ყველა დროის 10 საუკეთესო ქალი პერსონაჟის როლი

ამ ათეულის შედგენა ძალიან რთული იყო, რადგან ბევრი სახელის ამოღება გახდა საჭირო. ძალიან ბევრი გამორჩეული პერსონაჟი ახსოვს კინემატოგრაფიის ისტორიას, მაგრამ ამჯერად გამოვარჩევთ იმ ფილმის გმირებს, რომლებსაც დღემდე აფასებენ.

10. კლარის სტერლინგი – კრავთა დუმილი

ამ ფილმში კლარისა სტერლინგი (ჯოდი ფოსტერი) ბევრ სირთულეს ხვდება, რომლებსაც სხვა ადამიანები ნამდვილად აარიდებდნენ თავს. 1992 წელს ჯონათან დემეს ფილმმა 5 ოსკარი დაიმსახურა, მათ შორის ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ოსკარის გარდა ფოსტერმა ამ როლისთვის “ოქროს გლობუსი“, “BAFTA“ და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოები მოიპოვა.

 

9. ჟანა დ’არკი – ჟანა დ’არკის ვნებანი


რენე ფალკონეტის მიერ შესრულებული როლი ქალის უდიდეს პერსონაჟად შეიძლება ჩაითვალოს და სწორედ ამიტომ ასოცირდება 1928 წლის “ჟანა დარკის ვნებანი” მუნჯ კინოსთან. მისი სახე სამუდამოდ ჩაიბეჭდება თქვენს გონებაში. მსახიობისთვის ეს უკანასკნელი როლი აღმოჩნდა, თუმცა მისი შესრულება კინოკრიტიკოსებმა ფირზე გადაღებულ ფილმებს შორის საუკეთესოდ აღიარეს…

 

8. კარინი – მუქი შუშის მიღმა


ჰარიეტ ანდერსონი ინგმარ ბერგმანის ერთ-ერთი მუზა იყო დიდი ხნის განმავლობაში. ძალიან რთულია ბერგმანის ფილმებიდან მხოლოდ ერთი პერსონაჟის გამოყოფა, თუმცა შიზოფრენიით დაავადებული კარინი ფილმიდან “მუქი შუშის მიღმა“ ამას ნამდვილად იმსახურებს. ფილმმა დაიმსახურა ოსკარი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.

 

7. იუკი კაშიმა – ქალბატონი სისხლიანი თოვლი


40 წლის წინ მეიკო კაჯის გმირის მსგავსი პერსონაჟები (ქალები, რომლებიც საკუთარ თავზე თავად იზრუნებდნენ) ძალიან იშვიათი იყო. ითვლება, რომ სწორედ ეს ფილმი გახდა კვენტინ ტარანტინოს შთაგონების წყაროდ, როდესაც ის ფილმზე “მოკალი ბილი“ მუშაობდა.

 

6. სოფი ზავისტოვსკი – სოფის არჩევანი


ქალი, რომელმაც ნაცისტურ ბანაკში ქმარი და შვილები დაკარგა… ყოველთვის, როცა საუბარია “სოფის არჩევანზე“, უნდა აღინიშნოს მერილ სტრიპის შესანიშნავი შესრულება, რომელმაც მას ოქროს გლობუსი და ოსკარი მოუტანა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის. ალან ჯ. პაკულას ფილმმა ოსკარის კიდევ ოთხი ნომინაცია დაიმსახურა: საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.

 

5. ენი ჰოლი – ენი ჰოლი


დაიან კიტონის ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟი, რომელსაც მსახიობმა შარვლებთ და კოსტუმით გამორჩეული სტილი შესძინა. ამ როლისთვის კიტონმა ოქროს გლობუსი და ოსკარი მიიღო. ვუდი ალენის ამ ფილმმა კიდევ სამი ოქროს ქანდაკება მიიღო: საუკეთესო სურათისთვის, საუკეთესო რეჟისორისთვის და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ვუდი ალენი ასევე იყო წარდგენილი ოსკარზე საუკეთესო მსახიობი კაცისთვის.

 

4. მარჯ განდერსონი – ფარგო


ფრენსის მაკდორმანდმა თანამედროვე კინოში განსხვავებული, ცოტა უცნაური და დასამახსოვრებელი პერსონაჟის შექმნა შეძლო, რომლის მიბაძვაც ყველას მოგინდებათ. ჯოელ და ეთან კოენების ფილმმა ორი ოსკარი მიიღო კატეგორიებში: ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის და საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის.

 

3. ნორმა დესმონდი – სანსეთ ბულვარი

კინემატოგრაფიას აღარასდროს ეყოლება ნორმა დესმონდი. რა თქმა უნდა, მსახიობები შეასრულებენ ოქროს ხანის ვარსკვლავების როლებს, მაგრამ გლორია სვენსონი ფილმში “სანსეთ ბულვარი“ იშვიათი შემთხვევაა. ბილი უაილდერის 1950 წლის ფილმმა 3 ოსკარი დაიმსახურა კატეგორიებში: საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.

 

2 . კატრინი – ჯული და ჯიმი


რთულია მხოლოდ ერთი მსახიობი ქალის არჩევა, როდესაც საქმე ფრანგულ ახალ ტალღას ეხება, მაგრამ კატრინის გამოტოვება ფრანსუა ტრიუფოს ფილმიდან “ჯული და ჯიმი“ ნამდვილად არ შეიძლებოდა. ჟანა მოროს პერსონაჟი ისე იქცევა, თითქოს მას ორი გული აქვს და ორ მამაკაცთან სურს ურთიერთობა. ფილმმა BAFTA-ს ორი ნომინაცია დაისმახურა.

 

1. ექთანი რეტჩედი – ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა

ოსკარის 9 ნომინაციიდან ფილმმა 5 ოქროს ქანდაკება მოიპოვა და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მათგანი ლუის ფლეტჩერმა საუკეთესო მსახიობი ქალისთვის მიიღო. ამ ფილმის შემდეგ მისი კარიერა რადიკალურად შეიცვალა, რადგან ექთან რეტჩედის გამოხედვა არასდროს არავის დაავიწყდება…

Comments

comments