საშინელებათა ჟანრის 15 ფილმი, რომელსაც საახალწლოდ უნდა ვუყუროთ

საშობაო ფილმები, როგორც წესი, კარგი განწყობის შექმნაში გვეხმარება. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომელთაც მძაფრი ემოციები და ადრენალინის გრძნობა იზიდავთ.

სწორედ მათთვის, გთავაზობთ 15 საუკეთესო ჰორორ ფილმს, რომელსაც წინასაახალწლო პერიოდში უნდა უყუროთ!

საშობაო საშინელებათა ისტორია

შობასთან დაკავშირებულ, თუმცა არც თუ ისე სასიამოვნო ისტორიებს რადიოს წამყვანი მოგვითხრობს: ოჯახი, რომელმაც ნაძვის ხე შეიძინა, თუმცა ის ჩვეულებრივი ხე სულაც არ აღმოჩნდა; სტუდენტებმა დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყვიტეს, ეს ყველაფერი საშინელ კოშმარად იქცა; სანტა კი ნამდვილი მანიაკივით იქცევა.

შავი შობა

სერიული მკვლელი, რომელმაც ციხეს თავი დააღწია საშობაოდ საკუთარ სახლში ბრუნდება. იქ კი ქალთა საცხოვრებელია. მანიაკი იწყებს მათ დახოცვას ერთმანეთის მიყოლებით.

წყნარი ღამე, მომაკვდინებელი ღამე

მას შემდეგ რაც მშობლები დაუხოცეს, შურისძიების წყურვილით შეპყრობილი თინეიჯერი სანტა კლაუსის ფორმას გადაიცვამს და მკვლელობების სერიას იწყებს. მისი პირველი სამიზნე კი ბავშვთა სახლის მთავარი აღმზრდელია, რომელიც მას ცუდად ეპყრობოდა.

სჯობს ფრთხილად იყო!

მას შემდეგ რაც სათამაშოების ქარხნის თანამშრომელი შემცირებაში მოჰყვება, მას ბავშვობის ტრავმა ახსენდება, რომელიც მას შემდეგ მიიღრო, რაც გაიგო რომ სანტა კლაუსი არ არსებობდა. ნერვული შეტევის ფონზე ის მკვლელობების სერიას იწყებს.

კრამპუსი

ბიჭი, რომელსაც ცუდი შობა აქვს, ძალიან გაბრაზდება და თავისდა უნებურად დემონს მოიხმობს, რომელიც თავს მის ოჯახს დაესხმება.

წმინდანი

ჰოლანდიური ფილმი მოგვითხრობს სანტა კლაუსის ალტერნატიულ ისტორიას, სადაც ის ბოროტი მღვდელია, რომელიც 5 დეკემბერს, სავსემთვარეობის დროს ბავშვებს იტაცებს და კლავს.

მთელი სახლი

კიდევ ერთი ფილმი, რომელიც სანტა კლაუსს სერიულ მკვლელად წარმოგვიდგენს. თითოეული მკვლელობის შემდეგ კი ის ტოვებს სისხლიან კვალს, რომელიც ქალაქის ყველაზე იდუმალი და საზარელი სახლისკენ მიდის.

უმჯობესია ფრთხილად იყო

უახლესი ფილმი კოლექციიდან, რომელიც მოგვითხრობს ძიძასა და მასთან ერთად სახლში გამოკეტილ ორ თინეიჯერზე, რომელთაც თავდამსხმელის მოგერიება უწევთ, თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ ეს ჩვეულებრივი თავდასხმა სულაც არ არის.

ბავშვები

“ისინი თქვენ მოავლინეთ ამ ქვეყნად, თვითონ კი იმ ქვეყნად გაგისტუმრებენ!” – ფილმი მოგვითხრობს საშობაო არდადეგებზე, რომელიც ღამის კოშმარად იქცევა მას შემდეგ, რაც ბავშვებში დემონური სული ჩასახლდება და მშობლების დახოცვას აიძულებს.

ჩიხი

შობის საღამოს ნათესავებთან სტუმრად მიმავალი ფრენკი გადაწყვეტს, რომ მოკლე გზით ისარგებლოს. სულ მალე აღმოჩნდება, რომ ეს ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებაა, მათ შორის, რაც მას ოდესმე მიუღია.

ნაძვების შურისძიება

ფილმი ახალ წელს საშობაო ნაძვის ხეების პერსპექტივიდან გვიჩვენებს – რას გრძნობენ ისინი, როდესაც ჭრიან, სახლებში მიათრევენ და რთავენ? ნაძვებს ადამიანების მხრიდან მსგავსი დამოკიდებულება ყელში ამოუვიდათ და გადაწყვეტენ, რომ მათზე შური იძიონ.

შობა ზომბებთან ერთად

ეს ფილმი ზომბი აპოკალიფსის მოყვარულებს ნამდვილად მოეწონებათ – როგორც ყოველთვის, ერთმანეთთან სრულიად შემთხვევით დაკავშირებულ ადამიანთა ჯგუფი გაცოცხლებული მკვდრებისგან თავის დასახსნელად იბრძვის და, თანაც, ეს ყოველივე შობის დღეებში ხდება.

შუაღამისას

ახალგაზრდა არქიტექტორის კოშმარი რეალობად იქცევა და ის იძულებული ხდება შობის ღამე სტუმრების მიერ მოყოლილი საშინელი ამბების სმენაში გაატაროს.

სანტა გასასყიდად

შვედეთის თოვლიან მთებში, 486 მეტრის სიღრმეზე შობის ნამდვილი საიდუმლო იმალება. არქეოლოგთა ჯგუფი აღმოაჩენს სანტა კლაუსს, რომელიც მზად არის ყველას დაუმტკიცოს, რომ ის მართლაც არსებობს!

გრემლინები

ახალგაზრდა ბიჭს მშობლები საშობაოდ უცნაურ ცხოველს ჩუქნიან, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან საყვარელია, თუმცა არსებობს 3 წესი, რომელიც არ უნდა დაარღვიო, თორემ ის გამრავლდება და პატრონის ცხოვრებას კოშმარად აქცევს.

 

 

Comments

comments