დაგ ჯონსი: “მონსტრების განსახიერებაზე არასოდეს მიფიქრია”

ჩემი ასაკის ადამიანს მამის როლი შეეფერება. აი, ისეთი მამის, ვისთანაც რჩევის მისაღებად და გულის გადასაშლელად მიდიან.

მონსტრების განსახიერებაზე არასოდეს მიფიქრია.

მსახიობები ნამდვილი დივები არიან. ისინი გამუდმებით წუწუნებენ და გარშემო საშინელ ხმაურს ქმნიან. მათ სხვანაირად არსებობა, უბრალოდ, არ შეუძლიათ.

ყველაზე მეტად უცხოპლანეტელების ახალ სახეობებზე მუშაობა მსიამოვნებს. ასე, მაგალითად, მე განვასახიერე ჰუმანოიდური რასა შარუ, რომელიც ვარსკვლავურ ომებამდე არსად გვხვდება.

ყველანი, ჩემი მეგობრებიც და ფანებიც ერთ კითხვას მისვამდნენ: “ვარსკვლავურ ომებში გითამაშია?” და მეც ყოველ ჯერზე ვპასუხობდი: “არა, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.” და აი, როგორც იქნა, 57 წლის ასაკში შემიძლია ვთქვა, რომ მე ახალ ვარსკვლავურ ომებში მიღებენ და ამის გამო ძალიან აღელვებული ვარ.

საგრიმიოროში, როცა ჩემს გრიმზე მუშაობენ, მე youtube-ზე შევდივარ და მოლაპარაკე კატების ვიდეოებს ვუყურებ. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასეთ ვიდეოებზე ძალიან მეცინება.

მე და ჩემს ცოლს შვილის ყოლა არ შეგვიძლია. ექიმმა გვითხრა, რომ ეს ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად, მე და ჩემი ცოლი არაოფიციალური გზით ოცდარამდენიღაცა ბავშვის აყვანას ვცდილობთ. ბავშვები ჩემი სუსტი წერტილია.

რაც არ უნდა მეცვას, ჯინსი თუ მონსტრის კოსტიუმი, მე მაინც მსახიობად ვრჩები და კარგ რეჟისორს ეს ძალიან კარგად ესმის.

გაოცებული ვარ, როცა კამერის წინ რაღაცას, რეალურად უცნაურს საჭიროებენ, ყველა მაშინვე მე მიკავშირდება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რეკლამა იქნება, სიტკომი თუ კინო.

ის, ვინც შენს ნამუშევრებსა და პიროვნებას იცნობს, შენს ძლიერ და სუსტ მხარეებშიცაა გათვითცნობიერებული. გილერმო დელ ტორო ის რეჟისორია, რომელმაც ჩემ შესახებ ჩემზე მეტი იცის. მე მჯერა მისი და მის მიერ შემოთავაზებული როლების, რადგან მან ზუსტად იცის, რომელი პერსონაჟია ზედგამოჭრილი ჩემთვის და რომლის განსახიერებას შევძლებ. მან ეს უბრალოდ იცის.

ნიღაბი თავისუფლებას მანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ პერსონაჟებზე მუშაობა ფრიად სტრესულია, მე ეს დიდად არ მაწუხებს. აი, რეჟისორივით სპეც-ეფექტები, მონტაჟი და რედაქტირება რომ მევალებოდეს, თავს მოვიკლავდი. ასეთი დატვირთვით მუშაობა, უბრალოდ, არ შემიძლია.

ჩემ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს შორის ყველაზე საყვარელი აბე საპიენია, ფილმიდან ჰელბოი.

მე მიყვარს ჩემი პერსონაჟები, მე მესმის მათი და მათ თანაგრძნობასაც ვუცხადებ.

ჰოლივუდში იციან, რომ ქრისტიანი ვარ და პატივსაც მცემენ, იმიტომ, რომ მე თვითონაც ყველას პატივისცემით ვეპყრობი.

ჰოლივუდში 1985 წელს მოვედი და მეგონა, რომ სიტკომის ვარსკვლავი გავხდებოდი. საამისოდ ყველაფერი გამაჩნდა: სიმაღლე, სიგამხდრე, სიშტერე. დარწმუნებული ვიყავი, სიტკომებში მხიარულ მეზობელს ან სულელ თანამშრომელს განვასახიერებდი.

ჩემი მოქნილი სხეულის დამსახურებით, ბუნების ნამდვილი სასწაული ვარ. ერთხელ ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ ფეხების თავზე უკნიდან შემოლაგება შემეძლო. ამაზე მან მომიგო: “გამოდის, აკრობატი ყოფილხარ.” მას შემდეგ ამ უნარზე დაყრდნობილ პროექტებში მრთავდა.

გიკებში მათი გიკობით სიამაყე მხიბლავს. მსგავსი დამოკიდებულება ძალიან მომწონს. ბრილიანტებით მორთული ყელსაბამიც კი მაქვს, წარწერით “გიკი” და ამით ძალიან ვამაყობ.

ვიღაც რაღაც მაღალსა და თხელს ხატავს, შემდეგ ამ ნახატებს სპეც-ეფექტებისა და გრიმის ხალხს აჩვენებს და ყველა ერთხმად თანხმდება: “მოდი, ეს პერსონაჟი დაგ ჯონსს შევთავაზოთ.”

პანტომიმას კოლეჯში დავეუფლე და მივხვდი, კომუნიკაცია, ემოციები და ამბის თხრობა სხეულის ენით მიიღწევა.

 

წყარო: www.brainyquote.com

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments