ნანა ჯორჯაძე ამერიკის კინოაკადემიის წევრი გახდა

ამერიკის კინოაკადემიამ 774 ახალი წევრი მიიღო, მათ შორის ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რომლის ნამუშევარი “შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი” 1997 წელს ოსკარზე იყო წარდგენილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ნანა ჯორჯაძის გარდა კინოაკადემიის წევრია რეჟისორი ზაზა ურუშაძე, რომლის ფილმი “მანდარინები” იგივე ნომინაციში 2013 წელს მონაწილეობდა.

cbw.ge

Comments

comments