ტიმ ბარტონის 15 ფილმი ცუდიდან საუკეთესოსკენ

დღეს ცნობილი რეჟისორი ტიმ ბარტონი 59 წლის გახდა. ბოლო სამი დეკადის განმავლობაში მან ბევრი თვალისმომჭრელი, უჩვეულო და მისტიკური ფილმით დაგვამახსოვრა თავი. გოთიკის, ფანტასმაგორიის და პირქუში იუმორის თაყვანისმცემელ რეჟისორს საკუთარი, თამამი ხელწერა აქვს, რაც მის ყველა ფილმს გასდევს და ზღაპრულ ელფერს ანიჭებს.

გადავავლოთ თვალი ამ გამორჩეული რეჟისორის ფილმოგრაფიას და გავიხსენოთ მისი 15 ფილმი — კრიტიკოსების და რეიტინგების მონაცემებით უარესიდან უკეთესისკენ.

 

15. ელისი საოცრებათა ქვეყანაში

ლუის კეროლის კლასიკური ნაწარმოები თითქოს ბარტონის ფანტასტიკურ შესაძლებლობებს ზუსტად უნდა მისადაგებოდა, თუმცა ამ ფილმში კეროლის საოცარი სამყარო აღარსადაა, რაც ფილმს ნაკლად ჩაუთვალეს.

14. მაიმუნების პლანეტა

ეს ფილმი იმდენად სხვაგან არის, რომ ბარტონის გადაღებული არც გეგონება. რეჟისორი აქაც ასცდა სიუჟეტს და ორიგინალური განვითარების ჩვენება მოინდომა, მაგრამ მისი კარიერა გვარწმუნებს, რომ მხოლოდ ორიგინალობა საკმარისი არაა.

13. პატარძლის გვამი

ანიმაციური ფილმი ჯონი დეპისა და ჰელენ ბონემ კარტერის სახეებით. ბევრი ღირსების მიუხედავად, კრიტიკოსები ფილმს მაინც სუსტად მიიჩნევენ.

12. ჩარლი და შოკოლადის ქარხანა

ჯონი დეპის მიერ შესრულებულ ვილი ვონკას კრიტიკოსებმა მეტისმეტი პაროდიულობა დაუწუნეს. მიუხედავად ამისა, მაყურებლებს ეს ფილმი ძალიან უყვართ.

11. პი-ვის დიდი თავგადასავალი

ბარტონის სადებიუტო მხატვრული ფილმი, რომელშიც რეჟისორმა თავის სახასიათო, უჩვეულო და ცოტაც ინფანტილური პერსონაჟი შემოიყვანა.

10. დიდი თვალები

მშვენიერი ფილმი ხელოვნების სამყაროში ცნობილი თაღლითის უოლტერ კეინზე, რომელიც დიდთვალებიანი, სევდიანი სახის მქონე უპატრონო ბავშვების პორტრეტებს აგროვებს.

9. ფრანკენვინი

მერი შელის რომანის ბარტონისეული ინტერპრეტაცია რეჟისორის ერთ-ერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი ფილმია.

8. სუინი თოდი, დალაქი-დემონი ფლიტ-სთრითიდან

ბრწყინვალე სამსახიობო ანსამბლი და ვიქტორიანულ ლონდონში მცხოვრები დემონი-დალაქი – ბარტონის საყვარელი გარემო ფილმსაც სასიკეთოდ დაეტყო.

7. ბეტმენი

ნოლანისა და მარველის ბეტმენის გარდა ტიმ ბარტონისა და მაიკლ კიტონისეული ადამიანი-ღამურაც დასაფასებელია. ბარტონი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სათანადოდ გადმოსცა ფილმში კომიქსის სამყარო და რაც მთავარია, ეს მისი მხოლოდ მესამე ფილმია.

6. მთვლემარე ხეობა

ვაშინგტონ ირვინგის კლასიკური ნაწარმოების ეკრანიზაციაში ბარტონმა მთელი ოსტატობით დახატა პირქუში გოთიკური სამყარო და დაძაბული გარემო.

5. დიდი თევზი

დამატყვევებელი ამბავი მორალზე, კანონზე და სურვილზე, გავიგოთ საიდან მოვდივართ. გარდა არსისა, ფილმს ვიზუალური მშვენიერებაც გამოარჩევს.

4. ბეტმენის დაბრუნება

ბეტმენის დაბრუნება არამარტო ბეტმენის, არამედ ტიმ ბარტონის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმიცაა – შავი კომედიის ნიმუში. ფილმში შეუდარებლები არიან დენი დევიტოს პინგვინი და მიშელ პფაიფერის ქალი-კატა.

3. ედვარდ მაკრატელხელება

ტიმ ბარტონისა და ჯონი დეპის პირველი თანამშრომლობა. ახალგაზრდა მსახიობმა შესანიშნავი, სენტიმენტალური, გარიყული და ტრაგიკული გმირი შექმნა.

2. ბითლჯუსი

რეჟისორის დამახასიათებელი შავი იუმორით გადაღებული ამბავი გარდაცვლილ წყვილზე, რომლებიც თავიანთი სახლის ახალი მეპატრონის შესაშინებლად ყველაფერს აკეთებენ. მკვდრები, მოჩვენებები, იუმორი, მშვენიერი მუსიკა – ეს ფილმი ბარტონის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია.

1. ედ ვუდი

ტიმ ბარტონისა და ჯონი დეპის უცნაური, შავ-თეთრი, ერთობლივი ნამუშევარი. ამბავი რეალურად არსებულ რეჟისორ ედ ვუდზე, რომელიც ყველა დროის ყველაზე ცუდი რეჟისორია. ახალგაზრდა ჯონი დეპმა ამ ფილმში კომიკოსის ნიჭი გამოავლინა, ტიმ ბარტონმა კი საკუთარი პირქუში, მაგრამ სენტიმენტალური და იუმორით გაჯერებული სტილი აღმოაჩინა. და მთავარი მიზანი – გადაიყვანოს ადამიანები იმ სამყაროში, რომელსაც რეალობაში ვერსად, ვერასდროს ვიხილავთ.

 

Comments

comments