5 ფილმი კალათბურთზე

ევრობასკეტზე ჩვენი ნაკრების თამაშით გამოწვეულმა ციებცხელებამ კალათბურთით ისინიც კი დააინტერესა, ვინც მანამდე NBA-სა თუ სხვა საკალათბურთო ჩემპიონატებს ალაგ-ალაგ შეხედავდა, ან საერთოდ არ ადევნებდა თვალს. ამ დიდებულ სპორტს კინოშიც უჭირავს სათანადო ადგილი და არაერთ მშვენიერ ფილმშია ასახული. წარმოგიდგენთ 5 ფილმს, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია კალათბურთს და მასთან დაკავშირებულ აზარტს.

1. კალათბურთელის დღიურები

ცნობილი ავტორის, პოეტის, მუსიკოსის, ჯიმ კეროლის ავტობიოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით გადაღებული ფილმი, ლეონარდო დიკაპრიოთი მთავარ როლში, მიუხედავად მისი სათაურისა, ჩვეულებრივ “სპორტულ” ფილმად ვერ ჩაითვლება. ცხოვრებისეული პრობლემების პარალელურად, ახალგაზრდა კეროლისთვის კალათბურთიც განუყოფელია.

2. კოსმოსური შეჯიბრი

ვარსკვლავთცვენა საკალათბურთო მოედანზე: მულტიპლიკაციური პერსონაჟებისა უცხოპლანეტელების საკალათბურთო დაპირისპირებაში თვით მაიკლ ჯორდანი მონაწილეობს! ეს სანახაობა არ უნდა გამოტოვოთ.

3. ფლაბერი

ფრიად დაბნეული პროფესორი ფილიპ ბრეინარდი ცდილობს, ისეთი ნივთიერება გამოიგონოს, რომელიც ენერგიის ახალი წყარო გახდება და კოლეჯის გადარჩენას შეძლებს. ფლაბერი, ანუ მფრინავი რეზინა, საკალათბურთო მოედანზე სასწაულებს მოახდენს.

4. გუნდი ინდიანიდან

საინტერესო და ჩამთრევი ამბავი იმაზე, თუ როგორ იქცა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტ გუნდად ინდიანის პატარა ქალაქის სკოლის მოსწავლეების საკალათბურთო ნაკრები მერყევი ხასიათის მწვრთნელის ხელში.

5. მწვრთნელი კარტერი

ნამდვილი ამბავი, რომელიც მოგვთხრობს, როგორ მოხვდა 1999 წელს მედიის ყურადღების ცენტრში რიჩმონდის კოლეჯის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი კენ კარტერი, იმის გამო, რომ მთელი გუნდი სათადარიგოთა სკამზე დასვა ცუდი აკადემიური მოსწრების გამო.

 We love this game!

 

Comments

comments