2016 წლის 10 კარგი ფილმი, რომელიც ჯერ არ გინახავთ

დრო ძვირფასი რამაა. ამიტომ, ჩვენ ვეცდებით, გაგიმარტივოთ საქმე და შემოგთავაზოთ 2016 წელს შექმნილი ძალიან კარგი ფილმები. თუ ყველა მათგანი ნანახი გაქვთ, უბრალოდ დაელოდეთ 2017 წლის დასრულებას ასეთივე კოლექციის ჩასათვალიერებლად.

მაშ ასე:

10. ნებისმიერ ფასად

მსახიობები: ჯეფ ბრიჯესი, კრის ფაინი
რეჟისორი: დევიდ მაკენზი
რატომ უნდა ნახოთ: თანამედროვე ვესტერნი, რომელიც ბანკის მძარცველი ძმების ისტორიას გვიყვება. აქ ნახავთ გამოდევნებულ მანქანებს და ორხმრივ სროლას, მაგრამ მოისმენთ ისეთ სიტყვებსაც, რომლებსაც თავიდან ვეღარასდროს ამოიგდებთ.

9. ნადირობა ველურებზე

ნადირობა ველურებზე

მსახიობები: სემ ნილი, ჯულიან დენისონი, რეიჩელ ჰაუსი
რეჟისორი: ტაიკა ვაიტიტი
რატომ უნდა ნახოთ: რიკი ჰიპ-ჰოპით შეპყრობილი, მეამბოხე ობოლია. მისი მამობილი კი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, ოღონდ ეს დაუმორჩილებელი ბიჭი ისევ სახელმწიფოს გადასცეს მზრუნველობისთვის. როცა მთავარი გმირები ტყეში აღმოჩნდებიან, შემთხვევით გაქცეული დამნაშავეების სახელი გაუვარდებათ და ისინიც გადაწყვეტენ, რომ უბრალოდ შეიფერონ ეს ტიტული. ეს არის დამაფიქრებელი და არასტანდარტული კომედია, რომელიც დიდი შანსია, რომ ნანახი არ გქონდეთ.

8. მეგის გეგმა

მსახიობები: გრეტა გერვიგი, ჯულიანა მური, ეტან ჰოუკი
რეჟისორი: რებეკა მილერი
რატომ უნდა ნახოთ: თუ ვინმეს შეუძლია რომანტიკული კომედიის ჟანრის გადარჩენა, ეს გრეტა გერვიგია, რომელიც შესანიშნავად ასრულებს კარიერაზე ორიენტირებული ქალის როლს. ეტან ჰოუკი კრიზისში მყოფ აკადემიკოსს თამაშობს, რომელიც ნევროტულ მეცნიერზეა დაქორწინებული (ჯულიანა მური). მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალი ადამიანები მილერის ნამუშევარში ინფანტილურები ჩანან, ფილმის ყურება ერთი სიამოვნებაა.

7. კუბო – ლეგენდა სამურაიზე

მსახიობები: შარლიზ თერონი, რუნი მარა, მეთიუ მაკკონაჰი
რეჟისორი: ტრევის ნაითი
რატომ უნდა ნახოთ: მოქმედება ძველ იაპონიაში ვითარდება. კუბო უძველესი ტომის მემკვიდრეა. ბიჭი შემთხვევით გამოიძახებს წარსულიდან სულს, რომელიც შურისძიების სურვილითაა შეპყრობილი. ეს არაა დაშტამპული მულტფილმი, რომელშიც შეგიძლიათ გამოიცნოთ, რა მოხდება შემდეგ სცენაში. კრეატიული, მინიშნებებით დატვირთული და ვიზუალურად საინტერესო ნამუშევარი უცნაურ სამყაროში გამოგზაურებთ.

6. კარგი ბიჭები

კარგი ბიჭები

მსახიობები: რაიან გოსლინგი, რასელ ქროუ, კეიტ დევიდი
რეჟისორი: შეინ ბლექი
რატომ უნდა ნახოთ: საინტერესო სამსახიობო ანსამბლი და 70-იანების აურით გაჯერებული სცენები. ეს ფილმი არ მოგაწყენთ.

5. ალქაჯი

მსახიობები: ანია ტეილორ-ჯოი, რალფ ინესონი
რეჟისორი: რობერტ ეგერსი
რატომ უნდა ნახოთ: ამ ფილმს აქვს ყველაფერი, რასაც თანამედროვე ჰორორში ვერ ნახავთ: საინტერესო წინაპირობა (მე-17 საუკუნის ახალი ინგლისი), კარგი დიალოგები და შიშის გაუქრობელი შეგრძნება, რომელიც სულაც არ მიიღწევა კადრში საშიში არსების მოულოდნელი შემოვარდნით. დაძაბულობა აქ ფილმის განუყოფელი ნაწილია.

4. თითქმის 17

მსახიობები: ჰეილი სტაინფელდი, ვუდი ჰარელსონი
რეჟისორი: კელი ფრემონი
რატომ უნდა ნახოთ: სიტუაცია თავიდანვე საინტერესოა: ნადინი, რომელიც თინეიჯერი გოგოა, ცდილობს შეურიგდეს იმ ფაქტს, რომ მის ტყუპ ძმასა და საუკეთესო მეგობარს სექსი აქვთ. რეჟისორი საუკეთესოდ ახერხებს, გადმოსცეს ამ ასაკისთვის დამახასიათებელი უხერხულობები, ეჭვები და სიგიჟეები.

3. დიდი შხეფი

მსახიობები: ტილდა სვინტონი, დაკოტა ჯონსონი, რეიფ ფაინსი,
რეჟისორი: ლუკა გუადანინიო
რატომ უნდა ნახოთ: პლიაჟი. სექსი. მუსიკა. სიცხე. პიცა. ნარკოტიკები. სექსი. მოგონებები.

2. კლოვერფილდის შესახვევი 10

მსახიობები: მერი ელიზაბეტ უინსტედი, ჯონ გუდმენი, ჯონ გალაგერ ჯუნიორი
რეჟისორი: დენ ტრახტენბერგი
რატომ უნდა ნახოთ: ეს არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თრილერი, რომელშიც მაყურებელს მუდმივად უჩნდება კითხვა: სად მთავრდება პარანოია და იწყება რეალობა. ახალგაზრდა ქალი თავს ამოყოფს უცნაურ თავშესაფარში, რომლის პატრონიც არწმუნებს, რომ სიკვდილს გადაარჩინა, თუმცა გარეთ ვერ გაუშვებს, რადგან დედამიწა თითქმის განადგურებულია.

1. კრიშა

მსახიობები: კრიშა ფეარჩაილდი, ბილ ვაისი, რობინ ფეარჩაილდი
რეჟისორი: ტრეი ედვარდ შულცი
რატომ უნდა ნახოთ: ფილმის ცენტრში ერთი ოჯახის ისტორიაა. საინტერესო ისაა, რომ შულცმა ფილმი საკუთარი დედის სახლში გადაიღო და მთავარ როლებსაც მისი არამსახიობი ოჯახის წევრები ასრულებენ. თუმცა ამას ვერ მიხვდებოდით, ჩვენ რომ არ გვეთქვა. საუნდტრეკი სწორ განწყობას ქმნის, კამერა კი ყველა პატარა დეტალს ამჩნევს, რაც სადებიუტო დრამას დახვეწილ ნამუშევრად აქცევს.

Comments

comments