ანა ურუშაძის ფილმმა სარაევოს კინოფესტივალზე გრან პრი მოიპოვა

 

რიგით 23–ე სარაევოს კინოფესტივალი 11 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდება. ახლახანს გამოვლინდა ძირითადი ნომინაციის გამარჯვებულები, რომელთა შორისაც ქართველი რეჟისორის ნამუშევარიც მოხვდა.

სარაევოში გამართული ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ანა ურუშაძის ფილმს “საშიში დედა“ საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმის პრიზი გადაეცა.

გრან პრის მფლობელ ქართულ ფილმში მთავარ როლს ნატა მურვანიძე ასრულებს, ფილმის შინაარსი კი სოციალურ პასუხისმგებლობაზე და მასთან დაკავშირებულ თემებზეა მორგებული.

 

Comments

comments