13 გენიალური კინოროლი ბავშვების შესრულებით

კინო ნიჭიერი პატარა მსახიობების ნაკლებობას არ განიცდის. ბავშვების მიერ შესრულებული ზოგიერთი როლი საკულტო გახდა, ზოგიც პატარა მსახიობის სამომავლო წარმატების ტრამპლინი გამოდგა. ხშირად პატარა მსახიობები ვარსკვლავურ ეკრანულ პარტნიორებსაც ჩრდილავენ და დაუვიწყარ სახეებს ქმნიან.

 

1. კირსტენ დანსტიინტერვიუ ვამპირთან

კირსტენ დანსტი ვამპირი გოგონას როლის წყალობით 10 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი გახდა. მთავარი როლის შემსრულებელმა ბრედ პიტმა პარტნიორი ასე შეაფასა: “ამ ბავშვს 30 წლის ქალის გონება და სული აქვს, მასთან ურთიერთობა ბევრ ზრდასრულთან ურთიერთობაზე ადვილია”. ალბათ სწორედ ამიტომ ითამაშა პატარა კირსტენმა 10 წლის სხეულში მოქცეული უკვდავი ვამპირის როლი.

2. დაკოტა ფენინგიმე მქვია სემი

ფილმში მამაკაცზე, რომელსაც 7 წლის ბავშვის ინტელექტი აქვს, დაკოტამ შონ პენს გაუწია პარტნიორობა და შესანიშნავად შეასრულა მისი შვილის როლი. მისი თამაში დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, თურმე გოგონა თავისი საყვარელი ოქროს თევზის სიკვდილზე ფიქრობდა. სხვათა შორის, დაკოტა ამერიკის მსახიობთა გილდიის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ნომიმანტი გახდა.

3. ჯემი ბელიბილი ელიოტი

ჯემი ბელმა გენიალურად ითამაშა მეშახტეების რაიონში მცხოვრები ბიჭის როლი, რომელიც ბალეტზეა შეყვარებული. მან არამარტო როლი ითამაშა, არამედ ძალიან ბევრიც იცეკვა. ჯემი საბალეტო სკოლაში სწავლობდა, რის გამოც დასცინოდნენ. სამაგიეროდ, ეს მას როლის საუკეთესოდ შესრულებაში დაეხმარა.

4. ჯოდი ფოსტერიტაქსის მძღოლი

ჯოდი ფოსტერმა 12 წლისამ ითამაშა აირისის როლი, რომელსაც ბევრი ცხოვრებისეული სიძნელეს აწყდება. ყველა იმდენად მოხიბლა ნიჭიერმა გოგონამ, რომ ოსკარის ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი და სწორედ ეს როლი გამოდგა ბილეთი დიდ კინოში.

სხვათა შორის, ზოგიერთ სცენაში ჯოდის დუბლიორობა მისმა დამ, კონი ფოსტერმა გაუწია.

5. ჯასტინ ჰენრიკრამერი კრამერის წინააღმდეგ

ამ ფილმში ჯასტინმა ისეთ დიდ მსახიობებთან ითამაშა, როგორებიც არიან დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი, მაგრამ არაფრით ჩამორჩება მათ. ასაკის მიუხედავად, მან რეალისტურად გამოხატა გრძნობები ბავშვისა, რომელსაც რთული არჩევანის გაკეთება უწევს. მან იმპროვიზაციასაც კი მიმართა – ცნობილი სცენა ნაყინით სცენარში არ ყოფილა.

6. კუავენჟაე უოლისი ველური სამხრეთის ცხოველები

კუავენჟაე უოლისმა 2012 წლის ერთ-ერთი საუკეთესო როლი შეასრულა. ეს ერთდროულად სადებიუტო და მთავარი როლი იყო გოგონასთვის. გარდა ამისა, თითქმის მთელი ფილმი მარტო უწევს თამაში. მსახიობი მრავალ კინოპრემიაზე წარადგინეს, მათ შორის ოსკარზე, MTV Movie Awards-ზე და სატურნზე.

7. ჰენრი ტომასიუცხოპლანეტელი

ჰენრიმ დამაჯერებლად შეასრულა ელიოტის როლი, რომელიც ითისთან დამეგობრდა. განსაკუთრებით ის უნდა აღინიშნოს, რომ ჰენრის პარტნიორი თოჯინა იყო და არა ცოცხალი მსახიობი. კასტინგზე ბიჭუნამ მთელი გულით სცადა სევდის გამოხატვა და იმდენად კარგად გამოუვიდა, რომ ჰენრის მაშინვე მთავარი როლი შესთავაზა.

8. ტომას ტურგუსიეს ინგლისია

11 წლის მსახიობმა მთავარი როლი ითამაშა ფილმში, რომელიც სკინჰედების ბანდასთან დაძმობილებული ბიჭის შესახებ მოგვითხრობს. ამბობენ, რომ ტომასმა პროფესიონალიზმით ბევრ უფროს მსახიობსაც გადააჭარბა, იგი ოსტატურად გადმოსცემდა ემოციებს მიმიკებით, ინტონაციით და ხმის ტემბრით.

9. ტატუმ ო’ნილიქაღალდის მთვარე

10 წლის ტატუმ ო’ნილმა ფილმში – ქაღალდის მთვარე – შესრულებული როლით კრიტიკოსების ყურადღება დაიმსახურა. ის ოსკარის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია. სხვათა შორის, ფილმში ის ნამდვილის ნაცვლად ფოთლებისგან დამზადებულ სიგარეტს ეწეოდა.

10. ელაიჯა ვუდი და 11. მაკალეი კალკინიკარგი შვილი

ამ ფილმში ორი ნიჭიერი ბავშვის ტანდემია. მისი გადაღებისას მაკალეი კალკინი უკვე ვარსკვლავი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ელაია ვუდზე, თუმცა სახელგანთქმულ კინოპარტნიორს ელაიჯა არაფრით ჩამორჩა. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მაკალეი კალკინი, როგორც დრამატული მსახიობი ვიხილეთ.

12. ნატალი პორტმანილეონი

ლუკ ბესონის საკულტო ფილმში მატილდას როლზე 2000 კანდიდატი გასინჯეს, მათ შორის ლივ ტაილერიც, რომელიც როლისთვის უფროსად მიიჩნიეს. 11 წლის ნატალი პორტმანსაც თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან სცენარის მიხედვით მატილდა ცოტა უფროსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მსახიობმა ხელმეორედ სცადა და ისეთი ოსტატობით განასახიერა ქილერის მეგობარი, რომ ბესონმა მასზე უარი ვეღარ თქვა.

13. ებიგეილ ბრესლინიპატარა მის ბედნიერება

10 წლის ებიგეილმა პატარა მის ბედნიერების ბრწყინვალედ შესრულებული როლით ყველას შეაყვარა თავი, დღეს კი ფორბსის უმდიდრესი ახალგაზრდა ჰოლივუდელი ვარსკვლავების სიაში მე-8 ადგილზეა. ებიგეილმა ამ როლით დაამტკიცა, რომ კარგ მსახიობობას სულაც არ სჭირდება შეღებილი სახე და მზეთუნახავობა.

 

Comments

comments