საუკეთესო კომედიები ოჯახზე

როგორი შეიძლება იყოს კარგი საოჯახო კომედია? ალბათ ისეთი, რომელიც გვიყვება სიყვარულზე, თანადგომაზე, ურთიერთობების ნაკლებობაზე და მის წინააღმდეგ ბრძოლაზე, სასაცილო უიღბლოებზე, დასახულ მიზნებზე და რაც მთავარია ოჯახზე, რომელიც ყოველთვის ყველაზე ძვირფასია.

ჩვენ სწორედ ასეთი ფილმები გავაერთიანეთ და იმისთვის, რომ თქვენს ოჯახთან ერთად გემრიელად მოთავსდეთ სავარძელში და ბევრი იცინოთ, ბევრ ცხოვრებისეულ დეტალზე დაფიქრდეთ და სასიამოვნოდ გაღიმებულები დარჩეთ, წარმოგიდგენთ საუკეთესო საოჯახო კომედიებს.

თქვენში მამა რომელია?

ისტორია 40 წლის ტყუპ ძმებზეა, რომლებიც ისე გაიზარდნენ, რომ ფიქრობდნენ, მამა მათ დაბადებამდე გარდაიცვალა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მათ გამუდმებით ატყუებდნენ. სინამდვილეში, ექსცენტრიულ დედას წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის მამა. ოუენ უილსონის და ედ ჰელმსის გმირები მამის საძებნელად მიდიან…

მამიკოების დაბრუნება 2

მამის და მამინაცვალის შეჯიბრი გრძელდება. დასტი (მარკ უოლბერგი) და ბრედი (უილ ფარელი) გაერთიანდებიან, რომ ბავშვებს იდეალური შობა მოუწყონ. მათ როგორღაც მოახერხეს ნეიტრალიტეტის მიღწევა, მაგრამ არ გაუთვალისწინებიათ, რომ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით თავიანთ მამებსაც ჰქონდათ გეგმები. შობის დღესასწაული ნამდვილ ქაოსში გადაიზრდება. რეკომენდაციას, რა თქმა უნდა, ფილმის პირველ ნაწილსაც – “მამიკოს სახლი” ვუწევთ.

ოჯახი

ოჯახის უფროსი მწერალია, მისი მეუღლე – დიასახლისი, მათი ორი შვილი კი სკოლის მოსწავლეები. რატომ გადავიდნენ ახალ სახლში შუა ღამეს, შემდეგ კი უბანში პატარა უსიამოვნებები დაიწყო? ვინ იფიქრებდა, რომ სინამდვილეში მისტერ ბლეიკი, რომელსაც რობერტ დე ნირო ასრულებს, ყოფილი მაფიოზია, რომელსაც მოწმეთა დაცვის პროგრამით მალავენ.

შეხვედრა მშობლებთან

კიდევ ერთი კომედია რობერტ დე ნიროს მონაწილეობით. გრეგ ფაკერი (ბენ სტილერი) მზადაა თავის შეყვარებულზე, პემზე დაქორწინდეს, თუმცა ჯერ პატარძლის მშობლები უნდა გაიცნოს და მამის, დაზვერვის ყოფილი აგენტის – ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყვ

ელაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს. ფილმი ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის იყო ნომინირებული, დე ნირო კი ამ როლისთვის ოქროს გლობუსზე იყო წარდგენილი.

ალექსანდრე და საშინელი, უიღბლო, ძალიან ცუდი დღე

ალექსანდრეს დღე ძალიან უიღბლოდ დაეწყო, რასაც უამრავი უსიამოვნება მოჰყვება მთელი დღის განმავლობაში. თითქოს მის ჯინაზე, სხვებს ოჯახში ფაქტიურად ყველაფერი იდეალურად აქვთ. ალექსანდრე წარმოიდგენს რა მოხდებოდა ყველას მასავით საშინელი, უიღბლო, ძალიან ცუდი დღე ჰქონოდა. ფილმში მთავარ როლებს სტივ კარელი და ჯენიფერ გარნერი ასრულებენ.

სტოუნების ოჯახი

აქაც ის სიტუაციაა, რაც ფილმში “შეხვედრა მშობლებთან”, მაგრამ პირიქით: ბიჭს მოყავს საცოლე თავის დიდ, ემოციურ და მეგობრულ ოჯახთან გასაცნობად. თავშეკავებული და თავაზიანი საცოლე თავიდან ვერ მოახერხებს მოაწონოს ოჯახს თავი. ფილმში ისეთი ვარსკვლავები თამაშობენ, როგორებიც არიან სარა ჯესიკა პარკერი, რომელიც ოქროს გლობუსზე იყო ნომინირებული, დერმოტ მალრუნი, დაიან კიტონი, რეიჩელ მაკადამსი და სხვა.

ჩვენ მილერები ვართ

ხანდახან ოჯახი – მხოლოდ ის ადამიანები არ არიან, რომლებიც ერთმანეთთან სისხლით ან იურიდიულად არიან დაკავშირებულები, არამედ ერთმანეთისთვის სრუილიად უცხო ადამიანები, რომლებიც ერთმანეთთან ჯერ პრობლემებმა დააკავშირა, შემდეგ კი რაღაც “ქიმიამ”. ფილმში მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, ჯეისონ სუდეიკისი, ემა რობერტსი და უილ პოულტერი ასრულებენ.

მოწიფული სიყვარული

ეს კომედია პოლ რუდის და ლესლი მანის პერსონაჟების, ქორწინებაში მყოფი პიტის და დების წყვილზე მოგვითხრობს. მათ ორი შვილი ყავთ, რომლებიც ვერ იტანენ ერთმანეთს, ორივეს საქმე ცუდად მიდის, ისინი სახლის დაკარგვის პირას არიან და მათი ურთიერთობაც დანგრევის პირას არის.

არ ვიცი, ამას როგორ ახერხებს

ეს ფილმი ელისონ პირსონის ამავე სახელწოდების რომანს ეყრდნობა და ფინანსისტი კეით რედის დაძაბულ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. იმ დროს, როდესაც კეითი კარიერაში წარმატებებს აღწევს, მისი არქიტექტორი მეუღლე ცდილობს სარფიანი პროექტი იპოვოს და ორ შვილს მოუაროს. მთავარ როლებს სარა ჯესიკა პარკერი, პირს ბროსნანი და გრეგ კინერი ასრულებენ.

პატარა მის ბედნიერება

ეს არის კომედია ოჯახის შესახებ, რომლის ექვსი წევრი ერთდროულად განიცდის სულიერ კრიზისს. კრიზისისგან თავის დასაღწევად, ისინი გადაწყვეტენ მანქანით გაემგზავრონ სილამაზის კონკურსზე “პატარა მის ბედნიერება”, რომელშიც მათი ქალიშვილი იღებს მონაწილეობას. ფილმის პოზიტიურმა შეფასებებმა მოლოდინს გადააჭარბა.  ფილმმა ოსკარი საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, ალან არკინმა კი ოქროს ქანდაკება საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში მიიღო. უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ებიგეილ ბრესლინი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მეორეხარისხოვან როლში იყო ნომინირებული.

Comments

comments