სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
სინემანია
No Result
სრულად ნახვა
რეალური ისტორიული და მითოლოგიური ფაქტები, რომლებიც “ჰარი პოტერის” სერიაში აისახა

რეალური ისტორიული და მითოლოგიური ფაქტები, რომლებიც “ჰარი პოტერის” სერიაში აისახა

ავტორი Cinemania
18 მარტი, 2019
რუბრიკა პოტერომანები, საინტერესო
Share on FacebookShare on Twitter

ჰარი პოტერის სამყარო სავსეა ჯადოსნობითა და მაგიით – ჰორკრუქსებითა და დემენტორებით დაწყებული, ფლუ ფხვნილითა და პორტაჟით დამთავრებული, მასში უამრავ, ჩვენდა სამწუხაროდ გამოგონილ ამბებს, არსებებს, საგნებსა და ისტორიებს ვხვდებით. მაგრამ რას იტყვით რეალურ ისტორიაზე? ჩვენი საყვარელი და ნაცნობი ისტორიების დიდი ნაწილი, ასევე პერსონაჟების გარეგნული ან პიროვნული მახასიათებლები რეალური ისტორიული მოვლენებით, პიროვნებებით, მითოლოგიით ან ტრადიციებითაა შთაგონებული.

ნაცისტები თუ კათოლიკე წმინდანები, ეროვნული ჩვეულებები თუ ტრადიციები – ეს და სხვა უამრავი რამ შთააგონებდა ჯოან როულინგს, როცა ჩვენს თავბრუდამხვევ ჯადოქრულ სამყაროს ქმნიდა. მოდი, ჩვენც გავიგოთ, კონკრეტულად რომელი ისტორიული ფაქტები აისახა ჰარი პოტერის სერიაში.

1. სიკვდილის მხვრელები ნაცისტური მოძრაობის ანალოგია

საიდუმლო არაა, რომ ჰარი პოტერისა და ნახევარპრინცის პროდიუსერი დევიდ ჰეიმანი ჰოლოკოსტის შესახებ გადაღებულ დრამაზე (ბიჭი ზოლიან პიჟამაში) მუშაობდა. ეს გამოცდილება მას დაეხმარა, უკეთ გადმოეტანა ეკრანზე სიკვდილის მხვრელების მოძრაობა, რომელიც თავისი არსით ნაცისტურია. ნაციზმიც და ვოლდემორის მომხრეებიც “სისხლის სიწმინდის” იდეალებს იზიარებდნენ.

“ვოლდემორი და მისი მიმდევრები, სიკვდილის მხვრელები, სისხლის სიწმინდეზე არიან ჩაციკლულები”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ჰეიმანმა, – “მათ მიერ გატარებული “წმენდის” პოლიტიკაც ნაცისტური გერმანიის პოლიტიკას წააგავს. ესთეტიკურადაც, სიკვდილის მხვრელების ერთ-ერთი ძლიერი ფიგურა მალფოი და მისი ოჯახი, ნაცისტების მიერ იდეალურად მიჩნეული, “არიული” გარეგნობით გამოირჩევიან – ისინი ქერები არიან”.

ასევე საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, როცა მაგიის სამინისტროს ვოლდემორის მარიონეტები მართავენ, ჯადოქრები გამალებით ცდილობენ საბუთების გაყალბებას, რათა ნახევრად მაგლური წარმოშობა დამალონ, რაც ებრაული წარმოშობისა და ნაცისტურ გეტოებში მოხვედრის საფრთხის ქვეშ მყოფი ხალხების მიერ საბუთების გადაკეთების ფაქტს იმეორებს.

2. ნიკოლას ფლამელი რეალურად არსებული ფრანგი სწავლული იყო

ღრმად მოხუცებული ჯადოქარი – ადამიანი, რომელმაც ფილოსოფიური ქვის საიდუმლო აღმოაჩინა და უკვდავების ელექსირის დამზადება შეძლო, რეალურად არსებული პიროვნების ნაწილობრივი პროტოტიპია. Pottermore-ის თანახმად, რეალური ნიკოლას ფლამელი მე-14 საუკუნის საფრანგეთში ცხოვრობდა. ისტორიკოსები ვერ შეთანხმებულან, სწავლული ალქიმიკოსიც იყო თუ არა, მაგრამ მას ალქიმიური სიმბოლოებით სავსე ტექსტებით მდიდარი ბიბლიოთეკა ნამდვილად ჰქონდა.

ცხადია, ფილოსოფიური ქვის შესახებ გადმოცემაც ისტორიულია. დასავლეთის სწავლულები შუა საუკუნეებში განსაკუთრებით დაინტერესებულები იყვნენ ქიმიური შენაერთის აღმოჩენით, რომელიც ჩვეულებრივ ლითონებს ძვირფას ლითონებად აქცევდა.

3. სიკვდილის მხვრელების თარეში ალუზიაა ირლანდიური რესპუბლიკური არმიის (IRA) თავდასხმაზე

დიახ, სიკვდილის მხვრელების ლონდონური თავდასხმის ინსპირაცია IRA-ს ტერორისტული აქტები გახდა. ჩრდილოეთ ირლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობა განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა 90-იან წლებში, მაშინ როცა ჰარი პოტერის სიუჟეტის მოქმედება ვითარდება. სიკვდილის მხვრელების შეტევა (ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი), რომელიც ბროკსდეილის ხიდის ჩამონგრევით სრულდება, IRA-ს რეალური დაბომბვების (1996) ალუზიაა (მათ შორის წარსულში მომხდარი ორი დაბომბვისა, რომლის დროსაც 1939 წელს ხიდის ნაწილი მართლა ჩამოინგრა).

4. ბელატრისა და ნარცისა სინამდვილეში არსებული, ნაცისტური რეჟიმის მიმართ სიმპათიით განწყობილი დების შთაგონებითაა შექმნილი

ჯოან როულინგმა ნარცისა, ბელატრისა და ანდრომედა ბლექები რეალური პიროვნებების – დები მიტფორდების შთაგონებით შექმნა. მიტფორდების ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს ცნობილი იყო თავისი სიმპათიებით ფაშისტური რეჟიმის მიმართ, ისევე როგორც ბლექების ოჯახის ეს ორი წარმომადგენელი იზიარებდა ვოლდემორის იდეებს. ბელატრისა – ვოლდემორის ფავორიტი ინსპირირებულია იუნიტი მიტფორდის პიროვნებისგან, რომელიც ჰიტლერზე იყო შეყვარებული. ხოლო ნარცისა მალფოის პროტოტიპი დიანა მიტფორდი იყო, რომელმაც 1932 წელს ქმარი მიატოვა და ცოლად ბრიტანეთის ფაშისტური პარტიის ლიდერს გაჰყვა. რაც შეეხება ანდრომედას, რომელიც ბლექების ოჯახის შემარცხვენლად ითვლებოდა მას შემდეგ, რაც მაგლზე დაქორწინდა, მისი პროტოტიპი ადამიანის უფლებათა დამცველი ჯესიკა მიტფორდია – ერთადერთი კომუნისტი მიტფორდების ოჯახში.

5. კვირინუს ქვირელი ძველი რომაული მითოლოგიის გმირია

ჰარი პოტერის ჰოგვორტსში სწავლის პირველ წელს ბნელი ძალებისგან თავდაცვის მასწავლებელი ენაბორძიკა და მეტად დაბნეული პროფესორი ქვირელია, რომელიც ჩალმაში კეფაზე “ამოსულ” ვოლდემორის სახეს მალავს. ბევრს არ ეცოდინება, რომ მთელი ეს იდეა რომაული მითოლოგიიდანაა ნასესხები.

რომაელი ღმერთის იანუს კვირინუსისგან, რომელსაც ორი სახე აქვს (თავის მხრივ, ის ენათესავება ძველბერძნულ ორსახოვან ღმერთ იანუსს). კვირინუსი კარიბჭეებისა და შესასვლელების მცველი ღვთაება იყო, რაც იმ ფაქტზე მიგვითითებს, რომ სწორედ ქვირელია პირველი ვილანი ჰარი პოტერის სერიაში და მასთან მისაღწევად ჰარის ჯადოებით შეკრული მრავალი კარის გაღება დასჭირდა.

6. ვოლდემორის ამბავი ოიდიპოსის ამბავს მოგვაგონებს

მეროუპ გონტი (შემდგომში რიდლი) ვოლდემორის დედა და მთავარი მიზეზია, რომელიც გვარწმუნებს, რომ სიყვარულის ელექსირის გამოყენებით მყარ ოჯახს ვერ შექმნი. მეროუპმა ტომ რიდლისთვის თავის შესაყვარებლად სწორედ სიყვარულის ელექსირი გამოიყენა და ტომ რიდლი უმცროსი გააჩინა; თუმცა უფროსმა რიდლმა მეროუპი ფეხმძიმობაშივე მიატოვა, რაც შემდეგ შვილმა მას მწარედ აზღვევინა და მაგლობისა და დედამისის მიტოვებისთვის სიკვდილით დასაჯა. მსგავსი ამბები ძველბერძნულ მითოლოგიაში, კერძოდ მეფე ოიდიპოსის თქმულებაშია აღწერილი. ოიდიპოსის დედობილს მეროპი ერქვა. სიუჟეტის მიხედვით კი ოიდიპოსმა უნებურად მამამისი მოკლა და ბიოლოგიური დედა ცოლად შეირთო. მის მსგავსად ვოლდემორიც არ გაზრდილა ნამდვილ მშობლებთან, თუმცა, მეფე ოიდიპოსისგან განსხვავებით, ძალიან მალე დაინტერესდა საკუთარი წარმომავლობით.

7. ჰედვიგი – ობოლი ჰარის მფარველი

პოლარული ბუ ჰედვიგი მთელი სერიის განმავლობაში ჰარის ერთგული თანამგზავრი და საყვარელი მეგობარია. ის თავისი პატრონის უსაფრთხოებას შეეწირა – სიკვდილის მხვრელის წყევლამ იმსხვერპლა მაშინ, როცა ჰარი დეიდისა და ბიძის სახლს ფენიქსის ორდენის წევრებთან ერთად ტოვებდა.

ჰედვიგს ეს სახელი შემთხვევით არ ჰქვია. როულინგმა ჰარის ბუს სახელი წმინდა ჰედვიგ სილეზიელის შთაგონებით შეურჩია. წმინდა ჰედვიგმა თავისი ცხოვრება მიტოვებული და დაობლებული ბავშვების მოვლა-პატრონობას შესწირა და მას ხშირად უდროოდ გარდაცვლილი ბავშვების ზეციურ მფარველადაც მიიჩნევენ.

8. დამბლდორის ფენიქს ფოუკსს სახელი გაი ფოქსის მიხედვით ჰქვია

დამბლდორის განუყრელი ფენიქსი ფოუკსი უკვდავი ფრინველია, რომელსაც განმეორებადი სასიცოცხლო ციკლი აქვს: გარკვეულ ხანს რომ მიაღწევს, ცეცხლი ეკიდება, იწვის და თავისივე ფერფლიდან ხელახლა იბადება. ეს ფენიქსის “დაწვის დღეა”. იმავე სახელით მოიხსენიებენ ბრიტანულ ისტორიულ დღესასწაულს, “გაი ფოქსის ღამეს”, რომლითაც იხსენებენ პროტესტანტების მოწინააღმდეგე გაი ფოქსის ჩაშლილ გეგმას, დენთით აეფეთქებინა ინგლისის პარლამენტი. ბრიტანელები ამ დღეს დიდებული, ცეცხლოვანი ფეიერვერკებით აღნიშნავენ, რაც ასევე ეხმაურება ცეცხლოვანი ფენიქსის ხასიათს.

9. სიბილ ტრელოუნის ანტიკური მისანი ქალის სახელი ჰქვია

სიბილ ტრელოუნი მისანია, მაგრამ რეალური ხილვები მას ძალიან იშვიათად აქვს, დანარჩენ დროს კი იმაში ფანტავს, რომ ჰოგვორტსის მისნობის გაკვეთილებზე სტუდენტებს ვარსკვლავებსა და სიზმრებზე ლაყბობით აბრუებს. სწორედ სიბილ ტრელოუნის პირით წამოითქვა წინასწარმეტყველება ვოლდემორზე და მის რჩეულ მტერზე, რომელიც ან ბნელი ბატონის ხელით მოკვდებოდა, ან მას გაანადგურებდა. ტრელოუნის ძველი ბერძენი მისანი ქალის სახელი – სიბილა ჰქვია. სიბილა საგანგებოდ აგებულ სამისნოში იჯდა და მას ძველი ბერძნები ნებისმიერი სახის ცხოვრებისეული რჩევებისთვის აკითხავდნენ.

სიბილის ბებია, ასევე წინასწარმეტყველი კასანდრა ტრელოუნიც ძველი ბერძენი მისნის სეხნიაა. მითის მიხედვით, კასანდრა დაწყევლილი იყო – დაენახა მომავალი, მაგრამ მისთვის არავის დაეჯერებინა. სწორედ მან უთხრა ტროელებს, არ შემოეყვანათ ქალაქში კარიბჭესთან დატოვებული ხის ცხენი, რომელიც ტროის დაცემის მიზეზად იქცეოდა. დაუჯერეს თუ არა ტროელებმა, თავადაც იცით.

10. თეთრი ირემი კელტური მითოლოგიური ცხოველია

შეიძლება ითქვას, რომ ირემი პოტერების ოჯახის მფარველი ცხოველია – ჯეიმს პოტერისა და ჰარი პოტერის პატრონუსი ხარირემია, ლილი პოტერისა კი – ფურირემი. ეს ცხოველი კელტურ მითოლოგიაში საკრალურად ითვლებოდა და ძველ კელტებს სწამდათ, რომ თეთრი ირემი საიქიოსა და სააქაოს შორის დესპანი იყო, ასევე შეეძლო ადამიანის თხოვნა სხვა სამყაროს წარმომადგენლებთან წაეღო. მართლაც, როცა ჰარიმ, რომელსაც დემენტორები მოკვლას უპირებდნენ, ტბის მეორე ნაპირთან მოელვარე პატრონუსი დაინახა, იფიქრა, რომ ეს მამამისის მიერ საიქიოდან გამოგზავნილი მაცნე იყო.

11. სირიუსის ბედი თავიდანვე ვარსკვლავებზე იყო დაწერილი

© JKR/Pottermore Ltd.™ Warner Bros.

სახელი “სირიუს ბლექი” თავისთავად ოქსიმორონია, რადგან სირიუსი ჩვენი გალაქტიკის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მაგრამ ჰარი პოტერის ეს ტრაგიკული და გამორჩეული პერსონაჟის ბედი ამ ვარსკვლავს არამხოლოდ სახელით უკავშირდება. სირიუსი დიდი ქოფაკის თანავარსკვლავედის განაპირა კუთხეში მდებარე ვარსკვლავია და მას ხშირად “ქოფაკის ვარსკვლავს” უწოდებენ. ასე რომ, სირიუსის სახელსა და გვარშივეა ჩადებული ინფორმაცია მის შავ ძაღლად გადაქცევაზე.

საერთოდ, ბლექების ოჯახის წევრების უმეტესობას ვარსკვლავების სახელები ჰქვია (რეგულუსი, არქტურუსი, ბელატრიქსი, ანდრომედა – ეს უკანასკნელი მთელი გალაქტიკის სახელია).

12. ჰერმიონი – შექსპირის პიესის პერსონაჟი

ჰერმიონის სახელი შექსპირის ნაწარმოებიდანაა ნასესხები. მას “ზამთრის ზღაპრის” პერსონაჟის, დედოფალ ჰერმიონის სახელი ჰქვია, რომელიც დროებით ასევე ქვის ქანდაკებად გადაიქცა. სწორედ ასე დაემართა ჰერმიონს ჰარი პოტერსა და საიდუმლო ოთახში. საბედნიეროდ, მისი პროტოტიპისავე მსგავსად, ჰერმიონმა კვლავ დაიბრუნა ცოცხალი სხეული.

13. დურმსტრანგის სკოლას სახელი გერმანული ლიტერატურული მოძრაობის მიხედვით ჰქვია

დურმსტრანგის ინსტიტუტი ჩრდილოევროპული ჯადოქრული უმაღლესი სკოლაა, რომელიც სერიაში პირველად ჰარი პოტერსა და ცეცხლოვან თასში, სამი ჯადოქრის ტურნირზე ჩნდება. მისი სახელი, ისევე როგორც სხვა სახელები პოტერის სერიაში, ნასესხებია, თუმცა როულინგი ამ შემთხვევაში უფრო შორს წავიდა. სახელი “დურმსტრანგი” ნაკლებად ცნობილი გერმანული ლიტერატურული მოძრაობის, სახელად Sturm and Drang-ის სახელის ანაგრამაა. მე-18 საუკუნის მოძრაობა განმანათლებლობის ხანის აზროვნების მიერ დამკვიდრებულ რაციონალიზმს ბუნების დაფასებასა და სიყვარულს, გრძნობებსა და ინდივიდუალიზმს უპირისპირებდა.

თუმცა Sturm and Drang-ის მოძრაობის იდეოლოგიას დურმსტრანგის ინსტიტუტის მსოფლმხედველობასა და პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს, რადგან დურმსტრანგი საკმაოდ ბნელი რეპუტაციით გამოირჩევა და მისი კურსდამთავრებულების ნაწილი, ისტორიულად, საეჭვო მორალური ღირებულებების ჯადოქრები იყვნენ (მაგ., გრინდელვალდი, იგორ კარკაროვი).

 

წყარო: www.ranker.com

Harry PotterIRAალუზიებიბელატრისადურმსტრანგივოლდემორიისტორიაისტორიული მოვლენებიისტორიული პიროვნებებიმალფოების ოჯახიმითოლოგიანარცისანაციზმინიკოლას ფლამელიოიდიპოსიპროფესორი ქვირელირეალური ისტორიასიბილ ტრელოუნისიკვდილის მხვრელებისირიუს ბლექიფაშიზმიფენიქსი ფოუკსიფილოსოფიური ქვაჰარი პოტერიჰედვიგიჰერმიონი

არ გამოგრჩეს

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში
გასართობი

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

13 დეკემბერი, 2019
ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა
დაჯილდოებები

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

11 დეკემბერი, 2019
„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …
გასართობი

„What If“: „დისნეის“ გმირებს 21-ე საუკუნეში, რომ ეცხოვრათ …

4 დეკემბერი, 2019
ინტერნეტში „Avatar 2“-ის ოფიციალური ფოტოსურათი ვრცელდება
გასართობი

ინტერნეტში „Avatar 2“-ის ოფიციალური ფოტოსურათი ვრცელდება

2 დეკემბერი, 2019

ახალი ამბები

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ქვიზები

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ქვიზი: შეამოწმე, რამდენად გახსოვს BIG BANG THEORY

ავტორი Cinemania
10 ივნისი, 2019
0

დარწმუნებული ხარ რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ქვიზი: დარწმუნებული ხარ, რომ კიანუ რივზის თავგადაკლული ფანი ხარ?

ავტორი Cinemania
28 ივნისი, 2019
0

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

რამდენად კარგად იცნობ კვენტინ ტარანტინოს?

ავტორი Cinemania
11 მაისი, 2019
0


ბოლოს დამატებული

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

როგორ იცვლებოდა ქალის სილამაზის სტანდარტები წლების განმავლობაში

ავტორი Cinemania
13 დეკემბერი, 2019
0

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

პარიზის ქუჩებში გაცოცხლებული „Star Wars“-ის ბატალიები

ავტორი Cinemania
12 დეკემბერი, 2019
0

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ცნობილმა ჟურნალმა „GQ“-მ 2019-ის „… წლის ადამიანები“ დაასახელა

ავტორი Cinemania
11 დეკემბერი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

CINEMANIA © 2017-2019