“ოქროს პალმის რტოს” მფლობელი ვიტორიო ტავიანი გარდაიცვალა

იტალიელი რეჟისორი, ვიტორიო ტავიანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან ძმასთან, პაოლო ტავიანთან ერთად არაერთი ფილმი შექმნა, რომლებმაც სხვადასხვა დროს “ოქროს პალმის რტო“, “ოქროს დათვი” და “ოქროს ლომი” დაიმსახურეს.

ძმები ტავიანების ცნობილი ნამუშევრებია მამა-მბრძანებელი და კეისარი უნდა მოკვდეს. მათ 20-ზე მეტი ფილმი შექმნეს ერთობლივად.

ძმები ტავიანების უკანასკნელი ნამუშევრია 2015 წელს გადაღებული დეკამერონი.

 

Comments

comments