ცნობილი ფილმების ფერთა გამა და მათთვის დამახასიათებელი განწყობა

ფერი ფილმის ტონსა და განწყობას დიდწილად განსაზღვრავს – ჯერ კიდევ მანამდე ვხვდებით, რაზე მოგვითხრობს ამბავი, სანამ პერსონაჟები ხმას ამოიღებენ ან რამეს მოიმოქმედებენ. ვაჩოვსკებმა მატრიცაში მწვანე ფერის გრადაცია გამოიყენეს, რაც ადრეული კომპიუტერების მონოქრომული მონიტორისთვის დამახასიათებელი ტონი იყო. მოკალი ბილის მთავარი გმირისთვის, რომელსაც უმა თურმანი ასრულებს, ყვითელი კოსტიუმი შეარჩიეს, რაც სიმბოლურად პერსონაჟის შეშლილობასა და არასტაბილურობას განასახიერებს. რომანტიკულ კომედიებს პასტელური ფერები – ბეჟი, ვარდისფერი და ცისფერი ახასიათებს, ხოლო საი-ფაი და ფუტურისტულ ფილმებს – ლურჯის, რუხისა და მწვანის ელფერები. თანამედროვე ჰოლივუდის ტრენდული ფერებია ფირუზისფერი და ნარინჯისფერი, განსაკუთრებით თუ გრაფიკული რომანებისა და კომიქსების ადაპტაციასთან გვაქვს საქმე.

ტვიტერის ერთ-ერთ გვერდზე სახელად CinemaPalettes სწორედ პოპულარული ფილმების დამახასიათებელ ფერებს აცნობენ კინომოყვარულებს. ამ ამგარიშზე ცნობილი ფილმების დასამახსოვრებელი სცენებიდან ამოკრებილი და შედგენილია ფერთა პალიტრა, რომელიც მთლიანი ფილმის ზოგადი განწყობის გამომხატველია. გვერდზე 250 პალიტრაზე მეტის ნახვა და განხილვაა შესაძლებელი.

დაათვალიერეთ პოპულარული ფილმების ფერთა გამა და დარწმუნდით, რომ ფერები ფილმის  განწყობისთვისაც უმნიშვნელოვანესია.

1. ალადინი

2. ელისი სარკის მიღმა

3. ამერიკული სილამაზე

4. ამერიკელი ფსიქოპათი

5. ენი ჰოლი

6. ბერდმენი

7. პატარძლის გვამი

8. დედპული

9. ჯანგო

10. ედვარდ მაკრატელხელება

11. ფორესტ გამპი

12. გაყინული

13. გაუჩინარებული ქალი

14. ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: II ნაწილი

15. დასაწყისი

16. უსახელო ნაბიჭვრები

17. ყბები

18. იურიული პერიოდის პარკი

19. მოკალი ბილი

20. პის ცხოვრება

21. თარგმანში დაკარგულები

22. შეშლილი მაქსი

23. ამომავალი მთვარის სამეფო

24. სტრინგერი

25. მაკულატურა

26. ცოფიანი ძაღლები

27. რომეო + ჯულიეტა

28. მოჩვენებების მიერ გატაცებულნი

29. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 5

30. ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 7

31. თვითმკვლელთა რაზმი

32. ტაქსის მძღოლი

33. შურისმაძიებლები

34. შავი რაინდი

35. ნათლია

36. შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა

37. მეფე ლომი

38. მარსელი

39. გადარჩენილი

40. ნათება

41. კრავთა დუმილი

42. ყველაფრის თეორია

43. თრუმენის შოუ

44. უოლ სტრიტის მგელი

45. საუკეთესო მსროლელი

Comments

comments