ქართული ფილმი “საშიში დედა” ლოკარნოს კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ფილმად დაასახელეს

ანა ურუშაძე ლოკარნოს 70-ე საიუბილეო კინოფესტივალზე საუკეთესო სადებიუტო ნამუშევრისთვის საშიში დედა დაჯილდოვდა.

ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კინოფესტივალად ითვლება, სადაც ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან არაერთი ცნობილი და წარმატებული რეჟისორი იყრის თავს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა საკონკურსო სექციაში Concorso Cineasti del presente  გაიმართა და ნამუშევარმა მსოფლიო პრესაში დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
ანა ურუშაძის სადებიუტო ნამუშევარი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველოს და ესტონეთის კოპროდუქციაა. მთავარ როლს კი ფილმში ნატო მურვანიძე ასრულებს.

Comments

comments