2018 წლის ოსკარზე წარდგენილი 10 უცხოური ფილმი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო

ოსკარის საიუბილეო 90-ე ცერემონია 4 მარტს გაიმართება, მანამდე კი დაჯილდოების ჟიური 23 იანვარს საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში წარდგენილი ფილმების საბოლოო სიას დაამტკიცებს. აღნიშნულ ნომინაციაში მსოფლიოს სხვადასხვა განსხვავებული მხარის წარმომადგენელი ფილმი იბრძოლებს გამარჯვებისთვის. უკვე არაერთმა ქვეყანამ წარადგინა საკუთარი ღირსეული ნომინანტი, რომელთა შორისაც 10 გამორჩეული ფილმი მოხვდა. ამ ნამუშევრების ნახვას აუცილებლად გირჩევთ:

 

1. You Disappear – დანიის წარდგენილი ნომინანტი, რეჟისორი: პიტერ ფოგი

საუკეთესო დანიელი მსახიობების და პერსპექტიული რეჟისორის მძიმე შრომით გადაღებული ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა. სცენარი სკოლის დირექტორზე მოგვითხრობს, რომელსაც სკოლის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხის გაფლანგვისთვის ასამართლებენ. სურათი საკმაოდ საინტერესო კუთხით ვითარდება, როდესაც ბრალდებულის ადვოკატი მისი კლიენტის გასამართლებლად არაორდინალურ საბაბს მიაგნებს.

დანიის წარმომადგენელი ფილმები სულ 12-ჯერ იყო ოსკარის აღნიშნულ კატეგორიაში ნომინირებული,  რომელთა შორისაც 3 ფილმი ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

2. Loveless – რუსეთი, რეჟისორი: ანდრეი ზვიაგინცევი.

ცნობილი რუსი რეჟისორის გადაღებული დრამა საშუალო კლასის ოჯახის ტრაგედიაზე მოგვითხრობს. განქორწინების პირას მყოფი ცოლ-ქმარი რთულ სიტუაციაშია, რადგან განქორწინების შემდეგ არცერთს არ სურს მათი 12 წლის შვილის მოვლა ითავოს. ფილმის სცენარი უფრო იძაბება, როდესაც აღნიშნული ბავშვი იკარგება. ზვიაგინცევის ნამუშევრის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგა, სადაც ჟიურის ჯილდო დაიმსახურა.

 

3. The Line (Čiara) – სლოვაკეთის რჩეული, რეჟისორი: პიტერ ბეჟაკი

ცნობილი რეჟისორის გადაღებული კრიმინალური დრამა უკრაინელი კონტრაბანდისტების ევროპაში გადასვლაზე მოგვითხრობს. სცენარი 2007 წლის მოვლენებზეა აგებული და სლოვაკეთის მიერ ევროკავშირის უვიზო რეჟიმის კანონის მიღებამდე მომხდარ მოვლენებს ასახავს.

4. Newton – ინდოეთის წარდგენილი ნამუშევარი, რეჟისორი: ემიტ მასურხარი.

პოლიტიკური ჟანრის ფილმი ინდოეთის მთავრობის რეალური სახის გადმოცემაზეა კონცენტრირებული. Newton მთავარი პერსონაჟის სახელწოდებაცაა და სცენარი იმ სატირულ მიზეზებზე მოგვითხრობს, რომლის გამოც მას საკუთარი სახელის შეცვლა სურს.

 

5. Under the Tree – ისლანდია, რეჟისორი: Hafsteinn Gunnar.

ისლანდიური დრამა კლასიკურ მეზობლების კონფლიქტზე მოგვითხრობს. ერთი მათგანის ეზოში დარგული ხე მეორის უკანა ეზოს ჩრდილავს და დაპირისპირების მიზეზად იქცევა. ფილმი საინტერესო ელფერს იძენს, როდესაც მცირე კონფლიქტი მასშტაბურ დაპირისპირებას იწვევს და კონტროლს აღარ ექვემდებარება.  პარალელურად, ორივე ოჯახი პირადი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლას ცდილობს.

 

6. 120 Beats Per Minute – საფრანგეთი, რეჟისორი: რობინ კამპილო.

ფრანგული დრამა საზოგადოების სენსიტიურ პრობლემაზე მოგვითხრობს. ერთ წუთში 120 გულისცემა ადამიანის გულის საშუალო რიტმს წარმოადგენს, რისი სიმბოლიზმის დახმარებითაც ფილმის მთავარი გმირი ცდილობს დაამტკიცოს, რომ აივ ინფექცია არ არის საკრარული თემა და მის წინააღმდეგ მთელმა საზოგადოებამ უნდა იბრძოლოს, მასზე საუბრისგან თავის არიდების მაგივრად.

7. First They Killed My Father – კამბოჯა, რეჟისორი: ანჯელინა ჯოლი

ანჯელინა ჯოლიმ რეჟისორის როლი მეოთხედ მოირგო და ნეტფლიქსის დაფინანსებით ემოციური დრამა გადაიღო. ფილმი ცნობილი კამბოჯელი მწერლის წარსულზე მოგვითხრობს, რომელიც ბავშვობაში გენოციდის მომსწრე გახდა. ჯოლიმ ფილმის მთავარი პერსონაჟის სათამაშოდ არაპროფესიონალი მსახიობის შერჩევა გადაწყვიტა და გადაღებებისას გაცნობილ ერთ-ერთ ადგილობრივ ბავშვს ანდო ეს პატივი. უნდა აღინიშნოს, რომ მან იდეალურად შეძლო ემოციური როლის განსახიერება.

 

8. Bingo – ბრაზილია, რეჟისორი: დენიელ რეზენდე

ეს ნამუშევარი იდეალურ საზღვარს წარმოადგენს კომედიასა და დრამას შორის. ცნობილი კლოუნის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული სურათი მისი განცდების შესახებ მოგვითხრობს. სატელევიზიო შოუს ვარსკვლავ კლოუნს კონტრაქტი უკრძალავს მისი ნამდვილი იდენტობის გამხელას, სწორედ ამიტომ იტანჯება იგი და სახალხო აღიარების დანაკლისი აწუხებს. ფილმი რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული და 1980 წელს მოღვაწე ხელოვანის განცდებს გადმოსცემს.

 

9. Foxtrot – ისრაელი, რეჟისორი: სამუელ მაოზი

ლიბანელი რეჟისორის გადაღებული ოჯახური დრამა ახლახანს ვენეციის კინოფესტივალზე წარსდგა და ეპატაჟური ჯილდოც მოიპოვა. ისრაელის მთავრობის მიერ აკრძალული ფილმი ოჯახში შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ მძიმე გლოვის პერიოდს ასახავს, რომლის პარალელურადაც სცენარი ისრაელის არმიაში არსებულ აბსურდულობას ხდის ფარდას.

 

10. Daybreak – ალბანეთი, რეჟისორი: Gentian Koci

დრამატული სცენარი ახალგაზრდა დედის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც 1 წლის შვილთან ერთად სახლიდან აგდებენ ქირის გადაუხდებოლის გამო. იგი იძულებულია მოხუცებული ავადმყოფის მომვლელად დაიწყოს მუშაობა და შვილთან ერთად მის სახლში გადავიდეს საცხოვრებლად. ფილმი ასახავს ახალგაზრდა ქალის ბრძოლას იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს იცოცხლოს მისმა პაციენტმა, რადგან მისი გარდაცვალების შემთხვევაში პატარა შვილთან ერთად დედას წასასვლელი არსად დარჩება.

 

Comments

comments