ერეკლე გეწაძე: “მეშინია, ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდეს”

(ბლიც-ინტერვიუ მსახიობ ერეკლე გეწაძესთან) 

 

კინო/თეატრი ავირჩიე იმიტომ, რომ: მეგონა, მინიმუმ კიანუ რივზის მსგავსი კარიერა მექნებოდა.

მსახიობი რომ არ ვყოფილიყავი, ვიქნებოდი: პრეზიდენტი… ან “სვარშიკი”.

სიამოვნებით ვითამაშებდილეო ჯონსონს ტვინ პიქსში.

მე უნდა მეცხოვრა: 1089-1125 წლებში.

ცხოვრებაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: იუმორი.

მიყვარს: ბლიც-ინტერვიუები.

მძულს: რუსეთი.

მეშინია: ეს ყველაფერი სიზმარი არ აღმოჩნდეს და უცებ არ გამომეღვიძოს.

ვოცნებობ: მშვიდობაზე.

მომწონს საკუთარ თავში: ის, რომ საკუთარ თავში არაფერი არ მომწონს.

არ მომწონს საკუთარ თავში: არაფერი.

სხვებში ყველაზე მეტად ვაფასებ: კეთილშობილებას.

მაღიზიანებს: პირღია ღეჭვა.

არასოდეს გავაკეთებ: გვამის ბალზამირებას.

ვნანობ: რომ ჩემი უბედური ქვეყნის ყურება საღი გონებით მიწევს.

მჯერა: საკუთარი თავის.

 

მოამზადა მარი ბექაურმა

 

Comments

comments