დეილ კუპერი: “საიდუმლოებები საშიში რამაა”

TWIN PEAKS - Episodes 2.1 & 2.2 - Airdate: October 13, 1990. (Photo by ABC Photo Archives/ABC via Getty Images) KYLE MACLACHLAN

საიდუმლოებები საშიში რამაა.

ღმერთო, მიშველე, არ ვიცი, საიდან დავიწყო.

ფედერალურ ბიუროში შესვლით კონკრეტული ღირებულების დაცვის ფიცსაც დებ.

მე მინდა, ვიცოდე სიმართლე – ეს ჩემი მოვალეობაა.

სასტუმროს 24-საათიანი მომსახურება თანამედროვე ცივილიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა.

ტყვიის მოხვედრა მთლად ისეთი საშიშიც არ ყოფილა, როგორც ეს ბავშვობაში მეგონა. მთავარია, პანიკამ არ მოგიცვას. ზუსტად იმავეს თქმა შეიძლება ცხოვრებაზეც.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მსგავს მომენტებში დაშვებულ შეცდომებსა და მათ გამოსწორებაზე იწყებ ფიქრს. მინდა, ადამიანებს უფრო მეტი ყურადღებითა და პატივისცემით მოვეპყრა. მინდა, მაღალ მწვერვალზე ავიდე, თუმცა, ძალიან მაღალზეც არა. მინდა, ლინდბერგის საქმე გამოვიძიო (1932 წელს მომხდარი გატაცება და მკვლელობა. დანაშაულის ზოგიერთი დეტალი დღემდე უცნობია.) მინდა, სექსი მქონდეს ლამაზ ქალთან, რომელსაც ჩემდამი ნამდვილი გრძნობები ექნება და, რა თქმა უნდა, მინდა, ვეწვიო ტიბეტს. მინდა, ტიბეტელებს სამშობლო დაუბრუნონ და დალაი-ლამას საკუთარ მიწაზე დაბრუნების საშუალება მიეცეს.

მოუსმინე ამ ანეკდოტს: აისბერგზე ორი პინგვინი ხვდება ერთამენთს. ერთი ეუბნება მეორეს: “ისე გამოიყურები, თითქოს სმოკინგი გეცვას”, მეორე კი პასუხობს: “რა იცი, იქნებ მაცვია კიდეც.”

ძლიერი სურვილის დროს ორგანიზმის შესაძლებლობები ამოუწურავია.

ქონდათ კი სასიყვარულო ისტორია მერლინ მონროსა და ძმებ კენედებს? და სინამდვილეში ვინ ესროლა ჯონ კენედის? ეს ის კითხვებია, რომლებიც ფედერალური ბიუროს აგენტსა და უბრალო ადამიანს ერთნაირად აინტერესებს.

ჩვენს საქმეში გრძნობების ჩარევას ვერ დავუშვებთ.

ძალიან ლამაზი და კეთილი ქალი იყო. კეროლაინი ერქვა. ჩვენ ერთმანეთი შეგვიყვარდა. ერთ დღესაც კი სიფხიზლე დავკარგე – მას თავს დაესხნენ და მე ამისთვის მოუმზადებელი აღმოვჩნდი. დამჭრეს და გავითიშე. როცა გამოვფხიზლდი, კეროლაინი ჩემს მკლავებში ესვენა, გარდაცვლილი, დანით მიღებული მრავალი ჭრილობით.

დარდს ვერავინ ავცდით.

სასტუმროს ხარისხზე დილით მორთმეული ფინჯანი ყავა მეტყველებს.

სამი წლის წინ ტიბეტელი ხალხის მძიმე მდგომარეობა მესიზმრა და მათი დახმარების სურვილი გამიჩნდა. გამოღვიძებულზე ისიც გავიაზრე, რომ ქვეცნობიერში დედუქციის, სხეულისა და გონების კოორდინირების შესახებ ცოდნაც შევიძინე.

ფინჯან შავ ყავაზე კარგი რა შეიძლება იყოს?

საკუთარ თავს ყოველ დღე, დღეში ერთხელ მაინც, პატარა საჩუქარი გაუკეთე. ეს წინასწარ არ დაგეგმო, არც დაელოდო, უბრალოდ, მომენტალურად გაუკეთე. ეს შეიძლება იყოს ერთი ჩვეულებრივი პერანგი, ან კაბინეტში სადილის შემდგომი წათვლემა, ანდაც კარგად მომზადებული ცხელი შავი ყავა.

როცა სახელმწიფოს თანხებზე ვთამაშობ, მე მას ყოველთვის ნაღდი ფულით ვაბრუნებ.

რაც უფრო კარგია ცეკვა, მით უფრო არაპროგნოზირებადია მისი სვლები. იცეკვე და მიენდე მუსიკას.

ის, რაც მსურს და ის, რაც მჭრდება – ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რამაა.

ზოგს იშვიათად უყვარდება, მაგრამ ძლიერად.

არ მიყვარს ჩიტები.

 

წყარო: esquire

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments