ვიდეო: ნახევრად შიშველი ქეით აპტონის სასაცილო ინციდენტი

როგორც მოდელს, ქეით აპტონს, ალბათ, თამამი ფოტოსესიებით, თავისი დამახასიათებელი ვიზუალისა და ფიგურების წყალობით ყველა იცნობს, როგორც მსახიობი კი ფილმიდან “სხვა ქალი” გავიცანით.

ქეითი კარიბის ზღვაში, კუნძულ არუბაზე ფოტოსესიისთვის ემზადებოდა. ნახევრადშიშველი მოდელი მოზრდილ ლოდზე უნდა მდგარიყო, რაც ფოტოსესიას წყლის და მზის ფონზე, კიდევ უფრო მიმზიდველს გახდიდა, თუმცა დედაბუნების ხასიათს რას გაუგებ, ყველაფერი თითქოს იდეალურად მიმდინარეობდა, რომ არა….

ვიდეოში კარგად ისმის, როგორ პანიკაშია მთელი გადამღები ჯგუფი, თუმცა საბოლოოდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ვიდეო, სპორტული საცურაო კოსტუმების ოფიციალურმა გვერდმა, უპრობლემოდ ატვირთა, რამაც ყველა ძალიან, ძალიან გაგვახალისა

Comments

comments