სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის 10 ფილმი, რომლებიც წიგნებზეა დაფუძნებული

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის უამრავი შესანიშნავი ფილმი არსებობს და მათ შორის ბევრი ეფუძნება ლიტერატურულ ნაწარმოებს, მაგრამ ქვემოთ წარმოდგენილი ათეული იმით გამოირჩევა, რომ ლიტერატურული პირველწყარო და ეკრანიზაცია მხატვრული ღირებულებებით ერთმანეთს ტოლს არ უდებენ და თავიანთ სფეროში ჟანრის კლასიკად არიან ქცეულნი.

1. 2001 წელი: კოსმოსური ოდისეა

რეჟისორმა სტენლი კუბრიკმა და მწერალმა არტურ კლარკმა “კოსმოსურ ოდისეაზე” ერთობლივად იმუშავეს და კლარკის ამავე სახელწოდების წიგნი თითქმის ფილმთან ერთად გამოვიდა. ფილმის სიუჟეტი კლარკის რამდენიმე სხვადასხვა მოთხრობას ეფუძნება.

2. სამართებლის პირზე მორბენალი

რიდლი სკოტის საკულტო ფილმი ფილიპ კ. დიკის ცნობილი რომანის “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” მიხედვითაა გადაღებული, თუმცა წიგნის სიუჟეტი შეცვლილია.

3. მექანიკური ფორთოხალი

კუბრიკისა და სამეცნიერო ფანტასტიკის კიდევ ერთი გენიალური შეხვედრა: ენტონი ბერჯესის ამავე სახელწოდების დისტოპიური რომანის ბრწყინვალე ეკრანიზაცია.

4. ღრუბლის ატლასი

ვაჩოვსკების მიერ 2012 წელს გადაღებული ფილმი, რომლის 6 სხვადასხვა ამბავი ძველი დროიდან პოსტაპოკალიფტურ მომავლამდე ვითარდება, დევიდ მიტჩელის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციაა.

5. კონტაქტი

რობერტ ზემეკისის ბრწყინვალე sci-fi ფილმი ჯოდი ფოსტერით მთავარ როლში, ასტროფიზიკოსისა და კოსმოლოგის, კარლ სეიგანის ცნობილი რომანის მიხედვითაა გადაღებული.

6. ჰიჩჰაიკერის გზამკვლევი გალაქტიკაში

იუმორისტული სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკა. დაგლას ადამსის საკულტო ნაწარმოები, რომლის ყველანაირი ვერსია არსებობს: რადიო- და ტელესერიალი, წიგნები, სრულმეტრაჟიანი ფილმი, კომპიუტერული თამაში… 1980-იან წლებში BBC-ის ტელეეთერში გასული ამავე სახელწოდების სერიალის სცენარისტი თავად წიგნის ავტორი გახლდათ, 2005 წელს გამოსული ფილმის რეჟისორი კი გარეთ ჯენინგსია.

7. მე ვარ ლეგენდა

1954 წელს გამოქვეყნებული რიჩარდ მეთისონის რომანი ფილმად ფრენსის ლოურენსმა 2007 წელს აქცია. პოსტაპოკალიფსური სიუჟეტის ნაწარმოები დედამიწაზე ბოლო ადამიანის თავგადასავალია.

8. სოლარისი

პოლონელი მწერლის, ნიჭიერი სამეცნიერო ფანტასტისა და ფუტუროლოგის, სტანისლავ ლემის 1961 წლის რომან “სოლარისის” გენიალური ადაპტაცია და ეკრანიზაცია დიდ რუს რეჟისორ ანდრეი ტარკოვსკის ეკუთვნის. სამეცნიერო ფანტასტიკისა და მისტიკის გენიალური ნაზავი წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს როგორც მკითხველზე, ასე კინომოყვარულებზე.

9. მაიმუნების პლანეტა

პიერ ბულის ცნობილი წიგნის რამდენიმე ეკრანიზაცია არსებობს, თუმცა ტიმ ბარტონის მიერ 2001 წელს გადაღებულმა ფილმმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა.

10. მარსელი

ენდი უირის მიერ 2011 წელს დაწერილი პოპულარული რომანი საკულტო Sci-fi რეჟისორმა რიდლი სკოტმა ფილმად მალევე, 4 წელიწადში გადაიღო. მარსის მარტოსული მოახალშენეს ისტორია დადებითად შეაფასა სამეცნიერო ფანტასტიკის პრეტენზიულმა მკითხველმა და მაყურებელმა.

Comments

comments