დისნეი საკუთარ სტრიმინგ სერვისს აანონსებს

დისნეი საკუთარი სტრიმინგ სერვისის გაშვებას 2019 წლის შემოდგომისთვის აპირებს. ყველას აინტერესებს, თუ როგორი იქნება ის და რას შესთავაზებს მაყურებელს. დღეს ცნობილი გახდა რამდენიმე დეტალი.

დისნეი სერვისის პირველ წელს 4-5 ორიგინალი ფილმისა და სერიალის გაშვებას გეგმავს და თავიდან მათი ნახვა მხოლოდ ამერიკის კონტინენტზე იქნება შესაძლებელი, მოგვიანებით კი ყველგან. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ პროგრამა მთლიანად საბავშვო-საოჯახო იქნება და იქ R-შეფასების ფილმები არ იქნება ნაჩვენები.

იგეგმება შემდეგი წიგნების ეკრანიზაცია: “The Paper Magician” (Charlie N. Holmberg), “Stargirl” და “Timmy Failure” (Jerry Spinelli), ასევე სერვანტესის “დონ კიხოტის” ადაპტირებული ვერსია.

კომპანია სერიალების შესაქმნელად 25-დან 35 მილიონამდე დოლარის დახარჯვას აპირებს.

Comments

comments