ცნობილია კანის კრიტიკოსების კვირეულის პროგრამა

კანის 71-ე კინოფესტივალზე, პარალელურ სექციაში, კრიტიკოსების კვირეულის ფარგლებში წარდგენილი ფილმები უკვე ცნობილია.

კრიტიკოსების კვირეულზე რეჟისორების მხოლოდ პირველ და მეორე მხატვრულ ნამუშევრებს წარადგენენ ხოლმე. სექციას პოლ დანოს ფილმი “Wildlife” გახსნის, სადაც მთავარ როლებს ქერი მალიგენი და ჯეიკ ჯილენჰოლი ასრულებენ. “Wildlife“-ის პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და ის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციაა. ის ერთადერთი ამერიკული ფილმია ნომინანტებს შორის.

სექციის ხელმძღვანელმა, ჩარლზ ტესონმა 1,100 ფილმს უყურა და მათგან მხოლოდ 11 შეარჩია. კრიტიკის კვირეულის 57-ე გამოცემა 9-17 მაისს შედგება.

გახსნის ფილმი:

“Wildlife,” Paul Dano

დახურვის ფილმი:

“Guy,” Alex Lutz

კონკურსი:

  • “Chris The Swiss,” Anja Kofmel
  • “Diamantino,” Gabriel Abrantes and Daniel Schmidt
  • “Egy Nap” (“One Day”),” Zsófia Szilágyi
  • “Fuga” (“Fugue”), Agnieszka Smoczyńska
  • “Kona Fer Í Stríð” (“Woman At War”), Benedikt Erlingsson
  • “Sauvage,” Camille Vidal-Naquet
  • “Sir,” Rohena Gera

სპეციალური ჩვენება:

“Nos Batailles” (“Our Struggles”),” Guillaume Senez
“Shéhérazade,” Jean-Bernard Marlin

variety.com

Comments

comments