რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი კვლავ ერთად არიან?

რობერტ პატინსონი 11 თებერვალს, თავის ძველ შეყვარებულთან, კრისტენ სტიურტთან ერთად შენიშნეს.

ისინი ლოს ანჯელესის ერთ-ერთ ბარში შეხვდნენ ერთმანეთს. მათმა შეხვედრამ ბევრი ადამიანი შოკში ჩააგდო, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც გული ეტკინა და ეს პირველ რიგში, პატინსონის ყოფილი საცოლე ეფქეი თვიგსია. ისინი ერთმანეთს სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ და დაინიშნენ კიდეც, თუმცა, საბოლოოდ, 2015 წელს, ყველაფერი დასრულდა. მას შემდეგ პატინსონი კეტი პერისთან და უცნობ ქერათმიან ქალთან ერთად შენიშნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ იქნება მისი მომავალი შეყვარებული.

შეგახსენებთ, რომ სტიუარტი ამჟამად სტელა მაქსველს ხვდება.

hollywoodlife.com

Comments

comments