ბათუმში საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება

17 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე ბათუმში საავტორო ფილმების რიგით მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის 3 სხვადასხვა ლოკაციაზე სულ 40-მდე ფილმს წარმოადგენენ, რომელთა შორისაც სრულმეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრები იქნება. კინოფესტივალის პრიზიც შესაბამისად რამდენიმე ნომინაციაში გაიცემა.

წლევანდელი გახსნის ცერემონიას საპატიო სტუმარის რანგში ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი დაესწრება. საავტორო კინოს ქართველი და უცხოელი კინოკრიტიკოსების საერთო ჟიური შეაფასებს:

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის ჟიური:
  • Mohsen Makhmalbaf – ირანი ( ჟიურის თავმჯდომარე)  
  • Diana Ashimova – ყაზახეთი
  • Siddiq Barmak  – საფრანგეთი
  • Boris Shulman – შვედეთი
  • Nutsa Alexi-Meskhishvili – საქართველო
დოკუმენტური ფილმების სექციის ჟიურის წევრები:
  • Alexander Rekhviashvili – საქართველო ( ჟიურის თავმჯდომარე)  
  • Sean Mcalister – დიდი ბრიტანეთი
  • Mehmet Ali Arslan – თურქეთი
  • Viktor kufal – გერმანია
  • Seifolah Samadian – ირანი

 

მოკლემეტრაჟიანი ფილმების შემფასებელი ჟიური:
  • Safar Haqdadov – ტაჯიკეთი ( ჟიურის თავმჯდომარე)  
  • Hana Makhmalbaf – დიდი ბრიტანეთი
  • Nineli Chankvetadze  – საქართველო

Comments

comments