ემა რობერტსი: “მსახიობებს ვერ ენდობი!”

მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რომ მსოფლიოში საუკეთესო მსახიობთან ერთად ვმუშაობდი. მასთან ფოტოც მაქვს გადაღებული, წარწერით: ემას, ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ გოგოს, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. სიყვარულით, ჯონი… (საუბარია ჯონი დეპსა და ფილმზე: კოკაინი).

მიყვარს საბავშვო ფილმებზე მუშაობა.

არ მიყვარს ჩემს ურთიერთობებზე საუბარი.

მსახიობებს ვერ ენდობი!

სტუდიურ ფილმებზე მუშაობა სახალისოა.

დამოუკიდებელი კინოსადმი უფრო მეტ სიახლოვეს ვგრძნობ. შენ აქ თავისუფალი ხარ, არაფრის გეშინია, შენთვის არანაირი ტაბუ არ არსებობს. დიდი სტუდიებისგან განსხვავებით, პოლიტკორექტულობით არ ხარ შებოჭილი და აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც გსურს.

დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი მეჯვარეების მსგავს კომედიაში, ხოლო კრისტენ ვიგის გმირს კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით განვასახიერებდი.

იყო დრო, ხალხს ემა უოტსონსა და ემა სტოუნში ვეშლებოდი. სასაცილოა, რადგან სამივე ემა ერთმანეთისგან რადიკალურად განვსხვავდებით.

ბინდის გადამკიდემ, ყველა წიგნი წავიკითხე.

არაფერი სჯობს ისეთ რეჟისორთან მუშაობას, რომელიც მხარს გიჭერს და გვერდში გიდგას. სასიამოვნოა, როცა კრიტიკის ნაცვლად, პერსონაჟის უკეთ გაცნობაში გეხმარებიან.

საშინელებათა ფილმების ძალიან მეშინია.

წიგნის კითხვისას დეტალებში მიყვარს ჩაძიება. კვირაში ერთ წიგნს მაინც ვკითხულობ. ეს გონების გავარჯიშებაში მეხმარება.

ზუსტად ვიცი, ერთ დღესაც წერას მოვკიდებ ხელს. არ ვიცი, რამდენად გამომივა, მაგრამ მინდა, ვცადო. ჩემი ჰობის რეალობად ქცევისთვის საბეჭდი მანქანაც კი ვიყიდე.

მესაკუთრე ვარ და ვცდილობ, ჩემი კარიერა სურვილისამებრ წარვმართო.

არ ვარ დარწმუნებული, თოქ-შოუსთვის სასიამოვნო სტუმარი ვიყო. ლაპარაკი მიყვარს, თუმცა, ყოველთვის საუბრის ხასიათზე არ ვარ ხოლმე.

ვფქირობ, ცხოვრებისგან მაქსიმალური გამოცდილება უნდა მიიღო, რადგან ერთ დღესაც ამის შესაძლებლობა აღარ გექნება.

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი რთულია დამოუკიდებელი ცხოვრება, როცა დედა საჭმელს არ გახვედრებს და ყველაფერი – გასარეცხი თეთრეულიდან დაწყებული, ტუალეტის ქაღალდით დამთავრებული, შენი საზრუნავია.

ზოგჯერ ძილის წინ გამეფიქრება ხოლმე, ნეტა, ახლა ჩემი მომავალი ქმარი სადაა, ვიცნობ, თუ ჯერ არა, ნეტა, რას საქმიანობს და ჩემ შესახებ რამე თუ სმენია-მეთქი. ასეთ რაღაცებზე ფიქრი სახალისოა. წარმოიდგინეთ, როცა შენ ორი წლის იყავი, შეიძლება, შენი მომავალი მეუღლე აქვე, ახლომახლო დაეხეტებოდა.

ვოცნებობ, ერთ დღესაც ვუდი ალენმა დამირეკოს და მითხრას: “ემა, შენთვის როლი მაქვს!”

მოსაწყენია, როცა ყველაფერი იცი და აღარაფერზე გიწევს ფიქრი.

მე დედაჩემთან გავიზარდე. ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. ის ძლიერი და დამოუკიდებელი ქალია, მე მისი პიროვნებით აღფრთოვანებული ვარ. მთელი ცხოვრებაა ვცდილობ, მას დავემსგავსო და მასავით დამოუკიდებელი ვიყო.

შეძლო ბავშვის გაღიმება – ამაზე ამაღელვებელი არაფერია.

ზოგადად, ჩვენ, რობერტსებს, დიდი და ბევრი კბილი გვაქვს. ჩემი კბილები ჩემს პიროვნებას უსვამს ხაზს.

 

წყარო: www.imdb.com

მოამზადა ლალიი ახვლედიანმა

Comments

comments