21-ე საუკუნის 10 ყველაზე ემოციური ფილმი

ხელოვნების ნებისმიერი ფორმის ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ადამიანების დაფიქრებაა – არამხოლოდ გავერთოთ, არამედ ნანახის შემდეგ რაღაცაზე უფრო მეტად დავფიქრდეთ, ჩავუღრმავდეთ და გავიაზროთ. ფილმების შემქმნელების მთავარი მიზანიც ჩვენში არამხოლოდ ფიქრების პროვოცირება, არამედ ემოციების გამოწვევაა. ამ ჩამონათვალში სწორედ ასეთ ფილმებს წარმოგიდგენთ.

10. ჩემ დას (2001)

ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ფილმი. ხშირად სექსი გავრცელებული მამოძრავებელი ძალაა კინოში, მაგრამ ეს ფილმი სწორედ მას იკვლევს. ფილმი განსხვავებულ დებზეა, ერთ-ერთი მათგანი გამხდარი და ლამაზია, მეორე კი პუტკუნა. მათთვის ეს პირველი სექსუალური გამოცდილების ასაკია. ფილმი მაყურებელს სიყვარულის რეალისტურ გამოსახულებას სთავაზობს, იქნება ის საყვარლების, დების, თუ დედა-შვილს შორის.

9. ვერავინ გაიგებს (2004)

ხიროკაძუ კორეედას ფილმი 4 და-ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მარტო დარჩნენ მას შემდეგ, რაც დედამ მიატოვა და უფროს ვაჟს სხვების მოვლა სთხოვა. ფილმი განიხილავს როგორც მშობლების და სიღარიბის თემას, ისე განზოგადებულ თემებს, როგორიცაა ახალგაზრდობა და სიყვარული.

8. ბიუტიფული (2010)

ალბათ სახელიდანაც მიხვდებით, რომ ეს ნამდვილად ლამაზი და პოეტური ფილმია. ამბავი მონანიების გზაზე მყოფ ადამიანზეა. ხავიერ ბარდემის შესრულებამ ბევრი შექება და ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის დაიმსახურა. ფილმი ასევე იყო წარდგენილი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

7. დედიკო (2014)

ქსავიე დოლანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა რეჟისორია, რომლის ყველა ფილმი საკმაოდ მაღალ შეფასებებს იმსახურებს. “დედიკო” მისი მეხუთე ნამუშევარია, რომელიც უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია და რომელმაც მას არაერთი ჯილდო, მათ შორის კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი მოუტანა.

6. პიანისტი (2002)

როდესაც საუბარი ემოციურ ფილმებზეა, შეუძლებელია რომან პოლანსკის  “პიანისტი” არ გაგვახსენდეს, რომელიც ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაციაა. ფილმმა 60-მდე სხავდასხვა ჯილდო მიიღო, მათ შორის ოსკარის 6 ნომინაციიდან 3-ში გაიმარჯვა: საუკეთესო მსახიობი კაცისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის და საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

5. ნადირობა (2012)

ეს ფილმი, ალბათ, ყველაზე საშინელი ისტორიაა ბრბოს აზროვნებაზე. მეს მიკელსენის პერსონაჟს, უბედურ პროფესორს, თავის მოსწავლეზე სექსუალურ ძალადობაში დებენ ბრალს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის იყო წარდგენილი.

4. ლუინ დევისის შინაგანი მხარე (2013)

ჯოელ და ეთან კოენები ცნობილები არიან თავიანთი დამაფიქრებელი და ამავდროულად სახალისო ფილმებით, როგორებიცაა “დიდი ლებოვსკი” და “ფარგო”. “ლუინ დევისის შინაგანი მხარე” კი მოგვითხრობს ადამიანზე, რომელიც ოცნებობს გახდეს მუსიკოსი და რომელსაც გარს ახვევია ცინიკური კოლეგები. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ოპერატურისთვის და საუკეთესო ხმისთვის იყო წარდგენილი.

3. წყვდიადში მოცეკვავე (2000)

ლარს ფონ ტრიერი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა ავანგარდულ კინოში, რომელიც გამუდმებით ახერხებს უნიკალური ისოტრიის მოსაყოლად ინოვაციური ხერხები იპოვოს. “წყვდიადში მოცეკვავე” ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო წარდგენილი.

2. სირცხვილი (2011)

არაჩვეულებრივად შესწავლილი ადამიანის ბუნება, რომელიც დამოკიდებულია სექსზე და ეშინია სიყვარულის. “სირცხვილი” ნამდვილი შედევრია, ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. მაიკლ ფასბენდერი ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის დრამაში.

1. სიყვარული (2012)

ეს არის მიჰაელ ჰანეკეს ფილმი ორ მოხუც მუსიკის მასწავლებელზე. ემანიუელ რივას პერსონაჟს, ანას შეტევა მოუვა, რის გამოც წყვილის სიყვარული და გრძნობები გამოცდას გადის. ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ფილმი, რომელმაც 80-მდე ჯილდო მოიპოვა, მათ შორის ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

Comments

comments