15 ფილმი, რომელსაც პირველ პაემანზე არ უნდა უყუროთ

წარმოიდგინეთ, რომ ეს თქვენი პირველი საღამოა იმ ადამიანთან ერთად, ვისთან ურთიერთობასაც სწორედ ახლა იწყებთ. თუ ასეთ შემთხვევაში თქვენ გადაწყვეტთ, რომ პირველი პაემანი კინოთეატრში, ან სახლში გემრიელად მოკალათებულებმა ფილმის ყურებაში გაატაროთ, ჩვენ გადავწყვიტეთ წარმოგიდგინოთ იმ ფილმების ჩამონათვალი, რომელზედაც არჩევანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეარჩიოთ, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ ვერ დაიმსახურებთ კოცნას დამშვიდობებისას, ან თუნდაც მეორე პაემანზე, ანდაც, საერთოდ მეორე პაემანს…

15. ფართოდ დახუჭული თვალები (1999)


სტენლი კუბრიკის ეროტიკული თრილერი ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის მონაწილეობით ექიმ ბილ ჰარტფორდის ისტორიაზეა, რომელსაც მის მეუღლესთან ცოლ-ქმრულ ერთგულებასთან დაკავშირებით კამათი მოუვა და მალე ის სიურეალისტურ, ვნებებითა და სექსუალური ლტოლვით აღსავსე სამყაროში აღმოჩნდება. ფილმი ოქროს გლობუსზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის იყო წარდგენილი.

14. უკანასკნელი ტანგო პარიზში (1972)


ამ ეროტიკულმა დრამამ გაყიდვაში გამოსვლისთანავე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია: საფრანგეთში პოზიტიური, სხვა ქვეყნებში კი, მაგალითად, ამერიკაში, ნეგატიური შეფასებები დაიმსახურა. იტალიელი რეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი ახალგაზრდა პარიზელ ქალბატონზე და შუახნის ამერიკელ მამაკაცზეა, რომლის ცხოვრების აზრიც ძირითადად მხოლოდ სექსზეა დაფუძნებული. ფილმი ოსკარის ორ კატეგორიაში იყო ნომინირებული: საუკეთესო რეჟისორისთვის და საუკეთესო მსახიობი კაცისთვის. ფილმმა ასევე მოიპოვა ორი ნომინაცია ოქროს გლობუსზე: საუკეთესო დრამისთვის და საუკეთესო რეჟისორისთვის.

13. ლურჯი ხავერდი (1986)


რთული, სექსუალური და იდუმალი – “ლურჯი ხავერდი” სიურეალიზმის მეფის დევიდ ლინჩის ფსიქოლოგიური ფილმია, რომელშიც ასახულია ორი სამყაროს ურთიერთშეუთავსებლობა. ფილმი ოსკარზე საუკეთესო რეჟისორისთვის იყო წარდგენილი. ლინჩის ნამუშევარმა ასევე დაიმსახურა ორი ნომინაცია ოქროს გლობუსზე: საუკეთესო სცენარისთვის და საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.
P.S. პირველ პაემანზე დევიდ ლინჩის ნებისმიერ ფილმს აარიდეთ თავი, თუ მანამდე არ გაქვთ ის ნანახი და გააზრებული.

12. სირცხვილი (2011)


მიუხედავად იმისა, რომ ამ ფილმში ისეთი მსახიობები მონაწილეობენ, როგორებიც ქერი მალიგენი და მაიკლ ფასბენდერი არიან, და რომელზეც ფილმის “12 წელი მონობაში” რეჟისორი მუშაობდა, პირველი პაემნისთვის ეს ცუდი არჩევანია. ფილმის მთავარი გმირი ეროტომანიით იტანჯება და არ შეუძლია თავისი სექსუალური ცხოვრების გაკონტროლება. ფასბენდერი ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი კატეგორიაში “საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში”.

11. სიახლოვე (2004)


მაიკ ნიკოლსის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი არაჩვეულებრივი სამსახიობო გუნდით. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე… ფილმმა ოსკარზე ორი ნომინაცია მოიპოვა: საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში (ქლაივ ოუენი) და საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში (ნატალი პორტმანი). ოქროს გლობუსზე კი მსახიობებმა ამავე ნომინაციებში გაიმარჯვეს. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ნამდვილად ძალიან კარგია, მისი ნახვა პირველ პაემანზე მაინც არ არის სასურველი, რადგან მისი მთავარი სათქმელი ისაა, რომ საბოლოოდ, საყვარელ ადამიანს ყველა ღალატობს…

10. ცვლილებების გზა (2006)


რიჩარდ იეიტსის ნოველის მიხედვით გადაღებული ფილმი კიდევ ერთი მაგალითია, თუ რას არ უნდა უყუროთ პირველივე საღამოს: უყუროთ წყვილის პირად პრობლემებს იმ ადამიანთან ერთად, რომელთანაც ურითერთობას იწყებთ, ნამდვილად ცუდი გადაწყვეტილებაა. სემ მენდესის ფილმი ოსკარზე სამ კატეგორიაში იყო წარდგენილი: საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში, საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

9. ვის ეშინია ვირჯინია ვულფის? (1966)


კიდევ ერთი ფილმი, რომლითაც არ ღირს ურთიერთობის დაწყება. ფეთხუმი, ვულგარული მარტა და მისი მეუღლე, რომელსაც თავისივე ემოციები ტანჯავს. მაიკ ნიკოლსის ფილმმა ოსკარზე 13 ნომინაცია დაიმსახურა, რომლიდანაც ხუთში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში, საუკეთესო ოპერატურისთვის, საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

8. სერბული ფილმი (2010)


მიუხედავად იმისა, რომ ფილმი დახვეწილი და ლამაზად გადაღებულია, ის აუცილებლად დაგირღვევთ სიშვიდეს და თქვენში ზიზღს გამოიწვევს. ფილმი ყოფილ პორნოვარსკვლავზეა, რომელმაც შექმნა ოჯახი და ჰყავს ქალიშვილი. გოგონა ოჯახის ფინანსური უზრუნველყოფისთვის “მხატვრულ ფილმში” მონაწილეობაზე თანხმდება, თუმცა არ იცის, რომ ფილმის რეჟისორი მკვლელია და გადაღებები სისხლიან შოუდ იქცევა…

7. საბედისწერო ლტოლვა (1987)


რატომ არ უნდა უყუროთ ამ ფილმს პირველ პაემანზე სათაურშივე ჩანს. თუ არ გინდათ, რომ თქვენი პირველი შეხვედრაც საბედისწერო აღმოჩნდეს, ეს ფილმი სხვა დროისთვის გადადეთ. ედრიან ლაინის ფილმი ოსკარზე 6 კატეგორიაში იყო წარდგენილი, მათ შორის საუკეთესო სურათისთვის, მაგრამ ვერც ერთი ოქროს ქანდაკების მოპოვება ვერ შეძლო.

6. სალო, ანუ სოდომის 120 დღე (1975)


იტალიელი რეჟისორის პიერ პაოლო პაზოლინის ნამუშევარი, რომელიც კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკამათო ფილმად არის აღიარებული. 4 გარყვნილი ფაშისტი ცხრა თინეიჯერ გოგოსა და ბიჭს დაატყვევებს 120 დღიან სადისტურ ფიზიკურ, მენტალურ და სექსუალურ ტყვეობაში. არ გვგონია, რომ ეს ფილმი სწორედ ისაა, რომელსაც პირველ პაემანზე რჩეულთან ერთად უნდა უყუროთ.

5. შიგნით (2007)


წარმოიდგინეთ, რომ ორსულად ხართ და სახლში ხართ, როდესაც უცხო პიროვნება ჩნდება თქვენს ბინაში და თქვენი მუცლად მყოფი ბავშვის მოტაცება სურს. ბიჭები ხშირად ირჩევენ პირველ პაემანზე ასეთ საშინელებათა ფილმებს, რომ გოგონები შიშისგან მათ მკლავებში მოექცნენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის… ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა, განსაკუთრებით საშინელებათა ფილმების კრიტიკოსებისგან, რომლებმაც ნამუშევარი ათწლეულის თამამ, სასტიკ და შეუბრალებელ ფილმად აღიარეს. ასეთი ფილმები კი პირველ პაემანზე ნამდვილად არ არის რეკომენდირებული.

4. ოლდბოი (2003)


შეთქმულება, ძალადობა, ინცესტი – ეს კორეული თრილერის სამი ძირითადი კომპონენტია. ჩან–ვუკ პაკის ფილმი მოგვითხორბს კაცზე, რომელიც 15 წელი ჩაკეტილი იყო სასტუმროს ოთახში და წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ იყო მისი მტერი ან რა ამოძრავებდა მას. ოთახიდან გაღწევის შემდეგ კი ის შეთქმულების, ტყუილის და ძალადობის ბადეში ეხვევა. ფილმმა ათობით ნომინაცია და ჯილდო დაიმსახურა.

3. მწარე მთვარე (1992)


შეყვარებულები, რომლებსაც არ აინტერესებდათ რომანტიკულობა და ამაღლებული სიყვარული ერთმანეთი თვითგანადგურებამდე მიიყვანეს. რომან პოლანსკის ფილმი ეხება აბორტს, სადომაზოხიზმს, მონობას, ვუაიერიზმს და სიყვარულის/სიძულვილის სხვა უხერხულ თემებს. ფილმში ასევე არის სექსი, ღალატი, მკვლელობა და სწორად ამ ბნელი მხარეების გათვალისწინებით გირჩევთ, რომ არ უყუროთ ამ ფილმს პირველივე საღამოს.

2. გაუჩინარებული ქალი (2014)


დევიდ ფინჩერის ფილმი, რომლის მთავარი გმირი ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული. ამ ფილმში არის რამდენიმე სცენა, რომლის გამოც მეორე პაემანს, დიდი ალბათობით, აღარ დაგინიშნავენ. ფილმი წარმატებული აღმოჩნდა და კრიტიკოსების მოწონებაც დაიმსახურა. ფინჩერის ნამუშევარმა ოსკარის ერთ და ოქროს გლობუსის ოთხ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

1. ანტიქრისტე (2009)


დანიელი რეჟისორის ლარს ფონ ტრიერის ფილმი, რომლის სცენარისტიც თავადაა – “ანტიქრისტე” ისევე, როგორც მისი სხვა ფილმები, პირველი საღამოსთვის ცუდი არჩევანია. ექსპერიმენტული საშინელებათა ფილმი ადამიანებზე, რომლებიც ბავშვის დაღუპვის შემდეგ გაგიჟების ზღვარზე არიან. ეს ფსიქო-სექსუალური მოგზაურობა პროლოგად, 4 თავად და ეპილოგადაა დაყოფილი. პროლოგში ბავშვი ფანჯრიდან გადმოვარდნისას იღუპება, პირველი რასაც ხედავთ ბავშვის სიკვდილია, რაც არც ისე რომანტიკულია…

Comments

comments