დროის მანქანის ევოლუცია კინოსა და სერიალებში

დროის მანქანა ამ სეზონის ყველაზე პოპულარული ტრანსპორტია. ბოლო ათწლეულის კინოსა და სერიალების ისტორია უამრავ უცნაურ მექანიზმს ითვლის.

ისტორიის შექმნა, დროდადრო, დროის მიღმაეს ის სერიალებია, რომელთა ძირითადი თემაც დროის მანქანაა. პირველი ორი მალევე დაიხურა, მესამეს კი გაუმართლა და, შესაბამისად, ერიკ კრიპკეს პერსონაჟი კვლავ განაგრძობს დროში მოგზაურობას. ასევე, კონკურენციას უწევს ისეთ სერიალებს, როგორიცაა 12 მაიმუნი და ხვალინდელი დღის ლეგენდები.

ჰერბერტ უელსმა დედამიწა დროის მანქანებით დაავირუსა და არცაა გასაკვირი, რომ დღემდე ამ თემისადმი ინტერესი არ ჩამცხრალა. ასეთ მრავალფუნქციურ სიუჟეტზე უარის თქმა, უბრალოდ, ცოდვაა. ინგლისელმა მწერალმა რომანში “დროის მანქანა” საზოგადოების სახე ალეგორიულად გადმოსცა. ავტორი არ იყენებს სოციალურ მეტაფორას, ის ისტორიის თხრობის საშუალებად თამაშს მიმართავს. შედარებით რთული სცენარით დიკ ჯენტლის გლობალური დეტექტიური სააგენტო გამოირჩევა. სერიალი სიურრეალიზმისა და სიგიჟის უფსკრულში გვაგდებს. რობერტ ზემეკისი ბევრად ჰუმანური აღმოჩნდა. მისმა უკან მომავალში დაამტკიცა, რომ ეს თემა ყველასთვის ხელმისაწვდომია და რომ ადამიანებს ნებისმიერ ეპოქაში ერთი და იგივე პრობლემები აწუხებთ. ახლა კი გავიხსენოთ დროის მანქანის განვლილი ეტაპები.

სტიმპანკი – ეს ჩვენი საჭეა

ზოგადად, ვიზუალი ეპოქის მაჩვენებელია. პიონერ ჰერბერტ უელსის რომანი “დროის მანქანა” 1895 წელს გამოქვეყნდა, ხოლო მისი ეკრანიზაცია 1960 წელს გამოვიდა. MGM-ის რეჟისორი ბილ ფერარი რთულ ტექნიკურ მეცნიერებას არ ჩაღრმავებია, მან მარტივი მექანიკური მარხილი დააპროექტა: უკანა სავარძელზე დიდი, მბრუნავი დისკი დაამონტაჟა და ასე დროში გადაადგილების ეფექტიც შექმნა.

მოკლედ რომ ვთქვათ, უელსის რომანის ეკრანიზაცია სტიმპანკებზე დგას.

ფილმში დროში მოგზაურობა სტიმპანკი მომავალ კოსმოსურ ტენდეციებს ერწყმის. შედეგად კი, ბათისკაფისა და ვარსკვლავთმფრენი კაფსულის მსგავსი დანადგარი მივიღეთ. მოწყობილობა კადრში ეფექტურად გამოიყურებოდა, თუმცა, ის, გადაღების დროს, კარის გაღებისთანავე იშლებოდა და ამას რეჟისორი წყობიდან გამოჰყავდა.

ეპოქის კვალდაკვალ – იმავე სიუჟეტის თანამედროვე ტელევერსიაა. ჩვენი დროის მანქანა, წინამორბედი მანქანებისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. მის შესაქმნელად უელსის დროინდელი პოპულარული მასალა გამოვიყენეთ და ამან “ფრიად სტიმპანკური” ვიზუალი მოგვცა, – განაცხადა პროდიუსერმა მარკო სიგამ. სიგა იმედოვნებდა, რომ მაყურებელს მისი ქმნილება დიდხანს დაამახსოვრდებოდა, თუმცა, ამაოდ, რადგან რიმეიქი მხოლოდ რამდენიმე კვირას გაგრძელდა.

დიკ ჯენტლის გლობალურ დეტექტიურ სააგენტოში სტიმპანკმა სასურველ შედეგს მიაღწია. რეტროესთეტიკა სერიალის ატმოსფეროში იდეალურად ჩაჯდა. სიუჟეტის თანახმად, მე-19 საუკუნის ბედს სწორედ დროის მანქანა წყვეტს.

დროის მართვის ექსპერიმენტები საბჭოთა კავშირისთვისაც არ ყოფილა უცხო. ფილმში ივან ვასილის ძე იცვლის პროფესიას შექმნილი მოწყობილობა, ცოტა არ იყოს, ჯადოსნურად და მეოცე საუკუნისთვის ძველმოდურად გამოიყურება. არადა, პროექტი ამბიციური იყო: კონსტრუქტორთა ბიურო ქმნიდა ხომალდს, რომელსაც კოსმოსშიც კი შეეძლო გაფრენა. რეჟისორი ლეონიდ გაიდაი თვლიდა, რომ ეს ზედმეტი იყო, რადგანაც შურიკი ერთი ჩვეულებრივი ინჟინერი იყო და ვერ შეძლებდა საკუთარ სახლში ამხელა დანადგარის აღმართვას. რეჟისორს მხსნელად სკულპტორი ვიაჩესლავ გაიდაია მოევლინა. რადიკალური ცვლილებისთვის არც საკმარისი დრო იყო და არც სახსრები. ხელთ არსებული ფარები, ფარნები, ბერკეტები, ორიგინალური კოლბები, ლაბორატორიის ჭურჭელი – საკმარისი აღმოჩნდა და შედეგად, არყის გამოსახდელი აპარატის მსგავსი დანადგარი მივიღეთ. პოჩეჩუევი 40 რუბლით დააჯილოდვეს და ახსნა-განმარტებაში მიუთითეს: “გამოიყო თანხა “დროის მანქანის“ შესაქმნელად.”

პროგრესი

მე-20 საუკუნის მიღწევებმა თავისი კვალი “დროის მანქანებსაც” დაატყო. უღიმღამო ინდუსტრიული დიზაინის შედეგად, 12 მაიმუნში ტერი გილიამის  მომავალიც უღიმღამო და ღარიბულია. მხატვრებმა შეგნებულად 1996 წლამდე შექმნილი ტექნოლოგია გამოიყენეს. დეკორაციის გასამდიდრებლად და გასაცოცხლებლად კი ჯართის ბაზრობებსა და საწყობებში არაერთხელ შეიარეს. საბოლოოდ, ბრიუს უილისის გადასაადგილებელ კაფსულაში პლასტმასის ფირფიტით გარშემორტყმული წნევის ბაროკამერა დამონტაჟდა, ხოლო ბრჯენში – ბარომეტრი.

დროის პატრულში (1994 წ.) ჟან-კლოდ ვან დამი  წარსულში მარხილით გადაადგილდება. მსგავს პრაქტიკას 1945 წლიდან ვაწყდებით. მართალია, მარხილზე დამონტაჟებული რაკეტული ძრავით დროის სივრცის გარღვევა ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ, სამაგიეროდ, ხმელეთზე სიჩქარის რეკორდი (10430 კმ/სთ) ადვილად დამყარდა.

მანქანა მარყუჟიდან (2012 წ.) პირველ ატომურ ბომბს წააგავს. მინდოდა, ის ვიზუალურად  ერთდროულად საშიში, უხეში და იდუმალი გამოსულიყო. გარედან ვერავინ, ვერც მთავარი გმირები, ვერ ხვდებიან, როგორ ფუნქციონირებს ეს მანქანა. მათ უბრალოდ ამ მონოლითურ დანადგართან უწევთ შეხება (რომელიც 2001 წელი: კოსმიური ოდისეას მონოლითს წააგავს). არსობრივად, მათთვის ეს უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიაა, რომელთანაც, უბრალოდ, შეგუება უწევთ. – აცხადებს რეჟსორი რაიან ჯონსონი.

კომპიუტერულმა განვითარებამ დროის მანქანები ღილაკური ინტერფეისით აღჭურვა. სატელევიზიო სერიალში სტუმრები მომავლიდან მაღალტექნოლოგიური გადამრთველი დამატებით რუბიკის კუბიკითაც აღჭურვეს. 1980-იან წლებში უნგრელი სკულპტორის გამოგონებაზე დიდი მოთხოვნა იყო.

დოქტორი ვინ ფანტასტიკის ჟანრის სერიალებს შორის ყველაზე ხანგრძლივია. დროის მანქანის ევოლუციის თემა “ტარდისის” 50-წლიანი მეტამორფოზის შესწავლით შეგვიძლია დავხუროთ. გარედან მოწყობილობას ლონდონის პოლიციის ყუთის ფორმა აქვს, ხოლო შიგნიდან – კონსოლი მუდმივად იცვლება. თავდაპირველად ყველაფერი კლასიკური ბერკეტითა და მარტივი გადამრთველით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი – ამ უბრალო მოწყობილობის ასორტიმენტი გაიზარდა და გათანამედროვდა. 2005 წელს, ხელმეორედ დაბადების შემდეგ, სერიალმა სტიმპანკის ფაზაც კი არ განვლო. დამდგმელ მხატვარს – მაიკლ პიკვოუდს – “ტარდისის” პანელისთვის მაღალტექნოლოგიური და პირქუში იერსახის მიცემა სურდა: თვითონ კონსოლი ძველებურ დიზაინს იმეორებს, რომელიც დამატებითი, სასარგებლო ტექნოლოგიების მიუხედავად, მისთვის დამახასიათებელ სულს მაინც ინარჩუნებს. მოწყობილობა უამრავ ღილაკსა და სამართავ ბერკეტს მოიცავს, რომლის კომბინირებაც თაჩსქრინითა და კომპიუტერული პანელითაა შესაძლებელი. რა თქმა უნდა, დოქტორი ვინ ბერკეტს მუდამ საჭიროებს. დიდი ანდრონული კოლადიერი პიკვოუდისთვის შთაგონების წყაროდ იქცა. სერიალ 12 მაიმუნის ჯართს თუ გაიხსენებთ, მიხვდებით, რომ ეს აქსელერატორი მხოლოდ მისი ინსპირაცია არ ყოფილა.

ფუტურიზმის ერა

ტერმინატორი 2-ში დროში სამოგზაურო ვერსიად სფერო გვევლინება. თანამედროვე აგრეგატები ენერგიის  სიმძლავრით არ გამოირჩევიან, მათი სფეროსებრი კაფსულები კომპაქტურ კოსმოსურ ხომალდს მოგვაგონებს.

3დ გრაფიკას დროის მანქანები “ექშენ” საფეხურზე აჰყავს, თუმცა ამ ეფექტის მისაღწევად ისინი მოქნილობას საჭიროებენ. დაახლოებით სამოცი წლის წინ გადაღებულ შემეცნებით ანიმაციაში (რომელმაც შემდეგ როკისა და ბულვინკლის შოუს დაუდო საფუძველი) გენიოსი ძაღლი და ბიჭუნა ისტორიულ დროში უზარმაზარი ვეიბეკით გადაადგილდებიან. 2014 წელს გადაღებულ რიმეიქში – მისტერ პიბოდი და შერმანი – პერსონაჟები უკვე მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი სფეროთი დაფრინავენ. სიუჟეტიდან გამომდინარე, გმირები გადასაადგილებელ საშუალებას საჭიროებდნენ. ჩვენ გვინდოდა სანახაობრივი, დროის სივრცის გამრღვევი, მასშტაბური თავგადასავალი. ტრადიციულად, გლუვი ზედაპირის მქონე დიზაინი სიჩქარესთან და ფუტურისტულ სტილთან ასოცირდება. მისი უპირატესობა მინიმალიზმშიცაა და ის დამატებით, დეკორაციულ დეტალებსაც არ საჭირეობს, – აცხადებს დამდგმელი მხატვარი დევიდ ჯეიმსი.

ტელეშოუ დროის მიღმაც (2016 წელი) ამ პრინციპებზე დგას: გვინდოდა, რომ ეს გლუვი, თანამედროვე და ფანტასტიკური მანქანა ანტაგონისტს გაეტაცა და ჩვენი გმირები პირში ჩალაგამოვლებულები დაეტოვებინა. ჩვენ WALL-E-სა და EVE-ს შორის განსხვავებებზე ბევრს ვკამათობდით და ჩემი აზრით, ეს სერიალშიც გამოჩნდა, – ამბობს შოურანერი ერიკ კრიპკე.

სერიალის ხვალინდელი დღის ლეგენდები შემქმნელები უფრო შორს წავიდნენ და გმირებისთვის უზარმაზარი კოსმოსური ხომალდი შექმნეს: მეგონა, რაღაც პატარა, უბრალო სფეროსებრ დანადგარს დამახვედრებდნენ, ამ დროს კი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდ დეკორაციებში ამოვყავი თავი, – აცხადებს აღტაცებით მსახიობი  არტურ დარვილი. სცენარისტები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ ხომალდს სერიალის სრულფასოვან პერსონაჟად მიიჩნევენ

განსხვავებული

ერთი-ორი თეთრი ყვავი დროის მანქანების დიზაინის მსგავს ეგზოტიკურ ხელოვნებაშიც გამოერევა ხოლმე. დროის მანქანა ნებისმიერი რამ შეიძლება იყოს. რობერტ ზემეკისი სერიოზულად ფიქრობდა, რომ მარტი და დოკი მაცივარში დაებრუნებინა, თუმცა, ეს აზრი გადააფიქრებინეს. ამიტომ მან დროის მანქანის ცნება პირდაპირ გადმოიტანა და თავისი გმირები ხელნაკეთ ავტომობილში ჩასვა. 80-იანი წლების DeLorean-ის მოდელი ფუტურისტულ მოთხოვნებს ზუსტად აკმაყოფილებდა. მესამე ფილმს კი ორთქლმავალიც დაემატა.

ისტორიის შექმნა

სერიალის ისტორიის შექმნა შოურანერი ჯულიუს შარპი ტექნიკურ სირთულეებს არ ჩაღრმავებია. მისი პერსონაჟები, ზედმეტი მანათობელი სფეროს გარეშე, საძილე ტომრებითაც ახერხებდნენ დანიშნულების ადგილამდე მისვლას. ავტორის აზრით, ასე უფრო სასაცილოა და თანაც პერსონაჟების განვითარებაზე მეტად კონცენტრირდები. დროში მოგზაურობა არ არსებობს, – აცხადებს ჯულიუს შარპი, – შესაბამისად, ამაზე ფიქრიც არ ღირს. ამ თეორიის ლოგიკური დამტკიცება რომ შემეძლოს, დროის მანქანას შევქმნიდი და არა სატელევიზიო შოუს.

 

წყარო

მოამზადა ლალი ახვლედიანმა

Comments

comments