ნატო გაგნიძე: “მჯერა, რომ ერთ დღესაც ჩემი ყველა ოცნება ასრულდება”

(ბლიც-ინტერვიუ მსახიობ ნატო გაგნიძესთან)

 

კინო/თეატრი ავირჩიე იმიტომ, რომ ეს თავისთავად მოხდა.

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი ექიმი.

სიამოვნებით ვითამაშებდი სერსეი ლანისტერს სამეფო კარის თამაშებიდან.

მე უნდა მეცხოვრა შუა საუკუნეებში.

ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ყველაფერში.

მიყვარს მოგზაურობა.

მძულს თვითონ ეს სიტყვა და ის შეგრძნება, რომელსაც ის გულისხმობს.

მეშინია დაუცველობის და უსუსურობის მდგომარეობის.

ვოცნებობ ისეთ რამეებზე, ოცნებისთვისაც რომ უხერხულია.

მომწონს საკუთარ თავში – არ ვიცი.

არ მომწონს საკუთარ თავში ის, რომ არ ვიცი, რა მომწონს საკუთარ თავში.

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ გონიერებას და სამართლიანობას.

სხვებში ყველაზე მეტად მაღიზიანებს უტიფრობა.

არასოდეს გავაკეთებ ასეთ რადიკალურ განცხადებებს (ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ მასწავლა).

ვნანობ ყოველთვის, როცა საქმეს სანანებლად ვიხდი.

მჯერა, რომ ერთ დღესაც ჩემი ყველა ოცნება ასრულდება.

თავისუფლება ნიშნავს იმ მდგომარეობის ძიებასა და მიგნებას, როდესაც საკუთარ თავთან სრულ ჰარმონიაში ხარ.

 

მოამზადა მარი ბექაურმა

Comments

comments