15 ფილმი, რომელიც 2018 წელს აუცილებლად უნდა ვნახოთ

2018 წელი კინომოყვარულებისათვის საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს. ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას იმ ფილმების ჩამონათვალი გვაძლევს, რომელთა ნაწილის გადაღებაც უკვე დასრულებულია, ნაწილი კი კვლავ სამუშაო პროცესშია.

წარმოგიდგენთ 15 ფილმს, რომელიც 2018 წელს მაყურებელმა აუცილებლად უნდა ნახოს:

1. წყლის ფორმა

გილერმო დელ ტოროს ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო კვლევის შესახებ 1950-იანი წლებიდან, რომლის დროსაც მარტოსული თანამშრომელი ექსპერიმენტის შედეგად გამოყვანილ ამფიბიის მსგავს არსებასთან უცნაურ ურთიერთობას იწყებს.

2. სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე, მისური

მას შემდეგ, რაც მის ქალიშვილს მოკლავენ, პოლიცია კი დამნაშავის დაჭერას ვერ ახერხებს, საქმეში თავად მილდრედი (ფრენსის მაკდორმანდი) ერთვება. ფილმი 2018 წლის ოქროს გლობუსის გამარჯვებული გახდა.

3. მე, ტონია

ყინულზე მოციგურავე ტონია ჰარდინგის ისტორია, რომელსაც შესანიშნავად განასახიერებს მარგო რობი. ის ერთ-ერთი საუკეთესოა ამერიკის მოციგურავეთა შორის გამართულ ჩემპიონატებზე, მაგრამ მისი მომავალი წარმატება ეჭვქვეშ დგება მას შემდეგ, რაც ტონიას ყოფილი ქმარი გამოჩნდება.

4. ეშმაკის ბორბალი

ვუდი ალენის ახალი ფილმი, ქეით უინსლეტთან და ჯასტინ ტიმბერლეიკთან ერთად, ასევე 1950-იან წლებში გვამოგზაურებს. სიუჟეტი მოგვითხრობს ატრაქციონის ოპერატორზე, მის ცოლსა და სტუმარზე, რომელიც მათ ცხოვრებას თავდაყირა აყენებს.

5. The Post

სტივენ სპილბერგის კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი მაყურებელს მედიისა და მთავრობის უპრეცენდენტო ბრძოლის ეპიცენტრში ამყოფებს. ფილმს დაძაბულ სიუჟეტთან ერთად ხიბლს განუმეორებელი მსახიობები – მერილ სტრიპი და ტომ ჰენკსი მატებენ.

6. განადგურება

ნატალი პორტმანი განასახიერებს ბიოლოგს, რომელიც საიდუმლო და საკმაოდ საშიშ ექსპედიციაში მონაწილეობას თანხმდება. მაყურებელი მასთან ერთად იმოგზაურებს სამყაროში, სადაც ბუნების კანონებიც კი არ მოქმედებს.

7. Lady Bird

ფილმის მოქმედება 2002 წელს ვითარდება და მოგვითხრობს 17 წლის არტისტულ გოგონაზე, რომელიც საცხოვრებლად ჩრდილოეთ კალიფორნიაში გადადის, თუმცა ეს მისი სურვილი სულაც არ არის. ფილმში საუკეთესოდ შესრულებული ქალის როლისთვის, მსახიობმა სირშა რონანმა ოქროს გლობუსი მიიღო.

8. წითელი ბეღურა

ჯენიფერ ლოურენსი განასახიერებს რუს ბალერინას, დომინიკა ეგოროვას, რომელიც საიდუმლო სამსახურის თანამშრომელია და იძულებულია საკუთარი სხეული ერთგვარ იარაღად გამოიყენოს. სიუჟეტი მოგვითხრობს მისი პირველი დავალების შესახებ, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინააღმდეგაა მიმართული და ერთ-ერთი აგენტის ლიკვიდაციას ისახავს მიზნად.

9. დედპული 2

ანტისუპერგმირის კოსტუმში გამოწყობილი რაიან რეინოლდსი დიდ ეკრანს უბრუნდება. ის ცდილობს შეეჩვიოს თავის ახალ ცხოვრებას და ინარჩუნებს განსაკუთრებული იუმორის გრძნობას, რომლითაც, დარწმუნებულები ვართ, მაყურებელს კვლავ გაახალისებს.

10. სოლო. ვარსკვლავური ომები: ისტორიები

ვარსკვლავური ომების თაყვანისმცემლებს საინტერესო წელი ელით – ამჯერად ისინი ჰან სოლოს თავგადასავლებს მიჰყვებიან ბნელ მიწისქვეშეთში, სადაც ის ჩუბაკასა და ლანდო კალრისიანს ხვდება.

11. ოუშენის 8 მეგობარი

სანდრა ბულოკი, ქეით ბლანშეტი, ენ ჰეთევეი, სარა პაულსონი და ჰოლივუდის სხვა გამორჩეული ქალი მსახიობები დები ოუშენის გარშემო იკრიბებიან, რათა ნიუ-იორკის ყოველწლიურ მეტ გალაზე საუკუნის ძარცვა განახორციელონ.

12. მარია, შოტლანდიის დედოფალი

მიუხედავად იმისა, რომ მარია სტიუარტის შესახებ უკვე არაერთი ფილმი გადაიღეს, მისი პერსონაჟი მაინც საინტერესო და ამოუწურავია. ამჯერად სიუჟეტი მისი და ელიზაბეტ პირველის დაპირისპირების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებს სირშა რონანი და მარგო რობი ასრულებენ.

13. ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულები

ფილმი, რომელსაც ჰარი პოტერისა და როულინგის სამყაროს თაყვანისმცემლები მოუთმენლად ელიან დიდ ეკრანებზე 2018 წლის ნოემბერში გამოვა. სიუჟეტი ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინის შემდეგ განვითარებულ ისტორიას მოგვითხრობს, მისი სამსახიობო ანსამბლი კი ისეთი ვარსკვლავებითაა დაკომპლექტებული, როგორებიც ჯონი დეპი და ჯუდ ლოუ არიან.

14. პირველი კაცი

გასული წლის მთავარი ფილმის, ლა ლა ლენდის რეჟისორი ამჯერად კოსმოსში გადაინაცვლებს და მოგვითხრობს ნილ არმსტრონგის შესახებ – კაცი, რომელიც მთვარეზე პირველი გაფრინდა. არმსტრონგის როლს რაიან გოსლინგი ასრულებს, მის მეუღლეს კი კლერ ფოი განასახიერებს.

15. გოგონა ობობის ქსელში

დროა, მაყურებელმა ახალი ლიზბეთ სალანდერი გაიცნოს. წელს კლერ ფოი არა მხოლოდ ნილ არმსტრონგის ცოლის, არამედ ჰაკერი გოგონას როლშიც მოგვევლინება, დენიელ კრეიგს კი სვერირ გუდნასონი ჩაანაცვლებს.

Comments

comments