ოსკარის პატარა გამარჯვებულები და ნომინანტები: სად არიან ისინი დღეს?

კინოაკადემიის 70-ე დაჯილდოებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება. ჩვენ ეტაპობრივად გავიხსენეთ საინტერესო მოვლენები ოსკარების ისტორიიდან, სხვადახვა ნომინაციაში დაჯილდოებული მსახიობები და ფილმები. ამჯერად კი ოსკარის ყველაზე პატარა ნომინანტებისა და გამარჯვებულების დროა. ერთად გავიხსენოთ, როგორ გაგრძელდა მათი მოღვაწეობა ოსკარების შემდეგ; სად არიან და რას საქმიანობენ ისინი დღეს.

1. ანა პაქვინი პიანინოდან

ანა პაქვინი 1994 წელს პიანინოში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლის გამო დაჯილდოვდა ოსკარით და ჯერჯერობით რჩება ოსკარების ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულად.

ამჟამად 35 წლის პაქვინი სამსახიობო კარიერას აგრძელებს. მისი ბოლო პროექტებია Marvel-ის იქს-ადამიანების ფრენჩაიზი, სერიალი ფილიპ კ. დიკის ელექტრონული სიზმრები და HBO-ს ვამპირული სერია ნამდვილი სისხლი.

2. ებიგელი ბრესლინი ფილმისთვის პატარა მის ბედნიერება

2006 წელს პატარა მის ბედნიერებაში შესრულებული როლის გამო აბიგაილი ოსკარებზე მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში იყო წარდგენილი და იგი ამ კატეგორიაში წარდგენილი მეოთხე ახალგაზრდა ნომინანტია.

დღეს ის მსახიობობას აგრძელებს. 2009 წელს მაყურებელმა იგი ჩემი დის მფარველში იხილა კამერონ დიასთან ერთად, ენდერის თამაშში და ბევრ სხვა საინტერესო პროექტში.

3. ჰეილი ჯოელ ოსმენტი ფილმისთვის მეექვსე გრძნობა

ჰეილი მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში 11 წლის ასაკში იყო წარდგენილი თრილერ მეექვსე გრძნობაში შთამბეჭდავად შესრულებული როლის გამო. ამჟამად 29 წლის მსახიობის ყველაზე დასამახსოვრებელი პროექტი დღემდე სტივენ სპილბერგის ხელოვნურ ინტელექტში ბრწყინვალედ შესრულებული რობოტი ბიჭუნას როლია, ყველაზე ბოლო ნამუშევარი კი ელიოტ ლესტერის მთვარეულია. რაც შეეხება სერიალებს, ოსმენტი გამოჩნდა HBO-ს სილიკონის ხეობაში და Hulu-ს მომავლის ადამიანში.

4. ჯოდი ფოსტერი ფილმისთვის ტაქსის მძღოლი

ჯოდი ფოსტერი მარტინ სკორსეზეს ტაქსის მძღოლში შესრულებული როლისთვის მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში 14 წლის ასაკში იყო წარდგენილი. 1988 წელს მან საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმისთვის The Accused, შემდეგ კი მეორედ გაიმარჯვა ფილმისთვის კრავთა დუმილი.

5. მერი ბედჰემი ფილმისთვის ნუ მოკლავ ჯაფარას

10 წლის მერი ბედჰემმა ჰარპერ ლის საკულტო წიგნის 1962 წლის ეკრანიზაციაში განსახიერებული სკააუტის როლისთვის დაიმსახურა ოსკარის ნომინაცია, თუმცა ოსკარი იმ წელს 16 წლის პეტი დიუკს ერგო.

ბედჰემს დასამახსოვრებელი როლი ჰქონდა ბინდის ზონის ფინალურ სერიაში და კიდევ რამდენიმე ფილმში, შემდეგ კი მსახიობობას თავი დაანება, მხოლოდ 2005 წელს გამოჩნდა ხანმოკლე კამეოთი ფილმში Our Very Own. ამჟამად 65 წლის მსახიობი განათლების სფეროში მუშაობს.

6. კეიშა კასლ-ჰიუზი ფილმისთვის ვეშაპზე ამხედრებული

2002 წლის ფილმი ვეშაპზე ამხედრებული 12 წლის კეიშას სადებიუტო როლი იყო და მაშინვე ოსკარზე წარადგინეს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში. ის ამ კატეგორიაში ყველაზე ახალგაზრდა ნომინანტი იყო. შემდეგ ის ვარსკვლავური ომების მე-3 ეპიზოდში გამოჩნდა, ბოლოდროინდელი დასამახსოვრებელი როლი კი სამეფო კარის თამაშებში შესრულებული ობარა სენდია.

7. ჰეილი სტაინფელდი ფილმისთვის სულის სიმტკიცე

ჰეილი სტაინფელდი მეორეხარისხოვანი მსახიობის ნომინაციაში ძმები ქოენების ვესტერნით 2010 წელს იყო წარდგენილი და შემდეგ ნაყოფიერი სამსახიობო მოღვაწეობა განაგრძო. ბოლო დროს ის ყველაზე მეტად ცნობილია იდეალურ ხმაში შესრულებული როლით.

Comments

comments