ანჯელინა ჯოლის უცნობი მხარე

ანჯელინა ჯოლის მსოფლიო შესანიშნავ მსახიობად, ულამაზეს ქალად, ბრედ პიტის დიდი ხნის პარტნიორად (მათი ურთიერთობა არც ისე დიდი ხანია დასრულდა და დღემდე მოლაპარაკებებს აწარმოებენ შვილების მეურვეობის საკითხებზე), მრავალშვილიან მზრუნველ დედად, მსოფლიოში მშვიდობის დესპანად და ქველმოქმედად იცნობენ. ვერაფერს იტყვი, მისი მოღვაწეობის სფერო ძალიან მრავალმხრივია და ენჯის ნამდვილად ეკუთვნის მილიონების დამსახურებული სიყვარული. თუმცა მას, როგორც ნიჭიერ და ძლიერ ლამაზ ქალს, საწინააღმდეგო, გაცილებით ბნელი მხარეც აქვს, რომელიც სხვადასხვა უცნობი, ზოგჯერ შემაშფოთებელი დეტალისგან შედგება.

მოდი, ერთად გადავხედოთ ამ მხარეს და უკეთ გავიცნოთ ანჯელინა.

გამოიყენა თუ არა მან ღარიბი კამბოჯელი ბავშვები საკუთარი ინტერესებისთვის?

2017 წლის ივლისში Vanity Fair-ის სტატიაში გამოქვეყნდა ინტერვიუ, სადაც ანჯელინა თავისი ფილმის First They Killed My Father კასტინგის პროცესზე ყვებოდა. ამ ინტერვიუს საფუძველზე ჯოლი ბავშვების მიმართ არაეთიკურ ქცევასა და მათ ექსპლუატაციაში დაადანაშაულეს, რაზეც მსახიობმა ეს “გაუგებრობად” მონათლა, მისმა ადვოკატმა კი ჟურნალს მოსთხოვა სტატია ამოეღო. ჟურნალი თავის აზრზე დარჩა და ხმოვანი ინტერვიუს ნაბეჭდი ვერსია სიტყვასიტყვით გამოაქვეყნა.

ის საბავშვო ბაღის მთავარი “მოკოცნავე” გოგო იყო

თავად ანჯელინა იხსენებდა, რომ ბაღში ის ჯგუფის, სახელად “მოკოცნავე გოგონების” ლიდერი იყო და თამაში მოიგონა, რომლის წესების თანახმადაც ბიჭებისთვის უნდა ეკოცნათ და “გადადებობანა” ეთამაშათ.

სექსუალური ცხოვრება საკმაოდ ადრეულ ასაკში დაიწყო

ანჯელინამ საკმაოდ ადრეულ ასაკში გაიჩინა ბოიფრენდი და დაიწყო სქესობრივი ცხოვრება. მას დედა ნებას რთავდა, შეყვარებული სახლში მიეყვანა.

მისი პირველი ურთიერთობა საბოლოოდ ძალადობაში გადაიზარდა

ჯოლიმ ქალწულობა 14 წლის ასაკში დაკარგა. თუმცა შეყვარებულთან ემოციურად დაახლოების მიზნით უცნაურ გზას მიმართა – იგი დანით დასერა. ბოიფრენდიც ასევე მოექცა მას, ანჯელინას თქმით, მას ეს აღაგზნებდა.

ანჯელინას სისხლი იზიდავდა

 

ჯოლის სიყვარული სისხლის მიმართ მოზრდილ ასაკშიც გაგრძელდა. ერთხელ ანჯელინა წითელ ხალიჩაზე გამოჩნდა ყელზე ჩამოკიდებული პატარა შუშით, რომელშიც მისი იმჟამინდელი ქმრის, ბილი ბობ ტორნტონის სისხლი ესხა. ტორნტონის თქმით, ენჯის ძალიან რომანტიკულად მიაჩნდა თითების დასერა და საკუთარი სისხლის საყვარელი ადამიანისთვის მიძღვნა.

იგი დანების კოლექციას აგროვებს

ერთ ინტერვიუში ჯოლიმ აღტაცებით ისაუბრა საკუთარ კოლექციაზე, რომელშიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი დანა ინახება. თუმცა მსახიობმა იქვე დასძინა, რომ მათ შვილებისგან მოშორებით ინახავს.

ჯოლის რომანი ქალთანაც ჰქონია

ჯოლიმ აღიარა, რომ ყალბი ცეცხლის მსახიობთან, ჯენი შიმიზუსთან ჰქონდა ურთიერთობა, როცა ჯერ კიდევ ჯონი ლი მილერის ცოლი იყო. მათი რომანი ჯოლის პირველი ქორწინების დასრულების შემდეგ და სხვა მამაკაცებთან ურთიერთობის პარალელურადაც გრძელდებოდა.

თავის მოსაკლავად მან კინაღამ მკვლელი დაიქირავა

საიდუმლო არაა, რომ ჯოლის იარაღებთან თამაში უყვარს, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში მან ისიც აღიარა, რომ კინაღამ ბევრად სახიფათო ნაბიჯიც გადადგა და ცხოვრების უმძიმეს პერიოდში ლამის დაქირავებულ მკვლელს მიმართა საკუთარი მკვლელობის შესაკვეთად.

მან პირობა დადო, რომ აღარასდროს იქნება “თვითდესტრუქციული”

მსახიობმა საჯაროდ აღიარა წარსული “შეცოდებები” და ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ მისი დღევანდელი ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ძველისგან. “მე უბრალოდ გოგო ვიყავი, რომელიც ცხოვრებაზე სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა, ცოტა უხეში და უჩვეულო, თვითდესტრუქციული ხერხებით. შემდეგ ნელ-ნელა ვისწავლე იმის დაფასება, რაც გამაჩნია”.

ჯოლი 2002 წელს გახდა დედა და თავს შეჰპირდა, რომ აღარასოდეს დააპირებდა საკუთარი თავის განადგურებას. მას შემდეგ ჯოლი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გრძნობს შვილების მიმართ და ყველაფერს აკეთებს საკუთარი და მათი კეთილდღეობისთვის.

Comments

comments