10 ყველაზე გამორჩეული ქალი ჯეიმს ბონდის ფილმების ისტორიაში

2015 წელს სემ მენდესმა ჯეიმს ბონდის როლზე კვლავ დენიელ კრეიგი მოიწვია, თუმცა მისი მოწინააღმდეგე ქალბატონის შერჩევისას საკმაოდ ორიგინალური გადაწყვეტილება მიიღო. რეჟისორმა გადაწყვიტა სპექტრი: აგენტი 007 მონიკა ბელუჩის მონაწილეობით გადაეღო, რაც ცნობილი ფრენჩაიზის გულშემატკივრებისთვის და თვითონ მსახიობისთვისაც მოულოდნელი გამოდგა. როგორც ბელუჩი იხსენებს, მას თავდაპირველად ეგონა, რომ ფილმში ჯუდი დენჩის როლს აბარებდნენ, თუმცა საბოლოო ჯამში ცნობილი აგენტის პარტნიორი ქალბატონის პერსონაჟი განასახიერა. მენდესის რეჟისორული ხედვა საკმაოდ ორიგინალური აღმოჩნდა, მას სურდა ბონდისთვის ასაკით შესაფერისი სასიყვარულო ინტერესის ობიექტი შეერჩია და ამან ფილმზე ძალიან დადებითი გავლენა მოახდინა. გთავაზობთ იმ გოგონების სიას, რომლების როლმა და თამაშის ტექნიკამაც ჯეიმს ბონდის ფილმები ყველაზე განსაკუთრებული გახადა:

ურსულა ანდრესი 

იან ფლემინგის პირველი ეკრანიზაციის მთავარი გმირი ჯეიმს ბონდის გოგონების სამაგალითო პერსონაჟადაა შერაცხული და ყველა მომდევნო ფილმში მოთამაშე ქალბატონების იმიჯს სწორედ მასთან ადარებენ. მისი გამოჩენის პირველი სცენა და ყვითელი ბიკინი კინოს ისტორიის კლასიკად არის აღიარებული.

ჰონორ ბლექმენი

1964 წელს ბრიტანელი მსახიობი ცნობილი როლის მიღების შემდეგ ყველაზე უფრო ასაკოვანი ქალი გახდა, ვისაც კი ოდესმე ბონდის გოგონას როლი შეუსრულებია. შონ კონერზე 5 წლით უფროსმა ვარსკვლავმა მისი პერსონაჟი იდეალურად წარმოაჩინა დიდ ეკრანზე. 39 წლის მსახიობისთვის ეს როლი წარმატებული კარიერული გზის დასაწყისად იქცა.

ბარბარა ბეჩი 

ცნობილი ლამაზმანი ფილმიდან ჯაშუში რომელსაც ვუყვარდი, რეალურ ცხოვრებაში ბონდის ფრენჩაიზის დიდი სიყვარულით არ გამოირჩეოდა და ცნობილი აგენტის თვისებებსაც კი აკრიტიკებდა.

შირლი იტონი

ჯეიმს ბონდი: გოლდფინგერის მთავარი გმირის განსახიერება და ზოგადად ეს ნამუშევარი ლამაზი ქალბატონის კარიერაში ყველაზე წარმატებულ ფილმად არის აღიარებული.

ჯეინ სეიმური

როჯერ მურის პარტნიორი გოგონა სულ რაღაც 20 წლის იყო, როდესაც ლეგენდარულ როლზე დაამტკიცეს. რეჟისორის ასეთ გადაწყვეტილებას სეიმური იმით ხსნის, რომ ფილმის ავტორებს სურდათ ჯეიმს ბონდს ამჯერად უფრო მეტად ვაჟიშვილის იმიჯი ჰქონოდა.

გრეის ჯონსი

ცნობილი მსახიობის მიერ განსახიერებული ქალბატონი ჯეიმს ბონდის გოგონებს შორის ყველაზე განსხვავებული ხასიათით გამოირჩევა და მისმა პერსონაჟმა მომდევნო ფილმებზე უდიდესი გავლენა იქონია.

ფამკე იანსენი

ძლიერ ქალებზე საუბრისას შეუძლებელია ეს მსახიობი არ გაგვახსენდეს. ფამკეს მიერ განსახიერებული ბონდის ფილმის მთავარი პერსონაჟი საკმაოდ სანახაობრივი საფირმო ილეთით გამოირჩეოდა და მილიონობით ფანს შეაყვარა თავი.

მიშელ  ეიო

ცნობილი მსახიობის მიერ განსახიერებულ პერსონაჟს პარტნიორმა პირს ბროსნანმა “ქალი ბონდიც” კი უწოდა. მისი ქარიზმა იმდენად წარმატებულად წაადგა ფილმს, რომ პროდიუსერები ცნობილი გოგონას ისტორიაზე სპინოფის გადაღებასაც კი აპირებდნენ.

ჰოლი ბერი

ცნობილი ვარსკვლავის განსახიერებული სტაფილოსფერ ბიკინიში გამოწყობილი გოგონა გულშემატკივრებმა ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ პერსონაჟად აღიარეს. სპინოფის გადაღება ჰოლი ბერის განსახიერებულ ურსულაზეც იგეგმებოდა, თუმცა რეჟისორისა და კინოკომპანიის მიერ კრეატიულ საკითხებზე ვერ შეთანხმების გამო ეს პროექტი ჩაიშალა.

ევა გრინი

2006 წელს ჯეიმს ბონდის სამყარომ ახალი გმირი იხილა. დენიელ კრეიგის დებიუტმა მთელი ჰოლივუდისგან საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, თუმცა კაზინო როიალი ევა გრინის განსახიერებული პერსონაჟითაც გამოირჩევა. მსახიობმა ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ მისი ნათამაშები გოგონა სხვა ბონდის პარტნიორებისგან განსხვავებული ყოფილიყო და ამის გამო გადაწყვიტა ლინდის პერსონაჟი სამოსის გახდის გარეშე წარმოედგინა ეკრანებზე. ევას პროდიუსერებთანაც კი მოუვიდა უთანხმოება, რადგან ისინი შხაპში გადაღებული ცნობილი სცენისას გრინს სამოსის გახდას სთხოვდნენ, თუმცა დენიელ კრეიგის მხარდაჭერით ვარსკვლავმა თავისი ამ სიტუაციაშიც გაიტანა.

Comments

comments