ანჯელინა ჯოლის პირველი, გულწრფელი ინტერვიუ ბრედ პიტთან დაშორების შემდეგ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი 12 წლის განმავლობაში ჰოლივუდის ყველაზე გლამურულ წყვილად ითვლებოდნენ, თუმცა გასული წლის სექტემბერში ისინი დაშორდნენ.

ადვოკატმა ანჯელინას ნაბიჯი “ოჯახის კეთილდღეობისთვის” მიღებულ გადაწყვეტილებად გამოაცხადა და განაცხადა, რომ ჯოლი ბავშვებზე სრული მეურვეობისთვის იბრძოლებდა.

ბრედს და ანჯელინას ექვსი შვილი ჰყავთ, 3 ნაშვილები (მედოქსი, პაქსი, ზაჰარა) და სამი ბიოლოგიური (შაილო, ვივიენი, ნოქსი). წყვილის ურთიერთობა გარკვეული დროის განმავლობაში დაიძაბა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ბოლო წვეთი პიტსა და მედოქსს შორის თვითმფრინავში მომხდარი ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება აღმოჩნდა. ამ ამბის შემდგომ ჯოლი ბავშვებთან ერთად სახლში დაბრუნდა და პიტი გააგდო.

ანონიმურმა პირმა მომხდარი სამართალ დამცავებს შეატყობინა. FBI-მ და ლოს-ანჯელესის ოლქის ოჯახისა და ბავშვების დაცვის სააგენტომ პიტის წინააღმდეგ გამოძიება ბავშვზე ძალადობის მუხლით დაიწყეს. ბრედი უდანაშაულოდ ცნეს, მოგვიანებით მსახიობმა GQ-სთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ განშორების შემდეგ ტკივილი ტანჯავს და სასმელთან დაკავშირებული პრობლემებიც აქვს.

იყო ჭორები, რომ მას ურთიერთობა ფრანგ მსახიობ მარიონ კოტიართან ჰქონდა (პიტმა და მერიონმა ჭორები უარყვეს).

ამ დროისთვის წყვილი კვლავ აგრძელებს მოლაპარაკებას გაშორების პირობების შესახებ.

ჯოლის ისედაც დატვირთული ცხოვრება (სამსახიობო კარიერა, ჰუმანიტარული საქმიანობა, ექვსი შვილის მოვლა, ლექციების კითხვა ქალთა უფლებებზე ლონდონის ეკონომიკის სკოლაში და ა.შ.) უფრო რთული გახდა, ახლა ყველაფერს მარტო უმკლავდება. ეჭვი არ არის, რომ მის გარშემო ყოველდღიური ქაოსია, შეხვედრები, მოგზაურობა, სხვადასხვა ჰუმანიტარული პროექტების ორგანიზება.

“ჩვენთვის ეს ურთულესი აღმოჩნდა და ახლა “ჰაერზე” გამოვდივართ. ეს სახლი [ანჯელინამ ახალი სახლი შეიძინა] ჩვენთვის დიდი ნაბიჯია და ყველანი ვცდილობთ, რომ როგორმე ჩვენს ოჯახში ჯანსაღი გარემო შევქმნათ”.

დრამა პირად ცხოვრებაში მის პირველ პერსონალურ პროექტს დაემთხვა. ჯოლიმ ფართო მასშტაბიანი ფილმი First They Killed My Father გადაიღო. ფილმი წითელი კხმერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კამბოჯაში, 1970 წლიდან დღემდე, ორ მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლეს. სიუჟეტი კამბოჯელი აქტივისტის, ლუნგ ანგის ამავე სახელწოდების მემუარებს ეყრდნობა. ფილმი 2 ათასზე მეტ ნამდვილ ისტორიაზე იქნება დაფუძნებული. როგორც კამობჯელები ამბობენ, ეს ფილმი ხელოვნების ნიმუშია, რომელიც ზედმიწევნით ასახავს მათი ქვეყნის ისტორიის ნაწილს.

ტაბლოიდები წერდნენ, რომ ბრედის და ანჯელინას ურთიერთობა გაუმჯობესდა და ახლა მეგობრობენ.

“ჩვენ ვზრუნავთ ერთმანეთზე და ჩვენს ოჯახზე. ორივეს ერთი მიზანი გვაქვს. ჩვენს ურთიერთობაში ბევრი ტკივილი იყო. მე მახსოვს როგორ ვნერვიულობდი დედაჩემზე, რომელმაც მამაჩემთან ურთიერთობისას ბევრი რამ გადაიტანა. არ მინდა, რომ ჩემი შვილები ჩემზე ნერვიულობდნენ. მე ვფიქრობ, რომ ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, იტირო აბაზანაში და არა მათ წინ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაშინაც კი, როდესაც ამაში დარწმუნებულები არ ვართ”.

ის ფაქტი, რომ ვიღაცისთვის ჯერ კიდევ სექსსიმბოლოა მისთვის სასაცილოა.

“სინამდვილეში, თავს ახლა უფრო მეტად ვგრძნობ ქალად, ვიდრე ადრე, რადგან საკუთარი გადაწყვეტილებები ჭკვიანურად მიმაჩნია. ოჯახს პირველ ადგილას ვაყენებ და მუდმივად ვაკონტროლებ საკუთარ ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. ვფიქრობ, ეს არის ის, რაც ქალს სრულყოფილად აქცევს”

ჯოლის თქმით, დაშორებით გამოწვეულ ტრავმას ის სახლში ყოფნით უმკლავდებოდა. ის ამბობს, რომ ცდილობდა ყოფილიყო რიგითი ამერიკელი დედა:

9 თვის განმავლობაში ვცდილობდი ჩემი ემოციური მდგომარეობა გამეუმჯობესებინა და ამას დიასახლისობით ვაკეთებდი, ვიღებდი ძაღლის განავალს, ვრეცხავდი ჭურჭელს და ბავშვებს ძილისწინ ზღაპრებს ვუკითხავდი. და იცით, მართლა გამოვკეთდი.”

ჯოლიმ მამასთანაც აღადგინა კონტაქტი.

“მას ძალიან კარგად ესმოდა, რომ ბავშვებს გვერდით ბაბუა სჭირდებოდათ”.

გუშინ, ჯოლი და ბავშვები აფრიკაში გაემგზავრნენ. ისინი ნამიბიას ესტუმრებიან, სადაც შაილო დაიბადა, შემდეგ კი კენიას, სადაც ჯოლი იმ პროექტს შეამოწმებს, რომელიც სექსუალური ძალადობის შეჩერებას ემსახურება.

“ასეთი ცხოვრება არ ამირჩევია, უბრალოდ სხვანაირად არ შემიძლია. არ შემიძლია ვიჯდე უმოქმედოდ. ერთი წლის განმავლობაში ვდიასახლისობდი და ამით გამოვკეთდი კიდეც, მაგრამ ახლა მოგზაურობა მჭირდება”, ამბობს ანჯელინა.

 

წყარო: On.ge

ორიგინალი

 

Comments

comments