მარტინ სკორსეზეს რჩეული 10 ფილმი

“კინო, იმ სახით, როგორიც თავიდან გავიცანით – ედისონი, ძმები ლუმიერები, მელიე, პორტერი – აღარ არსებობს” – დაწერა მარტინ სკორსეზემ ნიუ-იორკ რევიუში გამოქვეყნებულ ესეში. აღნიშნულ სტატიაში რეჟისორმა ძველი და თანამედროვე ფილმები, კინოფორმების ცვალებადობა და ეპოქის მოთხოვნილებები განიხილა. გამოჩენილი რეჟისორის თქმით, კინოს ამოცანაა, ფეხი აუწყოს ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარ თავბრუდამხვევ ცვლილებებს და იყოს მუდამ თანამედროვე, მიუხედავად იმისა, თუ რა ეპოქაში ან რა ეპოქის შესახებაა ის გადაღებული.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მან წარმოგვიდგინა თავისი რჩეული 10 ფილმი, რომლებიც ყველა კინომოყვარულმა უნდა ნახოს.

1. 2001 წელი: კოსმოსური ოდისეა (1968) – სტენლი კუბრიკი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ყველაზე აღიარებული ფილმი აღიარებული რეჟისორის ფავორიტიცაა. კოსმოსური ოდისეა ეპოქის ერთ-ერთი საეტაპო ნამუშევარია.

2.  (1963) – ფედერიკო ფელინი

რვა-ნახევარი ლეგენდარული იტალიელი რეჟისორის ყველაზე ცნობილი ფილმია. იტალიური წარმოშობის სკორსეზეს სიაში მისი მოხვედრა მოულოდნელი არავისთვის იქნება.

3. ფერფლი და ბრილიანტები (1958) – ანჯეი ვაიდა

ეს ფილმი ადამიანს სარკესავით უჩვენებს საკუთარ მრავალსახოვანებას, რომელიც თანადგომასა და ულმობლობაში ვლინდება. ალბათ სწორედ ამან მოხიბლა სკორსეზე.

4. მოქალაქე კეინი (1941) – ორსონ უელსი

ეს ფილმი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად არის აღიარებული. მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანი და მისი ბრძოლა ძალაუფლების მოსაპოვებლად, რაც საბოლოოდ ომში გადაიზრდება, სკორსეზესთვის ნამდვილად მიმზიდველი პერსონაჟია.

5. ლეოპარდი (1963) – ლუკინო ვისკონტი

ფილმში მოქმედება იტალიაში, გარიბალდის აჯანყების ფონზე ვითარდება და მასში ნაჩვენებია იმდროინდელი არისტოკრატიის დამოკიდებულება ამ მოვლენებთან.

6. წითელი ფეხსაცმელები (1948) – მაიკლ პაუელი/ემერიკ პრესბურგერი

ამ შესანიშნავ მელოდრამაში, რომელიც ბალერინაზე მოგვითხრობს, პრიმად გახდომაზე და ამავე დროს სიყვარულზე რომ ოცნებობს, შესანიშნავადაა წარმოჩენილი ადამიანური დრამები.

7. მდინარე (1951) – ჟან რენუარი

სამი ინდოელი ქალის ამბავი, რომლებსაც ამერიკელი ჯარისკაცი შეუყვარდებათ, მძაფრი ემოციები და ვნებები ნამდვილად იმსახურებს კინომოყვარულის ყურადღებას.

8. მძებნელები (1956) – ჯონ ფორდი

სკორსეზეს ფავორიტი ვესტერნი მოგვითხრობს სამოქალაქო ომის ვეტერანზე, რომელიც წლების მანძილზე ეძებს თავის ძმისშვილს, ინდიელების მიერ გატაცებულ გოგონას.

9. ნისლიანი მთვარე წვიმის შემდეგ (1953) – მიზოგუჩი კენჯი

კინოკლასიკად აღიარებული იაპონური მისტიკური დრამა მაყურებელს იაპონურ ზღაპრულ სინამდვილეში გადაიყვანს.

10. თავბრუსხვევა (1958) – ალფრედ ჰიჩკოკი

შეუძლებელი იყო, სკორსეზეს ჩამონათვალში საკულტო რეჟისორის, ნამდვილი კინომოვლენის – ალფრედ ჰიჩკოკის ფილმი არ მოხვედრილიყო. მისტიკური თრილერი თავბრუსხვევა მარტინ სკორსეზეს აზრით ჰიჩკოკისა და კინოისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.

Comments

comments