20 ფილმი, რომელსაც ვალენტინობაზე საყვარელ ადამიანთან ერთად უნდა უყუროთ

შეიძლება ისიც ითქვას, რომ ერთ-ერთი რომანტიული რამ, რაც საყვარელ ადამიანთან ერთად შეგიძლიათ გააკეთოთ, ფილმის ყურებაა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს საშინელებათა ჟანრის ყურებაც კი სასიამოვნოა, მაგრამ ვალენტინობაზე ჩვეულებრივ დღეებთან შედარებით, გული მაინც რომანტიკისკენ მიგვიწევს. ამიტომ, წარმოგიდგენთ ფილმებს, რომლებიც იდეალურად შეავსებს თქვენს სათოთხმეტო თებერვლის საღამოს

 

გაბედე და შემიყვარე (2003)

ბავშვობის მეგობრები, რომლებიც ზრდასრულობაშიც განაგრძობენ ბავშვობის თამაშს. მათ გრძნობებზე ვერც სხვა ადამიანებზე დაქორწინებამ და ვერც ათი წლის განშორებამ ვერ იმოქმედა. ფრანგულ ფილმში მთავარ როლებს მარიონ კოტიარი და გიომ კანე ასრულებენ.

უბის წიგნაკი (2004)

ნიკოლას სპარქსის რომანის ეკრანიზაცია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი უყვარდეთ ერთმანეთი ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად.

მოჩვენება (1990)

მელოდრამა, რომელშიც პატრიკ სვეიზის გმირი ექსტრასენსის (ვუპი გოლდბერგი) დახმარებით ცდილობს საყავრელი ქალი, რომლის როლსაც დემი მური ასრულებს, საფრთხის შესახებ გააფრთხილოს. ფილმმა ოსკარზე ხუთი ნომინაციიდან ორ კატეგორიაში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.

საუზმე ტიფანისთან (1961)

ოდრი ჰეპბერნის ელეგანტური ქალის შეუდარებელი როლი, რომელსაც თავისუფლება და მდიდარი ქმარი სურს და მეზობელ მწერალს არ აქცევს ყურადღებას. ბლეიკ ედვარდსის ფილმმა ოსკარზე ხუთი ნომინაციიდან ორ კატეგორიაში გაიამრჯვა: საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.

შუაღამე პარიზში (2011)

ვუდი ალენის რომანტიკული უტოპია მწერალზე, რომელიც კრიზისის დროს პარიზში მიემგზავრება, მოგზაურობს დროში და 20-იანების კულტურულ ბოჰემას უმეგობრდება. შეძლებს თუ არა მის გაბედნიერებას საყავრელი სარსულიდან, ან ცოლი აწმყოდან? ვუდი ალენმა ამ ფილმისთვის ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის მიიღო.

მსუბუქი ყოფაქცევა (2008)

ინგლისურ ოჯახში სიმშვიდე ახალი წევრის ჩასვლისას დაირღვა – ამერიკიდან თავნება, რომელსაც დედამთილი მოსვენებას არ აძლევს. ჯესიკა ბილი უარს ამბობს ჩოგბურთის თამაშზე, შემთხვევით ხოცავს შიანურ ცხოველებს და თავს მსახურებსაც კი აყვარებს.

ლამაზმანი (1990)

აღიარეთ, რომ თქვენს გონებაში ახლა სიმღერამ “Pretty Woman” გაიჟღერა. ამ კალსიკური მელოდრამის ყურება უსასრულოდ შეიძლება თუნდაც ჯულია რობერტსის სილამაზის და რიჩარდ გირის ჭაღარის ხათრით. რობერტსი ამ როლისთვის ოსკარზე საუკეთესო მსახიობი ქალისთვის იყო ნომინირებული.

სახლი ტბის პირას (2006)

სანდრა ბულოკი და კიანუ რივზი მეტაფიზიკურ ისტორიას წარმოგვიდგენენ ორი ადამიანის მიმოწერაზე, რომლებიც ერთ სახლში ცხოვრობენ, მაგრამ სხვადასხვა დროს. მათ უნდა სცადონ ამ მისტიკური უჩვეულო ურთიერთობის ამოხსნა, სანამ გვიანი არ იქნება

სულელი, უაზრო, სიყვარული (2011)

სახალისო მელოდრამაში მხატვრულ ღირებულებას რაიან გოსლინგის იდეალური სხეულსი გარდა სხვადასხვა თაობსი წარმომადგენლების სიუჟეტები წარმოადგენს. გოსლინგი ოქროს გლობუსზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში იყო ნომინირებული.

ამელი (2001)

უმშვენიერესი და უცნაური გოგონა მონმარტრიდან შეუმჩნევლად აკეთებს ისე, რომ ყველას ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. ოდრი ტოტუმ მისი ყველაზე გამორჩეული როლი შეასრულა ამ მელოდრამაში. ჟან-პიერ ჟანოს ფილმი ოსკარზე ხუთ კატეგორიაში იყო ნომინირებული.

რომაული არდადეგები (1953)

ოდრი ჰეპბერნი პრინცესას როლში, რომელიც რომში გაიაპრა და ამერიკელი ჟურნალისტი (გრეგორი პეკი) გაიცნო. უილიამ უაილერის ფილმი ოსკარზე 10 კატეგორიაში იყო ნომინირებული, რომლიდანაც სამში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი ქალისთვის, საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის და საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის.

ინტუიცია (2001)

შემთხვევითი შეხვედრის შემდეგ, ჯონ კიუსაკის და კეიტ ბეკინსელის გმირები იგრძნობენ, რომ ნამდვილი გრძნობები აკავშირებთ, მაგრამ ერთმანეთს მალევე შორდებიან. 7 წლის შემდეგ ისინი კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და დარწმუნებულები არიან, რომ ბედისწერას ვერ გაექცევი.

წინადადება (2009)

უფროსი სანდრა ბულოკი ცდილობს თანაშემწე რაიან რეინოლდსი დაიქორწინოს, რადგან მას ვიზა ეწურება და დეპორტაცია ემუქრება. სახალისო ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გადაიზარდა ფიქტიური ქორწინება ნამდვილ გრძნობებში. ბულოკი ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიუზიკლსა ან კომედიაში.

ფეხშიშველი (2005)

ფილმი გერმანელი ტილ შვაიგერის მონაწილეობით მოგვითხრობს იმაზე, რომ ნამდვილ სიყვარულს წინ ფსიქიატრიული დაწესებულებაც ვერ აღუდგება წინ.

ჰიტჩი (2005)

უილ სმიტი მამაკაცებს ქალთა გულების დაპყრობაში ეხმარება. მის ცხოვრებაში ჩნდება ჟურნალისტი, რომელიც მზად არის მისი ბიზნესი ჩაძიროს და თავი უიმედოდ შეაყვაროს.

ბინძური ცეკვები (1987)

პატრიკ სვეიზის და ჯენიფერ გრეის პერსონაჟები ერთმანეთს ზაფხულის კურორტზე ხვდებიან. მათ ცეკვისადმი სიყვარული აერთიანებთ და წინააღმდეგობების მიუხედავად რომანს აბავენ. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის მიიღო.

50 პირველი პაემანი (2004)

ამ რომანტიულ კომედიაში დრიუ ბერიმორის პერსონაჟს მეხსიერების საინტერესო დარღვევა აქვს: დილაობით მას არაფერი ახსოვს, რაც წინა დღით მოხდა. ამიტომ ადამ სენდლერის გმირს მისი ოცნების ქალის გულის მოგება ყოველ დღე უწევს.

ციდან სამ მეტრზე (2010)

ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორია, რომელიც თავიდანვე განწირულია… ესპანური ფილმი, რომელიც გაჯერებულია ქუჩის რბოლებით, კატალონიური ბუნების სილამაზით და ნახევრად გაშიშვლებული მარიო კასასის სხეულით.

მგზავრები (2016)

კრის პრატი უზარმაზარ კოსმოსურ ხომალდზე სისტემის ხარვეზის გამო გამოეღვიძა და როცა მარტო ყოფნა მოწყინდა, კიდევ ერთ მგზავრი, ჯენიფერ ლოურენსის პერსონაჟი გააღვიძა, მაგრამ ყველაფერი ბოლომდე ვერ გათვალა. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის და საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის იყო ნომინირებული.

ნოთინგ ჰილი (1999)

შეუძლია ჰოლივუდის ვარსკვლავს შეიყვაროს უბრალო წიგნების მაღაზიის მფლობელი ლონდონიდან? ულამაზესი ჯულია რობერტსი და მომხიბვლელი ჰიუ გრანტი მელოდრამაში, რომელიც ოქროს გლობუსზე სამ კატეგორიაში იყო ნომინირებული, ბრიტანული აკადემიის ფილმების დაჯილდოებაზე კი მაყურებლის სიმპათიის ჯილდო მიიღო.

Comments

comments