავ

შთამბეჭდავი, დინამიური და დამაინტრიგებელი ფილმი მსოფლიოს უდიდესი ილუზიონისტებისა და FBI-ის სპეცაგენტების კატა-თაგვობანაზე მოგვითხრობს. თავზეხელაღებულმა ილუზიონისტებმა პირდაპირ შოუს დროს გაძარცვეს ამერიკის ყველაზე კარგად დაცული ბანკი. აღსანიშნავია მუსიკაც, რომელიც ფილმს ერთიორად დაძაბულს ხდის.

13. გაუჩინარებული ქალი

დევიდ ფინჩერის 2014 წლის ბრწყინვალე დრამა. შეიძლება ითქვას, ეს მისტიკური თრილერი ამ დიდი რეჟისორის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია. ბოლო წუთამდე მაყურებელს ფაქტობრივად წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა ხდება და დაძაბული ადევნებს თვალს გაუჩინარებული ქალის ამბავს. დრამა რეალისტურად გვიჩვენებს, როგორ შეიძლება ჩვენი უახლოესი ადამიანი სრულიად უცნობი აღმოჩნდეს და როგორ გავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრი ჩვენს პირად ცხოვრებაზე.

Comments

comments