ეროვნულმა კინოცენტრმა “ოსკარზე“ წარსადგენი 4 ქართული ფილმი დაასახელა

ოსკარის 90-ე საიუბილეო ცერემონია 2018 წლის 4 მარტს გაიმართება. ამერიკის კინოაკადემიამ უკვე დაიწყო ნომინანტი ფილმების სიის შედგენა. ძირითად ნომინაციებს შორისაა საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაცია. წლევანდელ კონკურსზე გასაგზავნი ქართული ფილმის სტატუსს ჟიური შემდეგი ოთხი ფილმიდან ერთს მიანიჭებს:

  • “ლუკა” (რეჟისორი: გიორგი ბარაბაძე)
  • “მძევლები” (რეჟისორი: რეზო გიგინეიშვილი)
  • “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
  • “საშიში დედა” (რეჟისორი: ანა ურუშაძე)

საქართველოს ეროვნული ცენტრის მიერ ფილმების მიღება 2 აგვისტოდან 11 აგვისტომდე მიმდინარეობდა. იმ ოთხი ფილმიდან, რომელთა განაცხადიც ამ ვადაში კინოცენტრში შეიტანეს, ჟიური საუკეთესო ნამუშევარს 30 აგვისტოს შემდეგ გამოავლენს. კინოცენტრის სპეციალური კომისიის წევრების სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, ამის შემდეგ კი შერჩეული ჟიური 29–30 აგვისტოს იხილავს აღნიშნულ ფილმებს შესაფასებლად.

Comments

comments