ქართული ანიმაცია “ჯინო” ჩიკაგოს საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარსდგება

მოკლემეტრაჟიან და დოკუმენტურ ფილმებთან ერთად, ქართველი რეჟისორების მიერ გადაღებული ანიმაციური ფილმებიც აღწევენ წარმატებას ევროპულ ასპარეზზე. ამჯერად ქართულ ნამუშევარს ჩიკაგოს საბავშვო ფილმების ფესტივალზე იხილავენ, სადაც დათო კიკნაველიძე ანიმაციურ ფილმ “ჯინოს” წარუდგენს ამერიკელ მაყურებელს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საბავშვო ფილმების ფესტივალის მონაწილეთა შორის ქართველი რეჟისორის სურათი მოხვდა. ასევე სასიხარულოა ისიც, რომ “ჯინო” ტოკიოს, ბარსელონას, ბრიუსელის და ბადალონას საბავშვო ფესტივალებზეც მოხვდა.

 

Comments

comments