მსოფლიოს კინემატოგრაფიამ უამრვი მრავალფეროვანი, განსხვავებული და ეპატაჟური ეროტიული სცენა შემოგვინახა. ის ვნებები, რომლებსაც ეკრანებზე ვხედავთ, ბევრმა რეჟისორმა სხვადასხვა სიმბოლოთი დატვირთა და სრულიად განსხვავებული ხერხით გადმოგვცა. ჩვენ მათგან 10-ს შეგახსენებთ
პიანისტი ქალი
ეს ფილმი, სექსის სადო-მაზოხისტურ მხარეს ისე წარმოაჩენს, რომ “გრეის 50 ელფერი” საბავშვო ფილმად მოგვეჩვენება. ეს არის მასწავლებლისა და მის მოსწავლეს შორის გაჩენილი ვნებებისა და სიყვარულის დაუვიწყარი ამბავი.
ძირითადი ინსტინქტი
ფილმი, რომელშიც შერონ სტოუნის სექსუალურობა და ეროტიული სცენები ყველას გონებაში ჩაიბეჭდა და აღარასდროს წაიშლება.
სიყვარული
გასპარ ნოეს ფილმი იმდენად დატვირთულია ეროტიული ეპიზოდებით, რომ ძნელია ერთი გამოარჩიო. ისიც აღსანიშნავია, რომ არასიმულირებული სექსის სცენა, კინოთეატრებში, 3D-ში ყურებისას, ძალიან შთამბეჭდავი იყო.
ლურჯი ყველაზე თბილი ფერია
ლამაზი ფილმი, LGBT თემატიკაზე ბევრი სექსის სცენით,რომელთაგან ერთ-ერთის გადაღებებზე 10 დღე დაიხარჯა. ორი გოგონას თავბრუდამხვევი რომანი, რომელიც გულგრილს არც ერთ ადამიანს დატოვებს.
მალჰოლენდ დრაივი
ლინჩის ფილმის სცენა, სადაც ნაომი უოთსისა და ლაურა ჰარინგს შორის სექსუალური კავშირი ისეთივე დიდებულია, როგორიც მთლიანად ფილმი, ნამდვილად კინემატოგრაფიული შედევრია.
სევდიანი ვალენტინი
ეს ფილმი იმაზეა, თუ როგორ ჩნდება და ქრება სიყვარული და ყველა ინტიმური სცენა ორ გმირს, შორს ამ პროცესის გამოხატვის მშვენიერი საშუალებაა.
მდივანი
ფილმი, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ “გრეის 50 ელფერი” “გრეის 50 ელფერამდე. საოცარია, როგორც შეიძლება იყოს ეროტიულ სცენაში ამდენი ტანსაცმელი, მაგრამ ის მაინც საოცრად ეროტიულად რჩებოდეს.
ფართოდ დახუჭული თვალები
ეს ფილმი სხვა მრავალ სცენასთან ერთად, გვთავაზობს ნიკოლ კიდმანისა და ტომ კრუზის ვნებიან სცენას სარკის ანარეკლში, რომელიც ძალიან სიმბოლური და ფაქტობრივად დაუვიწყარია.
ბუგი ნაითსი
ამ ფილმში მოყოლილია, რამდენიმე ადამიანის ისტორია, რომლებიც პორნოს გადაღებებში იღებენ მონაწილეობას. შესაბამისად, სექსის სცენა საკმაოდ ექსპლუატატორული ხასიათის შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით, მაყურებელი პერსონაჟების კეთილ ბუნებას ხედავენ და ეს ყველაფერი უცნაურ შეგრძნებებს გვიტოვებს.
უკანასკნელი ტანგო პარიზში
ფილმში, ორ პერსონაჟს შორის ერთგვარი ძალადობრივი სექსუალური კავშირები, თან ახლავს ტრაგიკულ სიყვარულის ისტორიას, რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიის სიმდიდრეა.