დევიდ ფინჩერის რჩეული 10 ფილმი

არსებობს ფილმები, რომელთა ყურებაც არასდროს მბეზრდება. ხანდახან უბრალოდ ჩავრთავ მათ და რამდენჯერმე ვახვევ კიდეც, რომ ერთი და იგივე სცენა ხელმეორედ ვნახო.

დევიდ ფინჩერი ჰოლივუდის ერთ-ერთი გამორჩეული და პატივსაცემი რეჟისორია. მას საკუთარი ხელწერა აქვს და, ალბათ, ჭეშმარიტ კინომოყვარულს ყოველთვის შეუძლია ამოიცნოს ეკუთვნის თუ არა ფინჩერს ესა თუ ის ფილმი. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მისი შემოქმედება ინსპირაციებისაგან დაცლილია.

წარმოგიდგენთ, რეჟისორის 10 საყვარელ ფილმს, რომელიც, ძირითადად, 60-70-იან წლებში მისი გენიალური კოლეგების მიერ გადაღებული ნამუშევრებისგან შედგება:

1. ჩინური კვარტალი – 1974, რომან პოლანსკი

კერძო დეტექტივი, რომელსაც ღალატის გამოსაძიებლად დაიქირავებენ, თაღლითობით, კორუფციითა და მკვლელობით მოცულ საქმეში ეხვევა.

2. ექიმი სთრეინჯლავი – 1964, სტენლი კუბრიკი

შეშლილი ამერიკელი გენერალი საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად ბომბდამშენებს აგზავნის. სიტუაციის გამოსასწორებლად პრეზიდენტი სიტუაციის გამოსწორების მიზნით მრჩევლებს დაიბარებს – მათ შორის არის ყოფილი ნაცისტების მეცნიერებათა დოქტორი სთრეინჯლავიც.

3. ტაქსის მძღოლი – 1976, მარტინ სკორსეზე

ფსიქიკური აშლილობით შეპყრობილი სამხედრო ვეტერანი ნიუ იორკში, ღამის ტაქსის მძღოლად მუშაობს, რომელიც პროსტიტუაციაში ჩართული 12 წლის გოგონას გადარჩენას ცდილობს.

4. მთელი ეს აურზაური – 1979, ბობ ფოსი

რეჟისორი და ქორეოგრაფი ბობ ფოსე საკუთარი ცხოვრების შესახებ გვიამბობს და წარმოგვიდგენს პერსონაჟ ჯო გიდეონს, რომელიც მექალთანე და ნარკოდამოკიდებულია.

5. რვა ნახევარი – 1963, ფედერიკო ფელინი

რეჟისორი წარმოგვიდგენს საკუთარი მოგონებებითა და ფანტაზიებით აღსავსე სამყაროს.

6. მკის დღეები – 1978, ტერენს მალიკი

შეყვარებული წყვილი, რომელიც ფერმაში მუშაობს ხანში შესული მეპატრონის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობს – ისინი თავს და-ძმად ასაღებენ და ქალი ცოლად მოხუცს მიჰყვება, რათა მისი სიკვდილის შემდეგ, მთელი ქონება ხელში ჩაიგდონ.

7. მონტი პაიტონი და წმინდა გრაალი – 1975, ტერი ჯონსი და ტერი გილიამი

მეფე არტური და მისი მრგვალი მაგიდის რაინდები წმინდა გრაალის ძიებაში არაერთ სახალისო სიტუაციაში ეხვევიან.

8. ეგზორცისტი – 1973, უილიამ ფრიდკინი

თინეიჯერი გოგონა უცნაური სენითაა შეპყრობილი და დედამისი გადაწყვეტს, რომ მისი შვილისგან დემონების განსადევნად ეკლესიის მსახურებს დაუკავშირდეს.

9. კურსდამთავრებული – 1967, მაიკ ნიკოლსი

ახალგაზრდა მამაკაცი გაცილებით უფროსი ქალისა და მისი ქალიშვილის სასიყვარულო სამკუთხედში ეხვევა.

10. ამერიკული გრაფიტი – 1973, ჯორჯ ლუკასი

კურსდამთავრებული მეგობრები კოლეჯის დასრულების აღსანიშნად უკანასკნელ ღამეს კრუიზში ატარებენ.

Comments

comments